22 და 23 ნოემბერს, თბილისი პირველად უმასპინძლებს საერთაშორისო ფორუმს თემაზე "ჭკვიანი შენობა- სწრაფვა საინჟინრო და ტექნოლოგიური სრულყოფილებისკენ” | Property Georgia

22 და 23 ნოემბერს, თბილისი პირველად უმასპინძლებს საერთაშორისო ფორუმს თემაზე "ჭკვიანი შენობა- სწრაფვა საინჟინრო და ტექნოლოგიური სრულყოფილებისკენ”

ფორუმის ერთ-ერთი პარტიორია ფროფერთი ჯორჯიას პასუხისმგებლიანი უძრავი ქონების ინვესტორთა საბჭო (Responsible Property Investment Council Georgia).

ფორუმის მონაწილეებს ეძლევათ შანსი მოისმინონ პრეზენტაციები მსოფლიოს წამყვანი სამშენებლო, ტექნოლოგიური და საკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლებისგან, როგორებიცაა Bluetooth,ABB, ThyssenkruppSiemens, Honeywell, Huawei, IBM, Knauf და სხვები.

პრეზენტაციები მიეძღვნება ინოვატორული, ტექნოლოგიური მიღწევების და ბიზნესსტრატეგიების განხილვას, რომლებიც თანამედროვე, ენერგოეფექტური, ეკოლოგიურად მდგარდი შენობების შექმნას და მათი მობინადრეებისთვის, მინიმალური კომუნალური და ოპერაციული დანახარჯებით, მაქსიმალურად კომფორტულ ცხოვრებას უზრუნველყოფენ.

ფორუმი განკუთვნილია:

  • სამშენებლო კომპანიებისთვის
  • დეველოპერებისთვის
  • არქიტექტორებისთვის
  • დიზაინერებისთვის
  • ტექნოლოგიური ფირმებისთვის
  • აღნიშნული თემით დაინტერესებული სპეციალისტებისთვის

ჩატარების ადგილი: სასტუმრო მარიოტი. მისამართი: რუსთაველის გამზირი N13.

ფორუმი გაიმართება ინგლისურ ენაზე და დასწრების ღირებულება შეადგენს 780 აშშ დოლარს (ექვ. ლარში).

"ფროფერთი ჯორჯიას" პარტნიორებს შეუძლიათ ისარგებლონ 35% -იანი ფასდაკლებით.

დაინტერესებულმა პირებმა პროგრამის დეტალებისთვის და რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ ინოვაციური ბიზნესს გადაწყვეტილებების ცენტრს:

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

ან

მიყევით შემდეგ ბმულს

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: