დეველოპერული კომპანია „სიმეტრია“ საინვესტიციო კომპანია „კაპიტოლ ჰოლდინგის“ ჯგუფის წევრია. ჰოლდინგმა ყაზახური კერძო ინვესტიციების მოზიდვის შედეგად 2006-2013 წლებში დაფუძნებული რამდენიმე კომპანია გააერთიანა და ამჟამად ახორციელებს პროექტებს დეველოპერულ, სამშენებლო, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და წარმოების სფეროში.

დეველოპერული კომპანია „სიმეტრიის“ მიზანია საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე მოწინავე პოზიციის დაკავება.

მიზნის მისაღწევას კომპანია უზრუნველყოფს მიმდინარე პროექტების შეუფერხებელ განხორციელებას და დროულად დასრულებას. „სიმეტრიის“ სანდო და საიმედო რეპუტაცია სტაბილურ წინსვლას, მუდმივ განვითარებასა და გარანტირებულ შედეგს ეფუძნება.

კომპანიის სტრატეგიული მიმართულებაა პროექტების სწორი ადგილმდებარეობის განსაზღვრა, შერჩეული ტერიტორიის შესაბამისი კონცეფციის მომზადება და სათანადო  ინფრასტრუქტურის მოწყობა. „სიმეტრია“ ზუსტად ითვალისწინებს მომხმარებლის სეგმენტს და ქმნის მისი ცხოვრების სტილის შესაბამის საცხოვრებელ სივრცეს.

კომპანიის ამოცანა მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უძრავი ქონების შეთავაზება, მობინადრეებისთვის სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნა და მაქსიმალურად კომფორტული პირობების უზრუნველყოფაა.