თქვენი კომპანიის ახალი ოფისი ქალაქის ცენტრში | Property Georgia

თქვენი კომპანიის ახალი ოფისი ქალაქის ცენტრში

ა კლასის ბიზნეს ცენტრი King David მოიჯარეებს თანამედროვე ბიზნეს ინფრასტრუქტურას და სერვისებს სთავაზობს.  ბიზნეს ცენტრმა ოპერირება ზაფხულის ბოლოს დაიწყო. ამ დროისათვის კომპლექსში უკვე  ფუნქციონირებს სამი კომპანია, მათ შორის: PwC Georgia, Samsung Georgia და Colliers International Georgia. უახლოეს მომავალში მათ  რიცხვს კიდევ რამდენიმე საერთაშორისო კომპანია  შეემატება.

King David ბიზნეს ცენტრი  ჯამში  12, 000კვ.მ-ს მოიცავს. მოიჯარეებს საშუალება აქვთ შეარჩიონ საოფისე ფართები 100 კვ.მ-დან.  

19 სართულიან კომპლექსს გაჩნია საკუთარი მიწისქვეშა ავტოსადომი, 300 კვ.მ ლობი/რეცეფცია, 100 დელეგატზე გათვლილი საკონფერეციო დარბაზი, საქმიანი შეხვედრების ოთახები, საკუთარი კაფეტერია, ბარი ტერასაზე, 18 სასტუმროს ნომერი. ასევე მოგვიანებით  გაიხსნება სპა, ფიტნეს ცენტრი და საცურაო აუზი პანორამული ხედით.

ბიზნეს ცენტრის მოიჯარეები ისარგებლებენ ნესმიერი სახის საოფისე, საკურიერო, და ასევე საორგანიზაციო (ღონისძიების ორგანიზება, ქეითერინგი) მომსახურებით. დამქირავებლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ სპეციალური პირობებით სხვადასხვა სახის მომსახურებაზე, მათ შორის, კომპლექსში არსებულ სასტუმროში განთავსების შემთხვევაშიც.

King David ბიზნეს ცენტრს ექსკლუზიურ საბროკერო მომსახურებას კომპანია Colliers International Georgia უწევს. 

 

TV

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: