propertygeorgia.ge

„ანაგი დეველოპმენტი“ 30 წლიანი ისტორიის მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ახალი მიმართულებაა. კომპანიის მიზანია თქვას ახალი სიტყვა დეველოპმენტში პროექტების ხარისხით და გამორჩეული კონცეფციით, რაც გულისხმობს საკუთარ სარეკრაციო სივრცეს, ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას და უსაფრთხოების უმაღლესი სტადარტით აღჭურვილ საცხოვრებელ გარემოს.

Park Home „ანაგი დეველოპმენტის“ პირველი საცხოვრებელი კომპლექსია ყველაზე დიდი საკუთარი 8000 კვ.მ სარეკრეაციო სივრცით ვაკეში. დამატებით კომპლექსის წინ მოეწყობა 2 ჰექტარი ფართის პარკი, რომლის განაშენიანებაში „ანაგი დეველოპმენტიც“ მიიღებს მონაწილეობას. კომპლექსის ინფრასტრუქტურა მოიცავს შიდა ეზოს, გამწვანებულ ტერასებს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს, 25 მეტრიან აუზს, ფიტნეს დარბაზს, პარკინგს და ლობის კონსიერჟის მომსახურებით. პროექტის კონცეფცია ტრადიციული და თანამედროვე არქიტექტურის ნარევია, რომელიც ქალაქის ცენტრში მშვიდი და ამავდროულად აქტიური ცხოვრებისთვის ყველა პირობას ქმნის.

„ანაგი დეველოპმენტის“ მეორე პროექტი „ვილა ამბსადორი“ სასტუმრო კომპლექსი „ამბასადორი კაჭრეთის“ ტერიტორიაზე განთავსდება და სასტუმროს განუყოფელი ნაწილი იქნება. „ამბასადორი კაჭრეთი“ კახეთში, თბილისიდან 40 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოიცავს: გოლფის მოედნებს, შიდა და გარე აუზებს, სპა ცენტრს, ფიტნეს დარბაზს, რესტორანს, მარანს,საკონფერენეციო დარბაზებს, ტენისის კორტებს, სპორტულ მოედნებს, სასროლეთს, საჯინიბოს და საბავშვო მოედანს. „ამბასადორი კაჭრეთი“ ყველა მსურველს აძლევს შესაძლებლობას გახდეს საკუთარი ვილის მფლობელი, ისარგებლოს სასტუმროს ყველა უპირატესობით და სურვილის შემთხვევაში მიიღოს შემოსავალი გაქირავებიდან. „ვილა ამბასადორი“ მუკუზანის, რქაწითელის
და საფერავის უბნებისგან შედგება და 45 ექსკლუზიური დიზაინის ვილას
აერთიანებს.