Airbnb-ი საქართველოში საშუალო და მცირე ზომის სასტუმროებს კონკურენციას გაუწევს | Property Georgia

Airbnb-ი საქართველოში საშუალო და მცირე ზომის სასტუმროებს კონკურენციას გაუწევს

Property Georgia

კერძო ფართების სასტუმრო მიზნით გაქირავების სერვისის ცნობილი ამერიკული კომპანია Airbnb-ი საქართველოში წარმატებულად ავითარებს ბიზნესს. თბილისის მასშტაბით კომპანიის საიტზე 2016 წელს გამოტანილი იყო 5678 ბინა, 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა და 9679 შეადგინა. ბაზრის აღნიშნული კვლევა უძრავი ქონების სერვისების გლობალური კომპანიის Colliers International Georgia-ს ადგილობრივმა წარმომადგენლობამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით მოამზადა.

Airbnb-ი  საქართველოში საშუალო და მცირე ზომის საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებს, ასევე ადგილობრივ ბრენდებს კონკურენციას გაუწევს,” განაცხადა ირაკლი კილაურიძემ, Colliers International Georgia-ს მმართველმა დირექტორმა. მისი თქმით, Colliers International Georgia-მ Airbnb-ისთან თანამშრომლობა ერთი წლის წინ დაიწყო. “ეს ბაზარი ძალიან სწრაფად ვითარდება. Airbnb მიწოდების ალტერნატიული ფორმაა, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია, როცა სასტუმრო ბიზნესზე ვსაუბრობთ,” აღნიშნა ილაურიძემ.

4 აპრილს, სასტუმრო Holiday Inn-ში წარდგენილი ბაზრის კვლევა მოიცავდა სასტუმროების, კომერციული, საოფისე და საცხოვრებელი ფართების, ასევე გართობის სექტორის მიმოხილვას. Airbnb-ის ქართულ ბაზარზე აქტივობის დეტალურ კვლევას Colliers International Georgia რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: