“აქსის თაუერსი”- უნიკალური არქიტექტურის ახალი ლენდმარკი თბილისში | Property Georgia

“აქსის თაუერსი”- უნიკალური არქიტექტურის ახალი ლენდმარკი თბილისში

რა განასხვავებს მსოფლიო ქალაქებს ერთმანეთისგან? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის არქიტექტურა. ძალიან ხშირად, მხოლოდ ერთი ცნობილი შენობით არის შესაძლებელი ქალაქის თუ უფრო მეტიც, კონკრეტული ქუჩის ამოცნობა. თბილისისთვის, თანამედროვე დეველოპერული პროექტებით თუ ვიმსჯელებთ, ასეთი ახალი ლენდმარკია “აქსის თაუერსი”. უნიკალური არქიტექტურის მქონე მულტიფუნქციური კომპლექსი დედაქალაქის ცენტრში, ვაკის ბიზნეს უბანში მდებარეობს.  ორი განსხვავებული და ამავდროულად მსგავსი კოშკისგან შემდგარი კომპლექსი შთაბეჭდილებას მასშტაბურობით და  კონტრასტებით ახდენს. ცათამბჯენებიდან ერთი მოპირკეთებულია მუქი მინით, ხოლო მეორე თეთრი ქვით. შესაბამისად, კონტრასტი აისახება როგორც ფერებში, ასევე მსუბუქი და მძიმე მასალების კომბინაციაში; მინის კოშკი ირეკლავს თეთრ ქვის კოშკს. კოშკები ერთმანეთს უერთდებიან პიედესტალით და აქ ჩანს არქიტექტურის  კიდევ ერთი მომხიბლაობა. პიედესტალით გაერთიანებული სართულები 2 გრადუსით ბრუნავენ ბირთვის გარშემო, რაც შენობების მოძრაობის ილუზიას ქმნის.

 

“აქსის თაუერსის” 37-სართულიანი ნაგებობა დამატებით  4 მიწისქვეშა სართულით, სიმაღლეში 147 მეტრია და ყველაზე მაღალი შენობაა დედაქალაქში.

 

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია აქსისი 22 წელია ასოცირდება ინოვაციასა და პირველობასთან. სწორედ მან შემოიტანა საქართველოში სიტყვა „დეველოპმენტის“ ცნება, დაიწყო პირველი „პალასების“ სერია უნიკალური მომსახურებით და პირველმა ააშენა ტყუპი ცათამბჯენი „აქსის თაუერსის“ საქართველოში.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: