წარმატებული კომპანიის ისტორია ყოველთვის იწყება კრეატიული პიროვნებების გაბედული იდეებით. სწორედ ასე განვითარდა "ალიანს ჯგუფის" ისტორიაც.

2005 წელს, ჩამოყალიბდა შპს"ალიანს+", რომლის პირველივე პროექტი რევოლუციური გახლდათ იმდროინდელი საქართველოსათვის - ქ. ბათუმში დაიწყო პირველი თანამედროვე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. 2008 წელს, რებრენდინგის შედეგად, კომპანია ახალი სახელით "ორბი ჯგუფი" გააგრძელა მოღვაწეობა. ამავე პერიოდში წამოიწყო კიდევ ერთი წარმატებული პროექტი - "სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი", რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად იქცა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სწორედ ამ კონცეფციის წყალობით გახდა ბათუმი უძრავი ქონების ბაზარზე ინვესტიციებისათვის მიმზიდველ ქალაქად. 

ალიანს ჯგუფის დამფუძნებლებმა - ორბი ჯგუფთან და სხვა კომპანიებთან თანამშრომლობით - ააშენეს 20-ზე მეტი საცხოვრებელი კომპლექსი და აპარტოტელი, 5000-მდე ბინა და აპარტამენტი, 1 200 000 მეტი კვ.მ. სამშენებლო ფართი. ეს ჩამონათვალი ადასტურებს კომპანიის უზარმაზარ გამოცდილებას.

ჩვენი მიზანია შევქმნათ ექსკლუზიური, პრემიუმ კლასის, კომფორტული, კლიენტებისთვისა და ქვეყნისთვის ეკონომიურად მომგებიანი საცხოვრებელი კომპლექსები, რომელი დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, როგორც მშენებლობისა და გამოყენებული მასალების ხარისხით, ასევე კომპლექსებში განთავსებული მომსახურებითა და ინფრასტრუქტურით.

ჩვენი, ალიანს ჯგუფის მიერ აშენებული აპარტამენტები, კომფორტული პირობებ შექმნის გარდა, მეპატრონეებს საკუთარი ინვესტიციებიდან სარგებლი მიღების საშუალებასაც აძლევს.

ალიანს ჯგუფის მისია გახლავთ, ინოვაციური პროდუქტების შექმნა და უძრავი ქონების ბაზრის განვითარება, რაც, საერთო ჯამში, რეგიონის საინვესტიციო მიმზიდველობას მნიშვნელოვნად გაზრდის.