სიახლე უძრავი ქონების საერთაშორისო აკადემიისგან!
დარეგისტრირდი სატრენინგო კურსზე ,,ციფრული მარკეტინგი უძრავ ქონებაში” , რომელიც ალტე უნივერსიტეტის მხარდაჭერით ტარდება.
კურსის მიზანია, გაიღრმაო ცოდნა და აღმოაჩინო ის მიგნებები, რაც ციფრული მარკეტინგის მეშვეობით ბრენდის შენებასა და გაყიდვების ზრდაში დაგეხმარება.
- თუ ხარ დაინტერესებული უძრავი ქონების ციფრული მარკეტინგის მიმართულებით;
- თუ უკვე დასაქმებული ხარ უძრავი ქონების სფეროში და გსურს ცოდნის გაღრმავება;
- თუ სამომავლოდ გეგმავ შენი კარიერა დაუკავშირო უძრავ ქონებას!
აღნიშნული ტრენინგი შედგება 6 სესიისგან.
ტრენინგის დაწყების თარიღი 24 ივნისი.
სპიკერი - "კრაკენის" ციფრული მიმართულების ხელმძღვანელი უძრავი ქონების მიმართულებით - ნიკა მკერვალიშვილი.
7 წლიანი გამოცდილება ციფრულ მარკეტინგში, ამ დროის განმავლობაში 100 -ზე მეტ ბრენდთან შეხება, უშუალოდ უძრავი ქონების ინდუსტრიაში 25-ზე მეტ ქართული ბრენდის ციფრულ კომუნიკაციაზე უმუშავია.
კურსი ჩატარდება"ალტე უნივერსიტეტი"-ს კამპუსში, უნივერსიტეტის ქ. #2.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 ივნისი
ადგილები შეზღუდულია. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
სილაბუსი:
- როგორ შენდება ბრენდი უძრავ ქონებაში ციფრული მარკეტინგული სტრატეგია სწორად vs ხშირად იმუშავებს კამპანია "დიჯითალში?” (ეგზისტენციალური კითხვა, ირაციონალური შიშებით) ციფრული პლატფორმების თავისებურებები, ქართულ რეალობაში მომხმარებლის გზა, დაინტერესებიდან - პროდუქტის მოხმარებამდე;
- ლიდების გენერაცია და ანალიზი;
- რა ყიდის ყველაზე მეტად;
- მომხმარებელი, როგორც Brand lover vs hater სააგენტოებთან მუშაობის თავისებურებები.
მონაწილეობის საფასური: 950 ლარი,
FIABCI-Georgia-ს წევრებისთვის - 800 ლარი.
სტუდენტებისთვის მოქმედებს 50% ფასდაკლება.