2017 წელს თბილისში რეკორდული მოცულობის საცხოვრებელი ფართი აშენდა | Property Georgia

2017 წელს თბილისში რეკორდული მოცულობის საცხოვრებელი ფართი აშენდა

Property Georgia

თბილისში, სადაც საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი აქტივობაა საცხოვრებელი ბაზრის კუთხით, 2017 წელს დაახლოებით 200 დეველოპერული პროექტი დასრულდა, რაც 11, 160 ბინას ნიშნავს ჯამში. ბაზრის კვლევაში, რომელიც უძრავი ქონების სერვისების გლობალური კომპანიის Colliers International Georgia-ს ადგილობრივმა წარმომადგენლობამ „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით მოამზადა, აღნიშნულია, რომ დასრულებული უძრავი ქონების კუთხით, ეს მაჩვენებელი რეკორდულია.

2017 წელს რეკორდულად - 28, 000 ერთეულამდე გაიზარდა საცხოვრებელი ფართების ტრანზაქციები, რაც 2016 წელთან შედარებით 21%-იანი ზრდაა.

ახალაშენებული ბინების გასაყიდი ფასი თბილისში $400-დან $3000-მდე მერყეობს. 2016 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 2017-ში პრემიუმ სეგმენტზე ახალი ბინების ფასი 12%-ით, $1621-მდე გაიზარდა 1კვ.მ-ზე, საშუალო და დაბალ სეგმენტზე კი 4%-იანი და 3%-იანი კლება დაფიქსირდა, ფასი, შესაბამისად, $947-ით და $549-ით განისაზღვრა კვ.მ-ზე. უმნიშვნელოდ შეიცვალა ფასები მეორად ბინებზე, ამ შემთხვევაში ფასი 1 კვ.მ-ზე 1%-ით გაიზარდა საშუალო სეგმენტზე და შეადგინა $934  და ასევე 1%-ით დავარდა დაბალ სეგმენტზე და შეადგინა $ 541. პრემიუმ სეგმენტზე ფასი უცვლელად $1,324-ზე შენარჩუნდა 1 კვ.მ-ზე.

ამჟამად, თბილისში 525 მიმდინარე  საცხოვრებელი პროექტია. ეს პროექტები თბილისის საცხოვრებელი ფართების ბაზრის მიწოდებას ჯამში 33,385 ბინით და 3.2 მილიონი კვ.მ-ით გაზრდიან.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: