აქვთ თუ არა არქიტექტორებს და დეველოპერებს გლობალურ საკითხებზე საერთო პოზიცია? | Property Georgia

აქვთ თუ არა არქიტექტორებს და დეველოპერებს გლობალურ საკითხებზე საერთო პოზიცია?

ავტორი: ქრისტელ  ჰარუკი, არქდეილი

არქიტექტორებსა და დეველოპერებს მშენებლობის სფეროში ტრადიციულად განსხვავებული პოზიციები ეკავათ - ერთს ოცნების სივრცის შექმნა სურდა, ხოლო მეორეს მხოლოდ ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილება. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მსოფლიოში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, მათ შორის კლიმატთან დაკავშირებული პრობლემების გაუარესება, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების განვითარება და მოსახლეობის ზრდის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

აღნიშნულ გარდაქმნებთან ერთად ვითარდება სამშენებლო პროცესებიც. ადამიანთა წარმოდგენები და პრიორიტეტები იცვლება. თუმცა, კვლავ რჩება კითხვა: დასრულდება თუ არა მუდმივი კონფლიქტი არქიტექტორებსა და დეველოპერებს შორის, და იპოვიან თუ არა ისინი საერთო პოზიციას? გახდება თუ არა მდგრადი, მედეგი და ინკლუზიური მომავლის პოვნა მათი საერთო მიზანი?

Alliance

 

ArchDaily სწორედ ქალაქების მდგრადობისა და მედეგობის შესახებ ესაუბრა კომპანია „ზაჰა ჰადიდ არქიტექტსის“ დირექტორ კრის ლეპინს, „ლისი დეველოპმენტის“ გენერალურ დირექტორ ნოდარ ადეიშვილს და „ალიანს ჯგუფის“ განვითარების ხელმძღვანელ თემურ ბიწაძეს. აღნიშნული შეხვედრა შედგა „ფროფერთი ჯორჯიასა“ და  FIABCI Georgia-ს ორგანიზებით თბილისში ჩატარებულ ფორუმზე „მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“. ქვემოთ თქვენ იხილავთ სხვადასხვა მხარეებს შორის მიღწეულ ურთიერთგაგებას, რომელიც აისახება მათ ყველაზე გამორჩეულ პროექტებში.

 

ZHA

ArchDaily (კრისტელ ჰარუკი): გთხოვთ აღწეროთ თქვენი ზოგადი მიდგომა.

 

ZHA: კომპანია „ზაჰა ჰადიდ არქიტექტსი“ ყოველთვის ცდილობს წინა პლანზე დიზაინის წამოწევას, ქალაქისთვის სარგებლის მოტანას, ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და საზოგადოებისთვის უნიკალური გამოცდილების შექმნას. ჩვენი უახლესი პროექტია 1000 Museum, რომელიც ქალაქ მაიამის ჰორიზონტს ამშვენებს. ამ პროექტისთვის ჩვენ რაიმე განსაკუთრებული უნდა მოგვეფიქრებინა, რადგან ეს შენობა ე.წ. „თაუერების“ რიგში ბოლო ცარიელ ადგილს ავსებდა. მაგალითად, შენობის ქვედა ნაწილს გააჩნია მოჭრილი კუთხეები, რათა ის ქვეითების დონეზეც გამოკვეთილი იყოს და მეტი „სასუნთქი სივრცე“ შექმნას. ჩვენი საერთაშორისო ქსელის მეშვეობით ჩვენ ვხედავთ, რომ ვცხოვრობთ გლობალურ საზოგადოებაში, სადაც კლიენტებს ინოვაციური პროდუქტებისა და სამშენებლო მეთოდების შესახებ ფართო ცოდნა გააჩნიათ. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ახალი მეთოდებით მუშაობას, შემდგომ სხვა პროექტებშიც მათ გამოყენებას და საკუთარი გამოცდილების ამაღლებას.

 

lisi

 „ლისი“: ჩვენი კომპანიის მიერ თბილისში აშენებულ „მწვანე ქალაქში“ ტერიტორიის მხოლოდ 20% დაეთმო შენობებს, დარჩენილი 80% კი გამწვანებას. მიუხედავად იმისა, რომ „მწვანე ქალაქი“ არ მდებარეობს თბილისის ცენტრში, არამედ ამაღლებული ადგილიდან გადმოჰყურებს ქალაქს, ჩვენი ბინები იგივე ფასებად იყიდება, როგორც ცენტრალურ უბნებში. ჩვენ შევქმენით მაქსიმალურად კეთილმოწყობილი გარემო, საიდანაც ადამიანებს ხშირად გასვლა და მანქანის გამოყენება არ უწევთ. პროექტში ჩართული იყვნენ როგორც ადგილობრივი არქიტექტორები, ისე უცხოური სპეციალისტები, როგორიცაა რიკარდო ბოფილი და კომპანია UN Studio. ამ უბანში გამორჩეული შენობების შექმნის, განვითარებისა და მარკეტინგის მიზნით ჩვენ გვსურდა დიდი სახელების მოზიდვა. მეორეს მხრივ, სხვა პროექტებთან დაკავშირებით ჩვენ ყოველთვის მივყვებით ერთი და იგივე კონცეფციას, რომელიც გულისხმობს მაქსიმალურად დიდი, თავისუფალი საზოგადოებრივი სივრცის მოწყობას. ჩვენ სწორედ ამ პრინციპით ვახდენთ ბაკურიანის კურორტზე ენერგოეფექტური სახლების მშენებლობას.

 

alliance

„ალიანსი“: ცათამბრჯენები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არაპოპულარულია. თუმცა, საკუთარი არქიტექტურული გადაწყვეტილებების მართვისას ჩვენ ვიყენებთ განსხვავებულ კონცეფციას, რომლის მიხედვითაც ყურადღებას ვამახვილებთ მულტიფუნქციური სივრცეების შექმნაზე. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ცენტრშიც ვაშენებთ მაღალ შენობებს, ჩვენს მიდგომაში დაცულია ყველა ეკოლოგიური სტანდარტი, თვითონ პროექტები კი გამოირჩევა ჩინებული არქიტექტურული დიზაინით. მაგალითად, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ თითოეული პროექტის გამწვანებას, ხოლო სახურავებზე ვამონტაჟებთ ქარის ტურბინებს, რომლებიც საერთო სივრცეებისთვის წარმოქმნიან ელექტროენერგიას. შენობათა ფასადებიდან წვიმის წყალი მიედინება წყლის შემკრებებში, შემდეგ კი გამოიყენება ღია სივრცეების მოსარწყავად. ჩვენი ობიექტების ინტერიერებს უხვად გააჩნიათ მზის შუქი. 

 

ZHA

AD: როგორ განმარტავდით მდგრადობას?

 

ZHA: მდგრადობას ესაჭიროება არქიტექტორების, დეველოპერებისა და ქალაქების მრავალმხრივი ჩართულობა. 1000 Museum აშენდა ფლორიდის შტატის გამწვანების შესახებ რეგულაციების თანახმად და კლიენტის სურვილების მიხედვით. ბევრი რამეა დამოკიდებული მექანიკური აღჭურვილობის სპეციფიკაციებზე, მათ ეფექტურობაზე, ელექტრო-მექანიკურ სტანდარტებზე, გაძლიერებულ მინებზე, ჩაღრმავებულ აივნებზე, შიდა ბაღებზე და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, მდგრადობა ერთდროულად ნიშნავს დიზაინსა და ტექნოლოგიას. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ინოვაციათა ეფექტურობის გაზრდის კვალობაზე ტექნოლოგია მომავალში უფრო დიდ როლს ითამაშებს.

 

lisi

„ლისი“: მდგრადობა და მომგებიანობა წარმოადგენენ გამოწვევას, და ჩვენ სწორედ აქ მოგვეცა თავის გამოჩენის საშუალება. ხუთი წლის წინ ჩვენი ობიექტის ტერიტორია არ მიიჩნეოდა საცხოვრებლად ვარგისად. დღეს ის პრესტიჟულ უბანს წარმოადგენს, რადგან ჩვენ ახალ სტანდარტებთან ერთად ცხოვრების ახალი წესიც დავნერგეთ, რომელიც განსაკუთრებით ოჯახებზეა მორგებული. ჩვენი კლიენტების დიდ ნაწილს უკვე გააჩნდა ბინები თბილისის ცენტრში. ისინი ეძებდნენ ეკოლოგიურად სუფთა ადგილს, მწვანე ზონებს, საზოგადოებრივ სივრცეებსა და ყოველივე იმას, რაც ქალაქის ცენტრში მათთვის მიუწვდომელი გახდა.

 

alliance

 

„ალიანსი“: ტექნოლოგიების მეშვეობით ჩვენ როგორც სასტუმროების, ისე საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში ვაღწევთ ეკოლოგიური სტანდარტების დამაკმაყოფილებელ შედეგებს. მდგრადობას ასევე გააჩნია მნიშვნელოვანი ფინანსური ასპექტი - ჩვენთვის ეს ნიშნავს სტაბილური შემოსავლის წყაროების შექმნას. ჩვენი კლიენტები გააგრძელებენ ჩვენს პროექტებში ინვესტიციების ჩადებას, სანამ ჩვენ მათ უკუგების გარანტიას მივცემთ.

alliance

 

AD: რას ნიშნავს თქვენთვის მედეგობა და როგორ ისახება ის თქვენს პროექტებში?

 

ZHA: მედეგობა ნიშნავს, რომ შენობას გააჩნია თვითაღდგენის გარკვეული უნარი. მდგრადობის უზრუნველყოფისთვის არსებობს სხვადასხვა მეთოდი და ტექნოლოგია, ხოლო მედეგობას ესაჭიროება სულ სხვა მიდგომა. ძლიერ და მედეგ ქალაქებს ჰქმნიან ის ადამიანები, რომლებსაც სურთ ამ სივრცეში ცხოვრება. მედეგი ურბანული ერთეულები ამ ხალხისთვის სიამაყის ობიექტს წარმოადგენენ. სხვანაირად ქალაქი ვერ გახდება მდგრადი თუ მედეგი. ისეთი ადგილიც კი, რომელიც აკმაყოფილებს მდგრადობის კრიტერიუმებს, ვერ იარსებებს, თუკი ადამიანებს იქ ცხოვრება არ მოუნდებათ.

 

lisi

„ლისი“: თბილისისთვის ჩვენ წარმოვადგენთ იმის მაგალითს, თუ როგორ შეუძლია კერძო სექტორს დადებითი ცვლილებების განხორციელება. მედეგობა ჩვენთვის იმის თქმას ნიშნავს, რომ ჩვენთან მხოლოდ ტერიტორიის 20% ეთმობა შენობებს. სწორედ ასე ვცვლით ჩვენ ადგილობრივ კულტურასა და ბიზნესისადმი მიდგომას. ჩვენ ქალაქს ვაძლევთ მეტ გამწვანებულ სივრცეს, ხოლო ამავდროულად ვინარჩუნებთ მომგებიანი კომპანიის პროფილს.

 

alliance

„ალიანსი“: ჩვენ ვქმნით ისეთ არქიტექტურულ ძეგლებს, რომლებიც გამოირჩევიან და ცვლიან ქალაქს. ჩვენი ქალაქი უნდა გამოირჩეოდეს სხვებისგან, და ჩვენი ნაგებობები სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ქალაქს ესაჭიროება ინოვაციები და მიმზიდველი შენობები. თითოეული პროექტის განხორციელებისას ჩვენ ვფიქრობთ არა მხოლოდ ინვესტიციების მოცულობაზე, არამედ უფრო ფართო ფუტურისტულ დონეზე ვქმნით დეველოპმენტს.

 

zha

AD: რა გზით ხდება თქვენი კლიენტებისთვის ამ შედარებით ახალი იდეების მიწოდება? 

 

ZHA: როგორც ყველა სხვა არქიტექტორს, რომელიც მუშაობს იატაკის შეზღუდული საერთო ფართობის პირობებში, ჩვენ გვხვდება კლიენტები, რომლებსაც სურთ გამოყენებადი სივრცის მაქსიმალურად გაზრდა. ჩვენი მიდგომა კლიენტს საშუალებას აძლევს, გამართული დიზაინისა და ჭკვიანი გადაწყვეტილებების მეშვეობით იგივე შედეგები მიიღოს, როგორც იატაკის საერთო ფართობის გაზრდით. თუმცა, ჩვენი არგუმენტები ყოველთვის არ არის დამარწმუნებელი მეორე მხარისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენი იდეების გასამყარებლად ჩვენ გვესაჭიროება გაუმჯობესებული სახელმწიფო რეგულაციები და სტიმულები. ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი ესთეტიკური ფორმა. ყოველთვის ვცდილობთ, რომ ხალხისთვის ისეთი სივრცე შევქმნათ, რომელიც მათ სიამოვნებას მიანიჭებს და ურბანული იერსახის ნაწილად იქცევა, ნაცვლად ერთეული არქიტექტურული ნიმუშისა. ბრატისლავაში, სადაც ჩვენ მწვანე სივრცეში რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი ავაშენეთ, პარკი საზოგადოებისთვის არის ხელმისაწვდომი, რაც იქაურმა კერძო დეველოპერმა თავის სასარგებლოდაც კი გამოიყენა ქალაქის საკრებულოსთან ნებართვების თაობაზე მოლაპარაკებებში. 

 

lisi

„ლისი“: ხალხის დარწმუნება ექვსი წლის წინ დიდ გამოწვევას წარმოადგენდა. განსაკუთრებით რთული იყო მათთვის იმის ახსნა, თუ რა სახე ექნებოდა ამ ადგილს რამდენიმე წლის შემდეგ. ყველაფერი დამოკიდებულია სწორ დროს სწორი პროდუქტის შემოთავაზებაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო სიახლეების დანერგვა. პირველად სწორედ ჩვენ მოვაწყეთ ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებული ადგილები ქალაქის ცენტრთან ახლოს. პროექტის ფარგლებში, ჩვენს ტერიტორიაზე ასევე მოეწყო ორი სკოლა, რათა შეგვექმნა საგანმანათლებლო ჰაბი. ჩვენი მთავარი იდეა იმაში გამოიხატება, რომ ადამიანს აღარ უნდა ესაჭიროებოდეს უბნიდან შორს გასვლა. ჩვენი რეზიდენტებისთვის ყველაფერი იოლად ხელმისაწვდომია, იქნება ეს პატარა მაღაზიები, აფთიაქები თუ საბავშვო ბაღები. ჩვენ მათთვის მუდმივად ვქმნით ახალ უპირატესობებს. მაგალითად, ჩვენ დავიწყეთ წვიმის წყლების შეგროვება და ქუჩებში ელექტრომანქანების დამტენების განთავსება, რათა წავახალისოთ მეტი ელექტრომობილის შეძენა.

lisi

 

„ალიანსი“: არქიტექტორები ხშირად ფიქრობენ რაიმე განსაკუთრებულზე, რაც არ ჯდება დეველოპერთა დღის წესრიგში. ჩვენ კი საკუთარ პროექტებში მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ არქიტექტორთა სურვილების განხორციელებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ისინი მომავალი რეზიდენტების საჭიროებებს ასახავენ. მოკრძალებული შენობების წინ უზარმაზარი ნაგებობების განთავსებისას ჩვენ ასევე ვცდილობთ მხიარული დიზაინების შემუშავებას და თავდაპირველი პანორამის შენარჩუნებას. ყველა ჩვენს პროექტს გააჩნია საერთო სივრცეები, ისევე როგორც ნაწილობრივ საერთო სივრცეები შენობის პირველ სართულზე. ყველა ჩვენი მწვანე ზონა - როგორც შენობის შიგნით, ისე მის გარეთ - საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია. ბევრი კლიენტისთვის  სწორედ ჩვენი ეკოლოგიურად დაცული მიდგომები წარმოადგენს ჩვენს პროექტებში ინვესტიციის განხორციელების მთავარ მიზეზს.

 

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: