ახალი საინვესტიციო შესაძლებლობა - King David-ის სასტუმროს ტიპის კომპლექსში

 King David-ის მენეჯმენტს გაყიდვაში გამოაქვს სასტუმროს ტიპის აპარტამენტები 41 მ2-დან. აღნიშნული ზომის ბინებისადმი ინტერესი მაღალია, ვინაიდან კომპლექსის განვითარებული ინფრასტრუქტურა და პროექტის ადგილმდებარეობა მყიდველებს უძრავი ქონების გაქირავებისგან სტაბილური და მზარდი შემოსავლის მიღებაში ეხმარება. კაპიტალდაბანდების უკუგების საშუალო პერიოდი საინვესტიციო ბინებზე 5-6 წელს შეადგენს. ბინების დაჯავშნა 5%-იანი პირველადი შენატანით არის შესაძლებელი.

King David-ის კონცეფცია სრულად პასუხობს იმ მომხმარებლების მოთხოვნებს, რომლებისთვის დრო და ცხოვრების ხარისხი პრიორიტეტია. მათთვის ექკლუზიურად შექმნილ სივრცეში, სადაც გაერთიანებულია A-კლასის ბიზნეს ცენტრი,  სასტუმრო, რეზიდენციები, კვების ობიექტები და გამაჯანსაღებელი-რეკრეაციული ზონა, ცხოვრებისთვის, ბიზნესის კეთებისთვის, გართობისთვის და განტვირთვისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

ამ ეტაპისთვის, მრავალფუნქციური კომპლექსის საცხოვრებელი ნაწილი - KDR დასრულებულია, King David ბიზნეს ცენტრის 87% დატვირთულია, ფუნქციონირებს 300 სტუმარზე გათვლილი KD Café, Sky Hall-ის საკონფერენციო დარბაზი, მუშაობს  იტალიური ბარ-რესტორანი XVII • Seventeen და 120 ადამიანზე გათვლილი საერთო სამუშაო სივრცე KD4US.

Property Georgia 

Property Georgia

Subscribe
Subscribe to Our Newsletter to get
important News, Amazing Offers & Inside Scoops: