#propertymedia ახალი პროექტი „ანაგი დეველოპმენტი“-სგან | Property Georgia

#propertymedia ახალი პროექტი „ანაგი დეველოპმენტი“-სგან

კომპანია ანაგი დეველოპმენტი მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე და მაქსიმალურად ცდილობს გაანებივროს თავის მომხმარებელი სიახლეებით, შესთავაზოს მათ ინოვაციური, ხარისხიანი და სხვადასხვა მოთხოვნილებებზე მორგებული პროდუქტი. მიუხედავად შექმნილი ვითარებისა,  „ანაგი დეველოპმენტიარ აჩერებს წინსვლას და მეტიც, სთავაზობს მომხმარებელს სასიამოვნო სიახლეს

პარკ ჰოუმ საბურთალო წარმოადგენს ახალ 29-სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს თბილისის ცენტრში. კომპლექსში, რომელიც ქალაქის ცენტრალურ უბანში, მეტროდელისისმიმდებარედ, ვაჟა-ფშაველას გამზირის სიახლოვეს აშენდება, ორი სხვადასხვა - გაზაფხულის და მამია გურიელის ქუჩით მოახერხებთ მისვლას. ძირითად სატრანსპორტო მაგისტრალთან, სავაჭრო ცენტრთან თუ სხვა მნიშვნელობან ობიექტებთან სიახლოვის მიუხედავად, ნუცუბიძის ქუჩიდან 90 მეტრით მოშორებაპარკ ჰოუმ საბურთალოსმშვიდ, მყუდრო და უხმაურო საცხოვრებელ სივრცედ აქცევს.

ანაგი დეველოპმენტის“- მომხმარებელმა უკვე იცის, რომ კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს ინფრასტრუქტურას, ცდილობს გახადოს საცხოვრებელი გარემო არამხოლოდ კომფორტული, არამედ იზრუნოს ჯანსაღ და გამწვანებულ გარემოზე. კომპლექსის თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სარეკრეაციო ტერიტორია, დიდი გამწვანებული ეზო, სასეირნო და მოსასვენებელი ადგილები, ბავშვთა გასართობი და სპორტული მოედნები საშუალებას მისცემს მობინადრეებს მათსავე საცხოვრებელ სივრცეში დაისვენონ დატვირთული დღის ბოლოს, ან სულაც პირიქით - აქტიურად გაატარონ დასვენების დღე. გარდა ამისა, პარკი, რომელიც ფაქტობრივად თქვენი ეზოა, ცხოვრებისთვის კომფორტული და ჯანსაღი გარემოს შექმნის გარდა, იდეალური სივრცეა ახალი ურთიერთობების დასაწყებად და თქვენი მეზობლების მეგობრებად გადასაქცევად.

გარდა ინფრასტრუქტურის იმ ნაწილისა, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი  ცხოვრების წესს, პროექტში გათვალისწინებულია კომერციული სივრცე, სადაც შეძლებთ ეწვიოთ კაფეებს, შეიძინოთ საოჯახო თუ სხვა ნივთები, განიტვირთოთ ფიტნესს კლუბსა და აუზზე და აკეთოთ ყველაფერი, რაც თქვენი თანამედროვე და კომფორტული ყოველდღიურობის ნაწილია. კომპლექსი სთავაზობს მობინადრეებს შემდეგ დამატებით პირობებს:

  • საკუთარი სარეკრეაციო სივრცე და პარკი
  • დაცული შიდა ეზო
  • სპორტული და საბავშვო მოედნები
  • 25 მეტრიანი და საბავშვო საცურაო აუზი
  • ფიტნესს დარბაზი
  • კომერციული და საოფისე ფართები

 „პარკ ჰოუმ საბურთალო“- კომპლექსი ის ადგილია, სადაც აქტიური ცხოვრება და სიმშვიდე ერწყმის ერთმანეთს. მობინადრეებს ეძლევათ შესაძლებლობა აუწყონ ფეხი თანამედროვე ცხოვრების სტილს და ამავდროულად დაისვენონ მათთვის შექმნილ გარემოში.

მობინადრეების სიმშვიდის დამატებით გარანტიას წარმოადგენს კომპლექსის ტერიტორიაზე გათვალისწინებული უსაფრთხოების სისტემა. მთელი კომპლექსი აღჭურვილია ბელგიური და გერმანული წარმოების ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით და დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა.

პარკ ჰოუმ საბურთალო“- პროექტში 42-დან 142 კვადრატულ მეტრამდე ფართობის 210 საცხოვრებელი ბინაა და მოსახერხებელი დაგეგმარების გამო მათი გაერთიანებაც შესაძლებელია. კომპანიაანაგი დეველოპმენტ“-ის გუნდმა ასევე გაითვალისწინა ყველა ის დეტალი, რამაც შესაძლოა დისკომფორტი შეუქმნას მომავალ მობინადრეებს და გადაწყვიტა შესთავაზოს თავის მომხმარებელს სრულად გარემონტებული ბინა ჩაშენებული სამზარეულოს ავეჯითა და ტექნიკით.

გარდა ამ მნიშვნელოვანი სიახლისა, „პარკ ჰოუმ საბურთალო“ - მომავალ მობინადრეებს ეძლევათ შესანიშნავი შესაძლებლობა 31 იანვრამდე ისარგებლონ საახალწლო აქციით, შეიძინონ ბინა ფასდაკლებით და ისარგებლონ გადახდის განსაკუთრებული პირობებით.

კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს როგორც ერთიანი გადახდის პირობას, ისევე 30 თვიან შიდა უპროცენტო განვადებას.  პირველადი შენატანი შეადგენს მხოლოდ 20% ბინის ღირებულებიდან, 30% ნაწილდება 30 თვეზე, ხოლო დარჩენილი 50%-ის გადახდა მომხმარებლებს შეუძლიათ 30-ე თვეს, კომპლექსის დასრულების შემდეგ, რაც დამატებით გარანტიაა იმისა, რომ მშენებლობის პროცესი და სარემონტო სამუშაოები დასრულდება წინასწარ შეთანხმებულ ვადებში.  გარდა ამისა, „პარკ ჰოუმ საბურთალო“ სთავაზობს მომხმარებელს დამატებით 5% ფასდაკლებას შიდა განვადებით შეძენის შემთხვევაში და 15% ფასდაკლებას ერთიანი გადახდის შემთხვევაში.

პროექტის დასრულების ვადა - 2023 წლის ივლისი

 

 

 

 

 

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: