“ალიანს ჯგუფი” EE Real Estate Project Awards-ის გამარჯვებულია ორ ნომინაციაში | Property Georgia

“ალიანს ჯგუფი” EE Real Estate Project Awards-ის გამარჯვებულია ორ ნომინაციაში

Property Georgia

ალიანს ჯგუფი” , წამყვანი ქართული სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, ერთადერთია საქართველოდან, რომელმაც EE Real Estate Project Awards 2018-ზე ორ ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება. აღმოსავლეთ ევროპის უძრავი ქონების პროექტების დაჯილდოვება 28 ნოემბერს უკრაინის დედაქალაქ კიევში გაიმართა. წლის მრავალფუნქციურ პროექტად Alliance Palace (Courtyard by Marriott hotel) დასახელდა,  სპეციალური ჯილდო დახვეწილი არქიტექტურისთვის მიიღო ასევე მრავალფუნქციურმა პროექტმა Alliance Privilege (Marriott hotel). 

Property Georgia

Property Georgia

აღმოსავლეთ ევროპის ფორუმზე, რომელიც მეოთხე წელია უკრაინის დედაქალაქ კიევში იმართება, სხვადასხვა ქვეყნებიდან შერჩეული ჟიური უძრავი ქონების ბაზარზე მომუშავე კომპანიების პროექტებს აფასებს და წლის საუკეთესო დეველოპმენტებს ავლენს. წელს საქართველოდან ჟიურის წევრებად და სპიკერებად მიწვეულნი იყვნენ ირაკლი კილაურიძე, Colliers International Georgia-ს ხელმძღვანელი და ლიკა ქარდავა Property Georgia-ს მმართველი პარტნიორი. Property Georgia მეორე წელია აღმოსავლეთ ევროპის უძრავი ქონების დაჯილდოვების პარტიონრია საქართველოდან.

URE club-ისა და EuropaProperty.com-ის მიერ ორგანიზებულ დაჯილდოვებაზე საერთაშორისო ჟიურიმ წლის საუკეთესო პროექტები და კომპანიები, 34 ნომინაციაში გამოავლინა. EE Real Estate Project Awards-იაღმოსავლეთ ევროპისა და აზიის უძრავი ქონების ბაზრების საკვანძო ორიენტირადაა აღიარებული. ფორუმი ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ბელორუსიის, მოლდოვისა და უკრაინის საუკეთესო სამშენებლო-დეველოპერებს, ინვესტორებს, ბანკირებს და არქიტექტორებს აერთიანებს. წლევანდელ ღონისძიებაზე საკუთარი ქვეყნების უძრავი ქონების ბაზრები 200-მდე კომპანიამ წარმოადგინა.

წელს EE Real Estate Project Awards-ზე შვიდი ქართული კომპანია გახდა გამარჯვებული  რვა ნომინაციაში.

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: