ტერასა ჯგუფი ბაზარზე შემოვიდა სრულიად ინოვატორული ხედვით, რაც მოიცავს არა მხოლოდ ხარისხიან მშენებლობასა და პროექტირებას, არამედ მის აქტიურ ჩართულობას ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნებასა და განვითარებაში. ჩვენი მიზანია ხელმისაწვდომი გავხადოთ ხარისხისა  და კომფორტის ერთობლიობა სადაც, ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა იცხოვროს ჯანსაღ გარემოში.

კომპანიამ შეიმუშავა კონცეფცია, რომლითაც ყველა მის არსებულ და დაგეგმილ მშენებლობაზე, ზედა სართულის სრული სივრცე დაეთმობა დამატებით გამწვანების ზონას. ეს არის ევროპაში უკვე კარგად აპრობირებული და დანერგილი მწვანე არქიტექტურის ტენდენცია, რომელიც იძლევა საშუალებას შევქმნათ დამატებითი ინფრასტრუქტურა. მწვანე სახურავი, მრავალფეროვანი მცენარეებით და გამწვანების შერწყმა არქიტექტურაში მობინადრეებისთვის მრავალ ბენეფიტთან არის დაკავშირებული.

კომპანიის მიზანი:

ჩვენი მიზანია, ხელმისაწვდომი გავხადოთ ხარისხისა და კომფორტის ერთობლიობა, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა იცხოვროს ჯანსაღ გარემოში

კომპანიის ხედვა:

შევიტანოთ ჩვენი წვლილი გარემოს განვითარებაში, რაც ყველა ჩვენგანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე აისახება

კომპანიის ფასეულობები:

მომხმარებლების ინტერესების დაცვა და მათთვის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება არის ჩვენი კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა - ჩვენთვის ფასეულია ის რაც ფასეულია ჩვენი მომხმარებლისთვის.