21 იანვარს საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე „თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნება | Property Georgia

21 იანვარს საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე „თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნება

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ინიციატივით უკვე მეშვიდე წელია ,,თოვლის მსოფლიო დღეაღინიშნება.

"მთის კურორტების განვითარების კომპანი" ვრცელებს ინფორმაციას, რომ თოვლის მსოფლიო დღესაკმაოდ მასშტაბური ღონისძიებაა და მასში 45 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ზამთრის სპორტის პოპულარიზაცია და მასში ჩართულობის გაზრდა. ამ დრომდე ღონისძიება 645- ზე მეტ კურორტზე ჩატარდა და კონკურსში მონაწილეობა 600 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ ,,თოვლის მსოფლიო დღეეროვნულ დღესასწაულად დადგინდა ავსტრიაში, კანადაში, საფრანგეთში, ისლანდიაში, ნორვეგიაში, პოლონეთსა და შვედეთში.

21 იანვარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსმთის კურორტების განვითარების კომპანიისადა საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს, კომპანია ,,სილქნეტის“, დეველოპერული კომპანია ,,რედკოსდა ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაციის მხარდაჭერით, საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე: გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზეთოვლის მსოფლიო დღეაღინიშნება. გაიმართება ბავშვთა გასართობი ღონისძიებები, ჩატარდება სახალისო შეჯიბრებები, რომელშიც ყველა მსურველს აქვს  მონაწილეობის მიღების საშუალება. გუდაურში, „თოვლის მსოფლიო დღესშეუერთდება კულინარიული სკოლაკარამელი“, „ბასტი ბუბუსმომღერალი ბავშვები და ანიმატორთა ჯგუფიმხიარული ავტობუსი“.

აქტივობები დაიწყება 12:00 საათზე გონდოლის ქვედა სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაბა ბაკურიანში კი 17:00 საათზე, ბავშვებს პარკიჯოილენდიუმასპინძლებს. ღონისძიება ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდება.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: