მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, უკვე მრავალი წელია არსებობს პრაქტიკა, რომლის გათვალისწინებითაც, სამშენებლო ბიზნესში, დამკვეთსა და შემსრულებელს შორის სამშენებლო , საორგანიზაციო, ფინანსურ თუ ტექნიკურ მხარეებს შუალედური კომპანიები უწევენ ორგანიზებასა და მონიტორინგს, რაც დამკვეთს, ხარჯებისა და დროის მინიმალიზაციაში მნიშვნელოვნად ეხმარება. საქართველოში ეს პრაქტიკა 2009 წელს კომპანია „ სიემსიმ“ ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, წარმატებით დანერგა და  დროის ამ  მონაკვეთში   50-ზე მეტი მსხვილი პროექტი განახორციელა. კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტების სრული, ჯამური ღირებულება  728 მლნ. დოლარს შეადგენს და 676 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს.    დღეს, კომპანია უკვე  გამოცდილი, საიმედო პარტნიორია რეგიონალური  მშენებლობის  მართვისა  და კონსულტაციების საკითხებში.  კომპანიის მთავარი მაღალპროფესიონალური მახასიათებელია – ნებისმიერი სირთულისა და მასშტაბის პროექტის  დაგეგმილ  ვადასა  და დაგეგმილი ბიუჯეტით უმაღლესი ხარისხით შესრულება.