"დუქს დეველოპმენტი" არის აზერბაიჯანული საინვესტიციო ჯგუფ - ORI Group-ის შვილობილი კომპანია. კომპანია დაფუძნებულია პარტნიორების გამოცდილებაზე, რომლებიც 2007 წლიდან წარმატებით ახორციელებენ დეველოპმენტის მიმართულებით სხვადსხვა პროექტებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. დუქს დეველოპმენტი საქართველოში სულ რაღაც მე-5-ე წელია ოპერირებს. კომპანიას აქვს 2 დასრულებული და 3 მიმდიანრე მშენებლობა.

"დუქს დეველოპმენტის" მისიაა, განახორციელოს დეველოპერული პროექტები ქვეყნის მასშტაბით და დაამკვიდროს ინვესტორისა და კლიენტის კმაყოფილებაზე გათვლილი სტანდარტები მშენებლობის სფეროში.წლების განმავლობაში "დუქს დეველოპმენტმა"  შეიძინა საიმედო პარტნიორები, რომლებიც წარმოადგენენ წამყვან ევროპულ ბრენდებს სამშენებლო მასალების ინდუსტრიაში. თანამშრომლები სისტემატიუარდ გადიან სწავლებებს და ეცნობიან არსებულ სიახლეებს, სწორი სტანდარტების და მაღალი ხარისხის მიღწევის მიზნით.

21-ე საუკუნეში, როდესაც კონსტრუქციული მიღწევები გაოცებას აღარ იწვევს, დიზაინი გახდა მთავარი პრიორიტეტი მსოფლიო სამშენებლო ინდუსტრიაში. ჩვენი კომპანია იზიარებს თანამედროვე არქიტექტურულ ხედვებს და წარმოდგენებს დიზაინის შესახებ, რის გამოც თანამშრომლობს ქვეყნის საუკეთესო არქიტექტურულ სტუდიოებთან. უკანასკნელ წლებში საქართველოში სამშენებლო ბიზნესის განვითარებამ და კონკურენციამ, ბინის შეძენის მსურველებში ახალი ტიპის მოთხოვნები და პრიორიტეტები ჩამოაყალიბა. "დუქს დეველოპმენტი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო სამშენებლო პროექტებს, არქიტექტურული, კონსტრუქციული და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, შესრულებული უახლესი ტექნოლოგიებით და უმაღლესი ხარისხსის მასალებით.