საქართველოს ბანკი ემსახურება 2.3  მილიონ მომხმარებელს, აქვს საქართველოში სერვისცენტრების ერთ–ერთი ყველაზე ფართო ქსელი (281 სერვისცენტრი), საქართველოში ბანკომატების ყველაზე ფართო ქსელი (850 ბანკომატი), 2,842 თვითმომსახურების ტერმინალი, დისტანციური საბანკო მომსახურების სრული პაკეტი და 24 საათიანი თანამედროვე სატელეფონო ცენტრი.

საქართველოს ბანკის აქციები განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში და ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟის ძირითად ბაზარზე.