კომპანია ფლიქს ჯგუფი არის სასტუმროს მართვის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2018 წლიდან. სერვისი, რომელსაც სთავაზობს ფლიქს ჯგუფი”,  მოიცავს სასტუმროს მართვის ყველა ასპექტს:

გაყიდვები და მარკეტინგული სტრატეგია, პერსონალის შერჩევა, შემოსავლების შეფასება და ანალიზი, სასტუმროს თითოეული დეპარტამენტის კონტროლი.

კომპანიის მიზანია  პროფესიონალური რჩევა მისცეს და შესთავაზოს სწორი სტრატეგია ბაზარზე არსებულ სასტუმროებს და ასევე მათ, ვინც დაინტერესებულია ჩაერთოს სასტუმროს ინდუსტრიაში.

ფლიქს ჯგუფი მართავს სამ სასტუმროს თბილისის ცენტრალურ ნაწილში:

  • სასტუმრო „ზეგ“
  • სასტუმრო „ლმ ქლაბი“
  • სასტუმრო „ველვეტი“

სასტუმრო „ზეგ

სასტუმრო ზეგ მდებარეობს ქალაქის ისტორიულ ნაწილში, ის აერთიანებს კულტურულ–ისტორიულ ფასეულობებს. სასტუმრო ზეგ პოზიციონირებს, როგორც თანამედროვე ბრენდი, რომელიც ამაყია ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობით.

4 ვარსკვლავიანი სასტუმრო „ზეგ“ აერთიანებს ძველი ქალაქის მომხიბვლელობას და თანამედროვე დიზაინს.

ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილები, როგორიცაა საქართველოს ნაციონალური მუზეუმი, თავისუფლების მოედანი, ოპერისა და ბალეტის თეატრი, მდებარეობს 10 წუთის სავალზე სასტუმროდან.

https://www.facebook.com/zeghotel/

სასტუმრო „ლმ ქლაბი“

სასტუმრო „ლმ ქლაბი“ არის ერთადერთი სასტუმრო 8 საჩოგბურთო კორტით საქართველოში. 4 ვარსკვლავიან სასტუმროს აქვს საცურაო აუზი, საუნა, სპორტული დარბაზი, სპორტული მაღაზია და კაფე.

სასტუმრო განკუთვნილია მათთვის ვინც ეძებს ცენტრალურ მდებარეობას და მშვიდ ატმოსფეროს. სპორტისა და აქტიური დასვენების მოყვარულებს ეძლევათ საშუალება ისარგებლონ სხვადასხვა სერვისებით და გაატარონ დაუვიწყარი  დრო სასტუმრო „ლმ ქლაბში“.

https://www.facebook.com/LMCLUBHOTEL/

სასტუმრო „ველვეტი“

4 ვარსკვლავიანი სასტუმრო ველვეტი მდებარეობს ქალაქის ისტორიულ ცენტრში. სასტუმროს ინტერიერი არის თანამედროვე სტილის, კლასიკური ელემენტებით. სასტუმროს აქვს ბარ-რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი და ღია ტერასა.

ქალაქ თბილისის ძველი ქუჩები, არაჩვეულებრივი ხედები, უმაღლესი სერვისი და კომფორტი, ეს არის რასაც დამსვენებელს სთავაზობს სასტუმრო „ველვეტი“.

https://www.facebook.com/Velvet-hotel-2379320115421785/?epa=SEARCH_BOX