ავტორი: ანი კაკურია
ნინო 32 წლისაა, მან რამდენიმე თვეა, რაც ვაშლიჯვარში, ერთერთ ახალაშენებულ კორპუსში ბინა შეიძინა, სულ მალე კი მისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყრული პროცესები დაიწყო. ნინო ამბობს, რომ მართალია ცოტა დაგვიანებით, მაგრამ პირველი, რაზეც ამ დროს დაფიქრდა და იზრუნვა მისი უძრავი ქონების დაზღვევა იყო, რადგან სწორედ ქონების დაზღვევა ითვალისწინებს სხვადასხვა რისკის დადგომის შემთხვევაში ზარალის ანაზღაურებას.
„ცხოვრება სავსეა გაუთვალისწინებელი და ჩვენდა სამწუხაროდ, ნეგატიური მოვლენებით, რომელსაც წინასწარ ვერ გათვლი. ცხადია, არსებობს რისკები, რომელთა პრევენცია ჩვენს ხელშია, მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია. სხვა დანარჩენისთვის არსებობს დაზღვევა და სხვადასხვა მზღვეველების თუ გადამზღვეველების მიერ შექმნილი რისკის მართვის კალათები, სადაც შეგვიძლია განვათავსოთ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული რისკები - მიწისძვრა, ხანძარი, წყალდიდობა, ქარიშხალი, ვანდალიზმი და ა.შ“ ამბობს სადაზღვეო კომპანია არდის, კორპორაციული გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი სულხან სახამბერიძე ჩვენთან საუბრისას.
და მართლაც, თითოეულმა ჩვენგანმა კარგად ვიცით, თუ რა ხარჯებთანაა დაკავშირებული საკუთარ სახლში ან ბინაში ახალი რემონტის გაკეთება, უამინდობამ ან მეზობლის დაუდევრობამ კი შესაძლოა გაგვიფუჭოს მიღებული შედეგი, ან შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ მესამე პირის არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო დავზარალდეთ.
მსგავს შემთხვევებში საუკეთესო გამოსავალი, როგორც სადაზღვეო კომპანია ალდაგის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან მაღალაშვილი ამბობს ქონების დაზღვევაა, „იგი ანაზღაურებს თანხას, რომელიც დაზღვეული სახლის, შენობის ან კომერციული ფართის აღსადგენადაა საჭირო. ალდაგში ეს თანხა ითვალისწინებს როგორც რემონტისა და შიგთავსის, ისე კარკასის ხარჯებს, თუ ისინი სადაზღვევო შემთხვევის დროს დაზიანდა. ქონების დაზღვევით სარგებლობისას შესაძლებელია მესაკუთრის პასუხისმგებლობის დაზღვევაც მესამე პირის წინაშე, რაც გულისხმობს მეზობლის ბინის რემონტის ხარჯების ანაზღაურებას, თუ ის დაზღვეულის მიზეზით დაზიანდა.“
სწორედ ამიტომ, უძრავი ქონების დაზღვევა ეს ის პროდუქტია, რომლის პოპულარულობა წლიდან წლამდე იზრდება და რომელიც აქტუალურია როგორც კორპორატიული, ისე საცალო სექტორისთვის.
იმისათვის, რომ უფრო ნათლად დავინახოთ თუ ვინ უფრო სარგებლობს ამ სერვისით, იურიდიული თუ ფიზიკური პირები, როგორც არდიში გვეუბნებინ „უნდა გავმიჯნოთ ნებაყოფლობითი და საბანკო პროდუქტზე მიბმული სადაზღვევო პროდუქტები. ნებაყოფლობითი დაზღვევის მიმართულებით მოთხოვნა გაცილებით მაღალია კომერციული ქონების დაზღვევაზე, აქ იგულისხმებიან იურიდიული პირები, რომელთაც სწორად აქვთ გააზრებული მათი ბიზნესის მფლობელობაში ან ფაქტიურ სარგებლობაში არსებული ქონების ზიანით მიყენებული რისკები და ამ კუთხით აქტიურად იყენებენ ქონების დაზღვევის პროდუქტს, ისევე როგორც მასზე მიბმულ სხვა დამატებით დაფარვებს, როგორიც არის მაგალთად - საწარმოო ხაზების, მანქანა-დანადგარების და ბიზნესის წყვეტის დაზღვევა.
ფიზიკური პირების შემთხვევაში ძირითადი პორტფელი იქმნება მათი თანაკვეთის შემთხვევაში ფინანსურ ორგანიზაციებთან, ბანკებთან, როდესაც ხდება იპოთეკური სესხით სარგებლობა. ბანკი რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, ითხოვს სესხის უზრუნველყოფაში არსებული ქონების სავალდებულო დაზღვევას.
,,თუმცა, აქვე აღვნიშნავთ, რომ სესხისგან დამოუკიდებლად, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, მაინც შეინიშნება მოთხოვნის ზრდა ნებაყოფლობით დაზღვევაზე ცალკეული პირების მხრიდან, მათ შორის როგორც საკუთრებაში, ისე ნაქირავები ბინების შემთხვევაში.“ ამბობს სულნხან სახამბერიძე და ეს ლოგიკურიც არის, რადგან უძრავი ქონების ფლობას არაერთი რისკი ახლავს თან, რომლებიც საკმაოდ სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
„გაუთვალისწინებელი ხარჯები არავისთვისაა სასიამოვნო, მით უფრო, რომ ეს ხარჯები შესაძლოა ჩვენი ყოველთვიური ბიუჯეტის ლიმიტს აჭარბებდეს. ამიტომ რაციონალური და გონიერი ადამიანებისთვის, რომლებიც ქონებას, ბინას, სახლს, კომერციულ ფართს ფლობენ, დაზღვევა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ერთი მხრივ, არ გიწევთ თანხის სესხება, მეზობელთან ურთიერთობის გარკვევა და ა.შ. ეს ის პროდუქტია, რომელიც ბინის ფლობას გახდის უფრო სასიამოვნოს. რადგან ვიცით, რომ რაც უფრო მეტია ქონება, მით მეტია საზრუნავი, სწორედ ამ საზრუნავს გაშორებთ ალდაგი ბინის დაზღვევით.“ აღნიშნავს ქეთევან მაღალაშვილი ჩვენთან საუბრისას.
ხართ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირი, უძრავი ქონების დაზღვევის ხელშეკრულების არჩევისას, ყურადღება უნდა მიაქციოთ რა არის დაზღვეული კონკრეტული სადაზღვეო პაკეტით – მხოლოდ ფართი თუ მასში არსებული ავეჯიც? თუკი კონტრაქტის გაფორმებისას ამ საკითხს არ მიაქცევთ ყურადღებას, მაშინ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ თქვენი სადაზღვევო პაკეტი მოიცავს მხოლოდ საცხოვრებელი ბინის ან საოფისე ფართის დაზღვევას და არ ითვალისწინებს მასში არსებულ სხვა ქონებას, მაგალითად, ავეჯს, და შესაბამისად ხანძრის დროს, სადაზღვევო არ ანაზღაურებს ამ დანაკარგს . აუცილებელია ყურადღება გაამახვილოთ ე.წ გამონაკლისებზე და სასურველია მათი ნუსხა, შეძლებისდაგვარად მცირე იყოს, ვინაიდან სწორედ ეს არის ხარისხიანი დაზღვევის ინდიკატორი. ასევე მნიშვნელოვანია ფრნაშიზის საკითხი, რაც გულისხმობს, რომ თქვენ უნდა დასვათ შეკითხვა, იმის თაობაზე თუ რამდენი იქნება თქვენი თანამონაწილეობა რისკში?
რა თქმა უნდა, უძრავი ქონების დაზღვევა მხოლოდ ამ საკითხებით არ შემოიფარგლება, სხვა მნიშვნელოვან თემებს მომდევნო სტატიებშიც შევეხებით, მანამდე კი, თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ დააზღვიოთ თუ არა თქვენი საკუთრება, გახსოვდეთ, რომ ოფისისა თუ სახლის დაზღვევა გონივრული გადაწყვეტილებაა, რომლითაც იცავთ თქვენს მთელ ქონებას და მშვიდად ხართ მოულოდნელი შემთხვევების დროს, რადგან იცით, რომ დაზღვევა აანაზღაურებს ზარალს.