აქსის თაუერსის უპირატესობები პოსტ-პანდემიურ პერიოდში | Property Georgia

აქსის თაუერსის უპირატესობები პოსტ-პანდემიურ პერიოდში

მდგრადი მშნებლობების მომავალი მედეგი ნაგებობეია. ეს ცხადად გამოჩნდა გლობალური პანდემიის პირობებში. საქართველოში კი ამის ერთ-ერთი საჩვენებელი მაგალითია აქსის თაუერსი. თბილისის ცენტრში მდებარე მულტიფუნქციური კომპლექსი, გამოწვევების მიუხედავად, ჩვეულ დაგეგმილ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. კომპლექსში გეგმარების საწყის ეტაპზევე  იქნა გათვალისწინებული ყველა ის სტანდარტი, რაც დღეს ახალი სტანდარტებით მოითხოვება.

პოსტ-პანდემიურ პერიოდში ამოქმედებული რეგულაციები მეტწილად საოფისე სივრცეებს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს ეხება.

 

  • მთავარი გამოწვევა აქ ვენტილაციაა. “აქსის თაუერსისბიზნეს ცენტრში ინდივიდუალური რეკუპერატორების საშუალებით ოფისები ყოველი სართული დამოუკიდებლად მარაგდებ სუფთა ჰაერით, რაც კომპლექსში ინფექციის გავრცელებას გამორიცხავს. სასტუმროს და სხვა კომერციული ფართებს აქვთ თავიანთი ინდივიდუალური სავენტილაციო სისტემები. აღნიშნული სისტემების სიმძლავრეები  შემუშავებულია აშშ-ში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად.

 

  • სოციალური დისტანცირება, რაც დღევანელობის ალბათ N1 წესია, აქსის თაუერსში დაცულია სრულ ტერიტორიაზე, მათ შორის საერთო სივრცეებშიც. მრავალფუნქციურ კომპლექსში ხალხის ნაკადის გადაადგილების სწორ გადანაწილებას შენობის 16 დამოუკიდებელი შესასვლელი და იაპონურიმიცუბიში ელექტრიქსისმაღალსიჩქარიანი სხვადასხვა ტვირთამწეობის და სიჩქარის 32 ლიფტი და 6 ესკალატორი განაპირობებს. აქსის თაუერსის დეველოპმენტის ხუთივე მიმართულება ფუნქციონირებს დამოუკიდებლად ისე, რომ ხალხის ნაკადები ერთმანეთს არ კვეთენ.

 

  • აქსის თაუერსში ყურადღების მიღმა არც  რეკრეაცლიული მიმართულება დარჩენილა, რაც მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი  სტილის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად. კომპლექსს აქვს შიდა გამწვანებული ეზო 25 მეტრის სიმაღლეზე, ბიზნეს ლაუნჯის, აუზის დიდი ტერასები ტერასა, კაფე-ბარებით და რესტორნებით დატვირთული საფეხმავლო ქუჩ, მიმდებარედ კი რეაბილიტირებული ტაბიძის სკვერი და ვაკის პარკია.

 

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია აქსისი 22 წელია ასოცირდება ინოვაციასა და პირველობასთან. სწორედ მან შემოიტანა საქართველოში სიტყვა „დეველოპმენტის“ ცნება, დაიწყო პირველი „პალასების“ სერია უნიკალური მომსახურებით და პირველმა ააშენა ტყუპი ცათამბჯენი „აქსის თაუერსის“ საქართველოში.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: