2028 წლამდე საქართველოში ახალი მშენებლობები ნულოვანი ენერგომოხმარების გახდება | Property Georgia

2028 წლამდე საქართველოში ახალი მშენებლობები ნულოვანი ენერგომოხმარების გახდება

 

www.propertygeorgia.ge

 

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველომ ვალდებულება აიღო ევროპის ენერგოგაერთიანებაში გაერთიანების,რაც ქართულ კანონმდებლობაში ევროდირექტივების განხორციელებას ითვალისწინებს. “შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ” დირექტივის მიზანია შენობების ენერგოეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობა, რასაც, სათბური გაზების ემისიის შემცირებასთან ერთად, აქვს ბევრი სხვა დადებითი შედეგიც, მათ შორის: დასაქმების გაზრდა სამშენებლო სექტორში, ტექნოლოგიების განვითარება და ინოვაცია, ჰაერის, წყლის, მიწის დაბინძურების შემცირება, ადამიანის ჯანმრთელობისა და კომფორტის დონის გაზრდა, ენერგიის მოხმარებაზე გადასახადების შემცირება.

 

“ამ ეტაპისთვის, ჩვენ გვაქვს შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა რეგულაციები. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია 2028 წლისთვის მივიღოთ თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შეონობები. ამ შემთხვევაში საუბარია ახალ შენობებზე, რომლებიც მომავალში აშენდება,” განაცხადა დავით გიგინეიშვილმა, ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლომ პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა.

 

აღნიშნული რეგულაციების მიხედვით, კონკრეტული ვადის განსაზღვრის შემდეგ, ყველა ახალი შენობა უნდა იყოს თითქმის ნულოვანი ენერგიის შენობა, ეს მოთხოვნა პირველ რიგში უნდა დააკმაყოფილონ საჯარო შენობებმა. თითქმის ნულოვანი ენერგიის მქონეა შენობა, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი. თითქმის ნულოვანი ან ძალიან დაბალი რაოდენობის მოთხოვნილი ენერგია კი მიიღება ადგილზე ან მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული განახლებადი ენერგიის წყაროებიდან.

 

 

შემდეგი 10 წლის სამუშაო, რაც ჩვენს ქვეყანას წინ აქვს ენერგოეფექტური მშენებლობის მისაღწევად, უკვე წარმატებით ხორციელდება ესტონეთში. ტალინის გამოცდილებაზე 28 მარტს Property Georgia-ს მიერ ორგანიზებულ პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე “ენერგოეფექტური მშენებლობა” ისაუბრა კონსტანტინ გრუბერმა, ესტონური კომპანიის ProAdvice-ის წარმომადგენელმა. მისი თქმით, ათ წელიწადზე ნაკლებ დროში სახელწიფოს მხარდაჭერით ქვეყანაში 1000 შენობის განახლება მოხდა. Façade makeover-ის პროგრამის ფარგლებში მოხდა მაქსიმალური ჩასატარებელი სამუშაოების 10-ით დაფინანსება მაქსიმალური თანხით არაუმეტეს 20000 ევროსი თითო შენობაზე.

 

კონფერენციის მიმდინარეობისას განხილილ იქნა ენერგოეფქტურობის ყველა მიმართულება. თავის გამოსვლაში, მატიას ჰიცელმა, გერმანული კომპანიიდან MACS Energy and Water აღნიშნა, რომ საქართველოში მოხმარებული ენერგიის 30% შენობებზე მოდის, ძირითადად კი-გათბობა გაგრილებაზე. ორივე შემთხვევაში ძირითადად შენობებში გამოიყენება დაბალფასიანი, დაბალხარისხიანი პროდუქცია. ჰიცელის განცხადებით, ენერგოეფექტურობაზე კანონის არ არსებობა პრობლემებს უქმნის ქვეყანაში ამ მიმართულების სწორ განვითარებას. მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით ენერგოეფექტურობის კუთხით სწორი კამპანიაა ჩასატარებელი ცნობადობის ასამაღლებლად.

 

ენერგოეფექტურობის ცნობადობის გაზრდაზე განაცხადა ლოიდ სტივენსმაც, “ფონდი მწვანე ზრდისთვის” (GGF)-ის მრჩეველი კომპანიის Finance In Motion-ის დირექტორმა: “მშენებლობაში ენერგოეგექტური ღონისძიებების პრომოუშენი ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, რითაც “ფონდი მწვანე ზრდისთვის” რეგიონში სამშენებლო სექტორის მდგრადი განვითარების მხარდაჭერას ახორციელებს. მოხარული ვართ, რომ გავხდით ამ კონფერენციის პარტნიორები, რომელიც აღნიშნული ღონისძიებების მნიშვნელობას უსვამს ხაზს და სექტორში ენერგოეფექტურობის  განვითარებისთვის შესაბამის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოთამაშეებს აერთიანებს.  ეს სწორედ ის ინიციატივაა, რაც საქართველოს უძრავი ქონების სექტორს ესაჭიროება,” აღნიშნა სტივენსმა.

 

მხოლოდ 2018 წელს GGF-ის პორტფელმა 77 მილიონი ევრო შეადგინა. აღნიშნული დაფინანსების განხორციელების შედეგად 227 ათასი კილოვატი ენერგია იზოგება, ასევე 48 ათასი ტონით მცირდება CO2-ის ემისია.

 

აღსანიშნავია “ევეროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” (EBRD) წვლილი საქართველოში “მწვანე” მიმართულების დაფინანსებაში. 2006-დან 2018 წლამდე, EBRD-იმ ქვეყანაში ჯამში განხორციელებული 778 მილიონი ევროს დაფინანსებით, წლიურად 156 ათასი კილოვატი ელექტროენერგია იზოგება და 186 ათასი ტონით შემცირდა CO2-ის გამოყოფა. 

ენერგოეფექტურობაზე მნიშვნელობაზე გარემოს გაუმჯობესების კუთხით გააკეთა აქცენტი  უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო პრეზიდენტმაც. ასენ მაკედონოვის თქმით, შენობების და მშენებლობის გლობალური ასოციაციის კვლევის მიხედვით, მსოფლიოში CO2-ის ემისიის 20% სამშენებლო სექტორზე მოდის, რომლის 60%-იც ელექტრო და გამათბობებლი სისტემების ხარჯზეა: “მშენებლობა ყველა სხვა სექტორზე მეტ ენერგიას მოიიხმარს. ეს განსაკუთრებით ცხადი ხდება პოპულაციის და შესაბამისად ურბანიზაციის ზრდასთან ერთად, რაც საბოლოო ჯამში ენერგიის მოხმარების ზრდაში აისახება. შესაბამიად, ამ კონფერენციის მიზანი მაღალი ინტერესის საგანია, რადგან ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება ბენეფიტებს იძლევა რამდენიმე მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკური, სოციალური თუ გარემოს დაცვის კუთხით მიღებული სარგებელი," განაცხადა მაკედონოვმა.

 

კონფერენციაზე საინტერესო პრეზენტაციის წარდგა  არსენ კარაპეტიანი, გაეროს განვითარების პროგრამის (სომხეთის ოფისი) ეროვნული ექსპერტი საცხოვრებელი პოლიტიკის და მრავალბინიანი აპარტამენტტების მშნებლობის მართვის საკითხებში: “ “ბოლო წლების განმავლობაში ენერგოეფექტურობა მშენებლობაში სარგებლის მომტან თემად ჩამოყალიბდა, რომელიც მილიონობით ადამიანს ეხება მსოფლიო მასშტაბით,” განაცხადა მან.

 

ენერგოეფექტურობა გამოვწვევაა სამშენებლო და ზოგადად უძრავი ქონების საერაშორისო ბაზარზე მოღვაწე მოთამაშეებისთვის. ევროკავშირიხ ქვეყნები ახალ სტანდარტებზე გადაწყობის რეჟიმში მუშაობენ, ამოცანა კი 2020 წლისთვის ენერგომოხმარების 20%-ით, 2030 წლისთვის კი 30-ით დაზოგვაა.

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: