თანამედროვე დიზაინი, ფასადზე ბუნებრივად არეკლილი ქალაქის ხედი, თბილისის ძველ და ახალ ნაწილთან ჰარმონიული შერწყმა, ორ კოშკს დედაქალაქის ერთ-ერთ უმშვენიერეს ღირშესანიშნაობად აქცევს.
რთულია არ შეიმჩნიო გამორჩეული და თვალშისაცემი არქიტექტურის მქონე ორი კოშკი რომელიც თბილისის ცენტრში, კლდეზეა აღმართული. King David რომელსაც თბილისის ცათამბჯენების ორიენტირს ეძახიან, ავსტრიული ჰოლდინგის Rezid Holding GmBH-ის 70 მლნ დოლარიანი ინვესტიციაა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს საცხოვრებელ რეზიდენციებს, А კლასის ბიზნეს ცენტრს, სასტუმროს, 5 ვარსკვლავიან რესტორანს და სარეკრეაციო-გასართობ ზონას. 32 სართულიან კომპლექსში განთავსებულია სპა, ფიტნეს ცენტრი, აუზი, ღია ტერასა, ივენთ ჰოლი, ყველაფერი რაც 5 ვარსკვლავიან ცხოვრების წესს და სტანდარტებს პასუხობს.

პროექტის კონცეფცია, რომელზეც ქართველმა და გერმანელმა არქიტექტორებმა ერთობლივად იმუშავეს, ემსახურება თბილისში ცხოვრების მსოფლიო დონის მრავალფუნქციური საცხოვრებელი და ბიზნეს ტიპის კომპლექსის მშენებლობას. უნიკალური ხედი, სრული კომფორტი, სასტუმროს სერვისები და ხარისხი აყალიბებს ყველა იმ ემოციურ და რაციონალურ ფაქტორს, რამაც საბოლოოდ King David-ს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. მსოფლიოს პრესტიჟული დაჯილდოვების European Property Award-ის ნომინაციაც ადასტურებს, რომელშიც King David-მა საქართველოში საუკეთესო მრავალფუნქციური კომპლექსის სტატუსი მოიპოვა.

King David დაზღვეულია უნისონის სადაზღვევო ჯგუფის მიერ. მრავალფუნქციური კომპლექსის ქონება და პასუხისმგებლობა 100%-ით გადაზღვეულია საერთაშორისო მაღალ რეიტინგულ კომპანიებში: CHUBB European Group Plc, VIG Re (Vienna Insurance Group), Hannover Re. შენობა დაზღვეულია ხანძრის, მეხის დაცემის, აფეთქების, გრიგალის, ქარიშხალის, წყალდიდობის, სეტყვის, მიწისძვრის, მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედების, შეჯახების, ფიქსირებული მინის დაზიანებისა და წყალგაყვანილობის სისტემიდან გამონადენი წყლის დაზიანებით გამოწვეული რისკებისკებიგან. სადაზღვევო თანხა ჯამში $51,419,270-ს შეადგენს.