7 ქართული კომპანია საერთაშორისო უძრავი ქონების დაჯილდოვების გამარჯვებული გახდა | Property Georgia

7 ქართული კომპანია საერთაშორისო უძრავი ქონების დაჯილდოვების გამარჯვებული გახდა

Property Georgia

მეგი კავთუაშვილი

შვიდი ქართული კომპანია უკრაინაში გამართული უძრავი ქონების საერთაშორისო დაჯილდოვების- EE Real Estate Project Awards 2018 გამარჯვებული გახდა რვა ნომინაციაში. Alliance Group-მა გამარჯვება ორ ნომინაციაში მოიპოვა. ესენია, წლის მრავალფუნქციური პროექტი-Alliance Palace/Courtyard by Marriott hotel და სპეციალური ჯილდო დახვეწილი არქიტექტურისთვის Alliance Privilege/Marriott hotel. წლის საბროკერო კომპანიის ნომინაციაში საუკეთესოდ  Colliers International Georgia დასახელდა. რაც შეეხება სხვა გამარჯვებულებს, ნომინაციაში წლის ინოვაციური მწვანე შენობა - წარმატება LISI Green Town-მა მოიპოვა, წლის უნიკალური კონცეფციისათვის- Schuchmann Group-ი დაჯილდოვდა, წლის საცხოვრებელი კომპლექსის პროექტისთვის კი SEU Development -ი. წლის არქიტექტურის ნომინაცია Terrassa Group -მა მოიგო, ხოლო წლის საუკეთესო სასტუმროს პროექტის ნომინაციაში გამარჯვებული Radisson Collection Hotel, Tsinandali Estate-ი გახდა.

აღმოსავლეთ ევროპის ფორუმზე, რომელიც მეოთხე წელია უკრაინის დედაქალაქ კიევში იმართება, სხვადასხვა ქვეყნებიდან შერჩეული ჟიური უძრავი ქონების ბაზარზე მომუშავე კომპანიების პროექტებს აფასებს და წლის საუკეთესო დეველოპმენტებს ავლენს. წელს საქართველოდან ჟიურის წევრებად და სპიკერებად მიწვეულნი იყვნენ ირაკლი კილაურიძე, Colliers International Georgia-ს ხელმძღვანელი და ლიკა ქარდავა Property Georgia-ს მმართველი პარტნიორი. Property Georgia მეორე წელია აღმოსავლეთ ევროპის უძრავი ქონების დაჯილდოვების პარტიონრია საქართველოდან.

URE club-ისა და EuropaProperty.com-ის მიერ ორგანიზებულ დაჯილდოვებაზე საერთაშორისო ჟიურიმ წლის საუკეთესო პროექტები და კომპანიები, 34 ნომინაციაში გამოავლინა. EE Real Estate Project Awards-იაღმოსავლეთ ევროპისა და აზიის უძრავი ქონების ბაზრების საკვანძო ორიენტირადაა აღიარებული. ფორუმი ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ბელორუსიის, მოლდოვისა და უკრაინის საუკეთესო სამშენებლო-დეველოპერებს, ინვესტორებს, ბანკირებს და არქიტექტორებს აერთიანებს. წლევანდელ ღონისძიებაზე საკუთარი ქვეყნების უძრავი ქონების ბაზრები 200-მდე კომპანიამ წარმოადგინა. 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: