2020 წელი m2-სთვის განვითარების ახალი ეტაპია | Property Georgia

2020 წელი m2-სთვის განვითარების ახალი ეტაპია

ქალაქში ცხოვრების ახალი სტანდარტი, სტილი და კომფორტი სწორედ, ის კომპონენტებია, რომლებიც წლებია, „m2 დეველოპმენტთან“ ასოცირდება. თუმცა სამშენებლო ბაზრის ლიდერი კომპანიისთვის მიღწეული არასდროს გამხდარა მიზნის დასასრული, თვითგანვითარების მუდმივ პროცესს კი ყოველთვის ახლავს ახალი იდეები. 2020 წელი m2-სთვის მორიგი ეტაპის დასაწყისია, კომპანიამ მასშტაბური, ამბიციური ახალი პროექტი დაიწყო, რომელმაც „m2 დეველოპმენტს“ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაადგმევინა.

„ახლის ძიება, ინოვაციური მიდგომები და თამამი გადაწყვეტები ჩვენი ყოველდღიურობაა, რაც მეტი განვითარებისა და მობინადრეებისთვის ცხოვრების განსაკუთრებული სტილის შეთავაზების საშუალებას გვაძლევს. სწორედ ამ პროცესში გაჩნდა m2-ს ახალი პროექტის იდეაც, რომლის განხორციელებაც ცოტა ხნის წინ დავიწყეთ. თანამედროვე დეველოპმენტში მთავარი საზრუნავი და ყურადღების ობიექტი ადამიანია, ამრიგად, წლების განმავლობაში, იდეალური კომფორტის ძიებამ ინდივიდუალური კომფორტის აუცილებლობამდე მიგვიყვანა, რაც ჩვენს ახალ გამოწვევადაც იქცა. ახალ პროექტზე მუშაობის დაწყებისას, დავიწყეთ ფიქრი ადამიანზე, მის საჭიროებებსა და სურვილებზე - რაც ყველა ჩვენგანს სჭირდება. ყოველთვის გვინდოდა, ისეთი უბანი შეგვექმნა, სადაც ადამიანები ბინებში არ გამოიკეტებოდნენ, თავს უცხოდ არ იგრძნობდნენ, ექნებოდათ ერთმანეთთან შეხვედრისა და კომუნიკაციის საშუალება და, რაც მთავარია, მომავალ თაობას ჯანსაღ გარემოში გაზრდიდნენ“, - ამბობს „m2 დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ მეძმარიაშვილი.

მოსალოდნელი სიახლეებისა და მიმდინარე მასშტაბური პროექტის შესახებ სწორედ მასთან გადავწყვიტეთ გასაუბრება.

- სამშენებლო ბაზარზე საუბრისას, პირველი, რაც გვახსენდება, m2 ია, მოგიყევით რა განაპირობებს მის წარმატებას და რა დგას ამ წარმატების უკან.

- პირველ რიგში, ეს პროფესიონალთა გუნდის დამსახურებაა, რომელმაც ქვეყანაში უძრავი ქონების წარმატების ისტორია შექმნა. m2 ბაზარზე უკვე წლებია ოპერირებს და, ამ პერიოდში, საცხოვრებელი უძრავი ქონების დეველოპმენტში არაერთი სიახლე დანერგა. თუ ადრე ბინები ბარდებოდა შავი ან თეთრი კარკასის სახით, ჩვენ მომხმარებლებს ბინები დასრულებული  რემონტითა და სამზარეულოს ჩაშენებული ტექნიკით შევთავაზეთ მოწესრიგებული ეზოებითა და საერთო მოხმარების სივრცეებით. ასე დავიწყეთ მობინადრეთათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის იდეის განხორციელება, რაც მათ საგრძნობლად აზოგვინებს დროს, ენერგიასა და ფინანსებს.

ამ პრინციპს ეყრდნობა ჩვენი ახალი უბნის m3 საბურთალოს იდეაც. 21-ე საუკუნის ახალმა გამოწვევებმა, თანამედროვე ცხოვრების რიტმმა და ქალაქში არსებულმა მდგომარეობამ, ახალი რეალობა და მოთხოვნები წარმოშვა. თანამედროვე ადამიანს აღარ აკმაყოფილებს მხოლოდ ბინა, ის მეტს ითხოვს: პირადი კომუნიკაციის საშუალებებს, ფართო ტროტუარებს, მოწესრიგებულ და ადაპტირებულ ეზოებს, მეტ გამწვანებასა და კომფორტის ელემენტებს ოჯახის ყველა წევრისთვის (პარკი, სკოლა, საბავშვო ბაღი, სპორტული მოედნები, გასართობი და სავაჭრო ცენტრები, ოფისები და სხვა). ასევე სურს, თავი დაცულად იგრძნოს, ჰქონდეს განცდა, რომ მისი ოჯახის წევრებისა და ქონების უსაფრთხოება საიმედო ხელშია, თანაც, ეს  ყველაფერი, ხელმისაწვდომ ფასში, რისთვისაც საკმაოდ მოქნილი შეთავაზების სიტემა გვაქვს. სწორედ ამ იდეას ემსახურება ახალი პროექტის ინოვაციური კონცეფცია და ამას გულისხმობს ცხოვრების თანამედროვე კულტურა, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ.

- m2-ს მომავალი მობინადრეები დამატებით კომფორტს იღებენ - მათ არ უწევთ ბინის მშენებლობისა და რემონტის პროცესში ზედმეტად ჩართვა.

- დიახ, ეს პროცესი ჩვენი მხრიდან სრულადაა უზრუნველყოფილი. თითოეულ მომავალ მობინადრესთან აქტიურად ვმუშაობთ, რათა არა მხოლოდ ცხოვრების, არამედ მშენებლობის დროსაც მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. თქვენ მხოლოდ ბინის მოცულობას ირჩევთ, დანარჩენი არჩევანის გაკეთებაში კი მაქსიმალურად გეხმარებით: გთავაზობთ უკვე არსებული რემონტების ტიპებს ან გაძლევთ ინდივიდუალური დიზაინის შექმნის საშუალებას; ასევე, გვაქვს მასალის ვრცელი პალიტრა, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხოა. შესახლების შემდეგ, მობინადრე იღებს არა მხოლოდ კეთილმოწყობილ ბინასა და საერთო მოხმარების სივრცეებს, არამედ კომპლექსის დაცვისა და მოვლა-პატრონობის სრულ მომსახურებას. ეს ჩვენი სერვისის უძლიერესი მხარეა, რაც ჩვენი გუნდის დამსახურებაა. მიხარია, რომ დღეს მეც ამ გუნდის წევრი ვარ, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ჩვენთვის დაუძლეველი ჩანაფიქრი არ არსებობს.

- ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ m2 აქამდე არსებული დეველოპერულ ტრადიციების დანგრევასა და ახლის შექმნას ცდილობს.

- სწორედ ეს არის ჩვენი ამჟამინდელი მიზანი და განვითარების სტრატეგია. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი საზოგადოებისთვის თანამედროვე ცხოვრების სტილისა და, ამ მიმართულებით, ახალი შესაძლებლობების შეთავაზებაა. გვინდა, წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება პრაქტიკაში მაქსიმალურად განვახორციელოთ და ჩვენს მობინადრეებს სრული სერვისის სახით წარვუდგინოთ. ქალაქი თავისი არსით ცოცხალი ორგანიზმია და ყოველთვის არსებულ რეალობას ერგება. 21-ე საუკუნის ქალაქი ვერ იქნება მხოლოდ ოთხი კედელი, მას აუცილებლად სჭირდება ფუნქციურად დატვირთული, პრაქტიკულად მოსახერხებელი და დროის დამზოგავი ფაქტორები, რაც ჩვენს დასრულებულ კომპლექსებს უკვე აქვთ, m3 საბურთალოს შემთხვევაში მაქსიმალურად იქნება კონცენტრირებული. m2 გთავაზობთ სახლს, რომელიც ბინაზე მეტია და საცხოვრებელ გარემოს, სადაც ოჯახის ყოველი წევრი თავს კომფორტულად, დაცულად, რეალიზებულად და ლაღად იგრძნობს.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: