აქსის თაუერსის $20 მილიონიანი ინვესტიცია მხოლოდ საინჟინრო-ტექნოლოგიურ მიმართულებაში | Property Georgia

აქსის თაუერსის $20 მილიონიანი ინვესტიცია მხოლოდ საინჟინრო-ტექნოლოგიურ მიმართულებაში

დედაქალაქის ყველაზე მაღალი მულტიფუნქციური კომპლექსი - აქსის თაუერსი თბილისის ლენდმარკია. პირველ რიგში, ყურადღებას იპყრობს ნაგებობის თანემედროვე არქიტექურა. თუმცა, ცათამბჯენების ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ და ფუნქციონალურად დატვირთულ საინჟინრო-ტექნოლოგიურ მიმართულებაზე ბევრმა არ იცის. მოსაყოლი კი იმაზე მეტია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება  წარმოიდგინოთ.

 

  • მაღალსართულიანი შენობების შემთხვევაში, საინჟინრო მიმართულებაზე საუბრისას ერთ-ერთი პირველი ხანძარქრობის სისტემები გვახსენდებააქსის თაუერსში ყველა ლიფტი, კიბის უჯრედი თუ ტამბური სახანძრო სისტემის გააქტიურების შემთხვევაში იწნეხება ჰაერის ჭავლის მიწოდებით, რაც უზრუნველყოფს ხანძრის შემთხვეაში კვამლის ამ ფართებში შეუღწევადობას, ეს ფართები კი წარმოადგენენ შენობიდან საევაკუაციო გზებს.

 

  • ისეთი მაღალსართულიანი კომპლექსის შემთხვევაში, როგორიცაა აქსის თაუერსი ხანძარქრობისთვის და სასმელი წყლის საჭირო წყლის მიწოდება რთული გამოწვევაა. კომპლექსში 700 3 მოცულობის რეზერვუარია. მოწყობილია წყლის სატუმბი სადგურები, სისტემაში იქმნება სასურველი წნევები საჭირო რაოდენობის წყლის მიწოდების მიზნით.

 

  • კომპლექსი მედეგია ახალი გამოწვევების მიმართაც. აქ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გათბობა-გაგრილების სისტემებია წარმოდგენილი.  თითოეულ ფუნქციურ ზონას ემსახურება ინდივიდუალური ჩილერი, გამოყენებულია ფრეონის ჰაერით გაგრილების სიტემა, რაც გამორიცხვას  ჯანმრთელობისთვის საშიში ლეგიონელას ბაქტერიის წარმოქმნას და გავრცელებას. ჩილერები განსაზღვრულია ზამთრის რეჟიმში ოპერირებისთვის და ფუნქციონირებენ მინუს 5 გრადუსის პირობებშიც კი. გათბობა-გაგრილების 4-მილოვანი სისტემა უზრუნველყოფს ფართების გათბობასაც და  გაგრილებასაც ერთ სივრცეში წლის ნებისმიერ დროს.

 

  • კომპლექსის საინჟინრო სისტემების ოპერირება და კონტროლი ხდება შენობის მართვის სისტემის ეგრეთწოდებული BMS-ის საშუალებით. ყველა ცენტრალური დანადგარის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო პარამეტრები კონტროლდება  და იმართება დისტანციურად, მართვის პანელით.

 

  • პოსტ-პანდემიურ რეგულაციებს თუ მივყვებით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დღეს ოფისებისთვის ვენტილაციააქსის თაუერსში ამ მხრივაც დაცულია უსაფრთხოება. ინდივიდუალური რეკუპერატორების გამოყენების პრინციპით, ყველა ოფისი დამოუკიდებლად მარაგდება სუფთა ჰაერით, რაც კომპლექსში ინფექციის გავრცელებას გამორიცხავს.  სასტუმროს და სხვა კომერციული ფართებს აქვთ თავიანთი ინდივიდუალური სავენტილაციო სისტემა. აღნიშნული სისტემების სიმძლავრეები  შემუშავებულია აშშ-ში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად.

 

  • დეველოპერულ კომპანიააქსისსარც გარემოზე ზრუნვა დაუტოვებია ყურადღების მიღმა. დედაქალაქის ყველაზე მაღალი მულტიფუქნციური კომპლექსი - აქსის თაუერსი ენერგოეფექტური მშენებლობაა. ფასადების შესამოსად გამოყენებულია ცნობილი ფრანგული კომპანიასენტ გობეინისდაბალემისიური მინა. შესაბამისად, ფართის გასაგრილებლად და გასათბობად ნაკლები  ენერგიაა საჭირო, რაც საბოლოო ჯამში ამცირებს მესაკუთრეების თუ მოიჯარეების საოპერაციო დანახარჯებს.  ენერგოეფექტური კონცეფციაა გათვალისწინებულია კომპლექსის ვენტილაციისთვისაც. ინდივიდუალური რეკუპერატორების გამოყენების პრინციპით იზოგება ჰაერის გათბობა-გაგრილებაზე დახარჯული ენერეგია. შესაბამისად, ნაკლები ზიანი ადგება გარემოს.

 

  • 147მ სიმაღლის ფასადის წმენდას და ტექნიკურ მოვლა - პატრონობას ახორციელებს კოშკებზე დამონტაჟებული ე.წ. BMU სისტემები

 

ედაქალაქის ყველაზე მაღალ ლენდმარკ პროექტში დეველოპერულმა კომპანია “აქსისმა” მხოლოდ საინჟინრო-ტექნოლოგიურ მიმართულებაში $20 მილიონის ინვესტირება განახორციელა. 37-სართულიანი ნაგებობა დამატებით  4 მიწისქვეშა სართულით, სიმაღლეში 147 მეტრია. პროექტის ჯამური ინვესტიცია $100 მილიონს აღემატება.

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია აქსისი 22 წელია ასოცირდება ინოვაციასა და პირველობასთან. სწორედ მან შემოიტანა საქართველოში სიტყვა „დეველოპმენტის“ ცნება, დაიწყო პირველი „პალასების“ სერია უნიკალური მომსახურებით და პირველმა ააშენა ტყუპი ცათამბჯენი „აქსის თაუერსის“ საქართველოში.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: