იაპონია ინტერიერის დიზაინში

Property Georgia

სალომე ნოზაძე

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იაპონური კულტურ შეუცვლელი ან უფრო მოკრძალებულად, რომ ვთქვათ დიდი გავლენის მქონე არის თანამედროვე არქიტექტურაზე და ინტერიერის დიზაინზე. იაპონური ინტერიერის დიზაინის ძირითადი არსი ჰარმონიის, მინიმალიზმის და ბუნების ელემენტების სინთეზში გამოიხატება. მიუხედავად იმისა, რომ თავად იაპონური კულტურა ძალიან მრავალფეროვანია, ინტერიერის დიზაინისა და არქიტექტურის შემთხვევაში ძირითადი იდეა უბრალოება და სიმარტივეა.

Property Georgia

ინტერიერში სივრცით ტკბობის ესთეტიკა, ბალანსისადმი სწრაფვა და ტაოიზმის იდეები ბუნებრივი მასალის გამოყენებით გამოიხატება: ხე, ბამბუკი, აბრეშუმი, ქვა, ქაღალდი. შესაბამისად ინტერიერის დაპროექტებისას გამოყენებული ტონებიც ბუნებრივი მასალის ფერებში არის გადაწყვეტილი. ეს ფერებია: თეთრი, შავი და მათი სხვადასხვა ტონალობები, გარდა ამისა ყავისფერი და ნაცრისფერი. ამ სტილისთვის დამახასიათებელია ასევე მაქსიმალურად ბუნებრივი განათების გამოყენება. გამჭვირვალე, მსუბუქი ფარდები გამოიეყენება იმისათვის რომ განათებამ მარტივად შემოაღწიოს არსებულ სივრცეში. იაპონელი ოსტატები საუცხოო მოქნილობით ახერხებენ გარემოსა და ინტერიერის იდეალური ბალანსის მიღწევას.

Property Georgia

დეკორი იაპონური, მინიმალისტური და დახვეწილი დიზაინისთვის უცხოა. დეკორი შეიძლება იყოს ცოცხალი მცენარე. ეს ელემენტიც ბუნებასთან სიახლოვეს და სიმშვიდის ასოციაციას უნდა იწვევდეს.

გარდა ამისა, იაპონური ინტერიერის სტილი მულტიფუნქციურობით გამოირჩება. იაპონელები ძალიან კარგად ახერხებენ სივრცს გადანაწილებას მოძრავი კედლების, კარებებისა და შოჯის საშუალებით. შოჯი (shōji) ეს არის კარი, ფანჯარა ან ოთახის გამყოფი, რომელიც შედგება გამჭვირვალე ქაღალდისგან, რომელიც გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე. შესაბამისად შოჯი და დასაკეცი კედლები ძალიან პრაქტიკულია იმ თვალსაზრისით, რომ არა მარტო ადგილის დაზოგვის საშუალებას იძლევიან, არამედ ისინი ასევე ერთი მთლიანი სივრცის დანაწილებას შესაძლებელს ხდიან. შესაბამისად ოთახებისა და სივრცის ცვლა ძალიან მარტივად ხდება და ერთგვარი თავისუფლების შეგრძნებას ტოვებს.

Property Georgia

იაპონური სტილი მრავალი წელია აქტუალურად რჩება, ვინაიდან უკვე ბევრი საცხოვრებელი სივრცე მთლიანად მისი ტრადიციების შთაგონებით იქმნება. თავად იაპონიაში, ტრადიციები მუდამ პატივსაცემი და საყურადღებოა, თუმცა არც პროგრესი და სიახლე რჩება ყურადღების მიღმა. სწორედ ამიტომ, იაპონელი არქიტექტორები და ზოგადად იაპონური სტილი ყოველთვის ცდილობდააბალანსო და ერთმანეთთან ჰარმონიულ შესატყვისობაში მოიყვანოს ტრადიცია და თანამედროვეობა.

Property Georgia

Subscribe
Subscribe to Our Newsletter to get
important News, Amazing Offers & Inside Scoops: