საქართველოს თანაინვესტირების ფონდი (GCF) არის კერძო პირდაპირი ინვესტიციების ფონდი, რომლის მთავარი მიზანია, საქართველოში არსებულ მზარდ ინდუსტრიებში საინვესტიციო პროექტების განხორციელება.
 
ფონდი, რომელიც 2013 წლის 30 სექტემბრიდან ამოქმედდა, მიზნად ისახავს მომდევნო 7 წლის განმავლობში დააბანდოს არსებული კაპიტალი და მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელოს, როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად.
 
საქართველოს თანაინვესტირების ფონდი განიხილავს ისეთ საინვესტიციო მიმართულებებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ეკონომიკის ზრდასა და განვითარებას. კერძოდ, კი ფონდის სტრატეგიული მიმართულებებია: სოფლის მეურნეობისა და ლოჯისტიკის, ტურიზმისა და უძრავი ქონების, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და მრეწველობის სექტორები.