დრიმლენდ ოაზისი ჩაქვი

/ დეველოპერული

უნიკალური კურორტი მდებარეობს 100 000 მ2 ტერიტორიაზე, ეკოლოგიურად სუფთა სუბტროპიკულ ზონაში, შავი ზღვის სანაპიროზე,  ქალაქ ბათუმიდან მხოლოდ 9 კმ-ში.

კომპლექსი აერთიანებს Dreamland Oasis  სასტუმროს, კერძო აპარტამენტებს და საკუთარი ინფრასტრუქტურის 40-ზე მეტ ობიექტს.

აპარტამენტები

Dreamland Oasis გთავაზობთ  საკუთრებაში შეიძინოთ თანამედროვე ბინები, რომელიც სრულიად მზად არის საცხოვრებლად: სრული რემონტით, ავეჯით, ტექნიკით, ინტერიერის აქსესუარებით:

• სტუდიო 32.1-51.1 კვ.მ.

• 1 საძინებლიანი 50.3-139.3 კვ.მ.

• 2 საძინებლიანი 80.2-119.8 კვ.მ.

ყველაფერი ერთ სივრცეში

DREAMLAND OASIS არის მასშტაბებით პირველი ელიტური სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსი საქართველოში.

კომპლექსის ტერიტორიაზე შექმნილია საკუთარი ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ისიამოვნოთ დასვენებით კომპლექსიდან გაუსვლელად: საცურაო აუზები, აკვაპარკი, ბარები და რესტორნები, საბავშვო გასართობი მოედნები, ბულვარი, ბოულინგი, სათამაშო დარბაზი, 3D, 7D და 9D კინოთეატრები, კორტები, ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნები, კარაოკე და მრავალი სხვა.

იდეალური მდებარეობა

Dreamland Oasis-ში შესაძლებლობა გაქვთ დატკბეთ ბუნებით წლის ნებისმიერ დროს.

კომპლექსი მდებარეობს ბათუმის ბოტანიკური ბაღის მახლობლად, მტირალას ნაციონალური პარკის გვერდით.

ტერიტორიის 70% წარმოადგენს ხელით დარგულ დეკორატიულ მცენარეებს, ფიჭვს (მათ შორის იშვიათ სახეობებს, როგორიცაა ჰიმალაის კედარი), უნიკალური იაპონური საკურა და ნეკერჩხლის ხეები, ტროპიკული ყვავილები, ევკალიპტის ხეები.

საუკეთესო ადგილი ბავშვებისთვის

Dreamland Oasis საუკეთესო ადგილია ოჯახთან და ბავშვებთან ერთად დასასვენებლად: საბავშვო მოედნები, ახალი დიდი აკვაპარკი, საბავშვო პარკი ატრაქციონებით, სათამაშო კონსტრუქციებით, ანიმაციური ცენტრით, განმავითარებელი თამაშებით და მინი დისკოთი არცერთ პატარას გულგრილს არ დატოვებს. ზაფხულში ტერიტორიაზე ყოველთვის მუშაობენ პროფესიონალი ანიმატორები.

უსაფრთხოება

თქვენი უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია! სწორედ ამიტომ, Dreamland Oasis-მა შეიმუშავა სპეციალური ზომები კომპლექსის ტერიტორიაზე დღე-ღამის განმავლობაში:  უსაფრთხოების დაცვის პროფესიონალი მუშაკები, 24-საათიანი ვიდეოთვალის კონტროლი,  კომპლექსის ტერიტორიაზე შესვლის კონტროლი.

პლაჟი

Dreamland Oasis უზრუნველყოფს დასასვენებლად სუფთა და კომფორტულ, აღჭურვილ სანაპირო ზოლს სიგრძით 500 მეტრი და გამწვანებულ ბულვარს მთელი კომპლექსის ტერიტორიაზე.

კვების ობიექტების და კაფე-ბარების განვითარებული ინფრასტრუქტურა

ტერიტორიაზე ფუნქციონირებს, სხვადასხვა ფორმატის 8 ბარი და სხვადასხვა ტიპის რესპორნები: ქართული, ევროპული, იტალიური...

პროექტები

მრავალფუნქიური

დრიმლენდ ოაზისი ჩაქვი

ბათუმი | დრიმლენდ ოაზისი ჩაქვი
Efficiency:
Maintenance:
სტატუსი: დასრულებული
Delivery: დასრულებული