“ალიანს ჯგუფი” ბათუმში პირველ ენერგოეფექტურ სავაჭრო და ბიზნეს ცენტრებს ააშენებს | Property Georgia

“ალიანს ჯგუფი” ბათუმში პირველ ენერგოეფექტურ სავაჭრო და ბიზნეს ცენტრებს ააშენებს

www.propertygeorgia.ge 
„ალიანს ჯგუფი“, ლიდერი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია საქართველოში, ბათუმში ახალ უპრეცენდეტო ენერგოეფექტურ პროექტს განავითარებს. პრემიუმ კლასის ბრენდული საერთაშორისო სასტუმროების და აპარტოტელების შემდეგ,  კომპანია აჭარის რეგიონში პირველი საერთაშორისო სტანდარტების სავაჭრო ცენტს და A კლასის საოფისე ფართებს ააშენებს. “ალიანს სითის” მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტის განვითარება 20 ათას კვ.მ-ზე იგეგმება, ტერიტორიაზე, სადაც დღეს ე.წ “ლუჟკოვის სახლი” მდებარეობს, სახლი, რომელიც რომელიც ორი ათეული წელია მიტოვებულია. 13-სართულიანი ეს დაუსრულებელი შენობა ზიანს აყენებს ქალაქის იერსახეს და ეკოლოგიას. “ლუჟკოვის სახლის” დემონტაჟის შემდეგ, მის ადგილას “ალიანს ჯგუფი” 5-სართულიან რეკრეაციულ ინფრასტრუქტურას განავითარებს, რაც ჰაერის ნაკადისთვის 2.5-ჯერ ნაკლებ წინაღობას ნიშნავს. ენერგოეფექტურ კომპლექსში გამოყენებული იქნება ინოვაციური ტექნოლოგიები, რაც მაქსიმალურად შეამცირებს ენერგიის მოხმარებას და შესაბამისად შემცირდება ნახშირორჟანგის  (CO2) გამოყოფა, გარემოში შენარჩუნდება სუფთა ჰაერი.  ჯამში, “ალიანს სითი” დაზოგავს დაახლოებით 60% ენერგიას, რაც წლის განმავლობაში 6500 ტონით ნაკლები ნახშირორჟანგის გამოყოფის ტოლფასია. ამ რაოდენობის ნახშირორჟანგის კომპენსააციისთვის საჭიროა 32 000 ხე. ენერგოეფექტური მშენებლობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ტურისტულად აქტიურ ქალაქებში, სადაც მუდმივად ახალი დასასვენებელი კომპლექსები შენდება და სწორედ ასეთია ბათუმი. გასული საუკუნის ბოლოს აშენებული “ლუჟკოვის სახლი” კი არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელიც თანამედროვე ბათუმს აქვს, შავიზღვისპირეთის საერთაშორისო კურორტს, ქალაქს, რომლის მოსახლეობაც მხოლოდ 180 ათასია და 2 მილიონამდე ტურისტს სტუმრობს.  
“ე.წ ლუჟკოვის სახლის პროექტი მაშინ დაიგეგმა, როცა ბათუმს არ ქონდა განვითარების ის დინამიკა რაც 21-ე საუკუნეში აქვს. თანამედროვე საზღვაო ქალაქების და კურორტების გლობალური ტენდენცია კი არის საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების, სასტუმროების, გასართობი და დასასვენებელი კომპლექსების განლაგება პირველ ზოლში და არა საცხოვრებელი სახლების,” აღნიშნავს აკაკი სონგულია, “ალიანს ჯგუფის” გენერალური დირექტორი. 
„ალიანს სითის“ ენერგოეფექტური  საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური კომპლექსის განვითარებაში, რომელიც ბათუმისთვის სრულიად ახალ ინფრასტრუქტურას, მასშტაბურ სავაჭრო ცენტრს და A კლასის საოფისე ფართებს, ასევე საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს მოიცავს, დეველოპერი 130 მილიონ დოლარს დახარჯავს. 
“ალიანს სითი” სრულიად შეცვლის და ახალ სტანდარტებს დანერგავს ბათუმის კომერციულ და საოფისე უძრავი ქონების ბაზარზე, ისევე როგორც “ალიანს ჯგუფის” პრემიუმ კლასის აპარტოტელებმა შემოიტანეს თამაშის ახალი წესები ადგილობრივ ბაზარზე და შედეგად ბათუმი ზღვისპირეთის საერთაშორისო კურორტად გარდაიქმნა,” აცხადებს სონგულია.    
“ალიანს სითი” და მასთან დაკავშირებული ე.წ. “მინიქალაქის” ინფრასტრუქტურა ქალაქის მაცხოვრებლებს და ტურისტებს თანამედროვე სტანდარტების მომსახურებას შესთავაზებს ერთ სივრცეში, იქნება ეს სავაჭრო, საოფისე თუ სასტუმრო მიმართულებით. “ალიანს სითის” პროექტის მშენებლობის დასრულების შემდეგ, 2023 წლისთვის, თბილისის მსგავსად ბათუმსაც ექნება თავისი საერთაშორისო დონის სავაჭრო ცენტრი ბრენდული მაღაზიებით, როგორიცაა თბილისში “გალერა თბილისი”, “თბილისი მოლი”  და “ისთ ფოინთი” და A-კლასის ბიზნეს ცენტრი, როგორიც დედაქალაქისთვის King David-ია და ბიზნეს ცენტრი “ტაბიძე #1.” 
“ალიანს ჯგუფის” შესახებ
“ალიანს ჯგუფი” პირველი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა,  რომელმაც ბათუმში თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი ააშენა 2005 წელს; პირველია, ვინც სასტუმრო-აპარტამენტის კონცეფცია დანერგა 2008-ში; და პირველი, ვინც საცხოვრებელი შენობები საერთაშორისო სასტუმრო ბრენდებთან დააკავშირა 2015-ში. აჭარის რეგიონში კომპანიას $200 მილიონზე მეტი აქვს დაბანდებული მსხვილმასშტაბიან, უკვე დასრულებულ პროექტებში. დამატებით $390 მილიონის ინვესტირება ხორციელდება მიმდინარე პროექტებში, რომლებიც მულტიფუნქციურ კომპლექსთა ფრანშიზებს მოიცავს, მათი განვითარება კი, თავის მხრივ, განთქმულ საერთაშორისო სასტუმრო ქსელებთან პარტნიორობით ხდება, როგორებიცაა Marriott International-ი და Wyndham Hotel Group-ი.    
 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: