“ალიანს ჯგუფი” თბილისში პრემიუმ კომპლექსს აშენებს | Property Georgia

“ალიანს ჯგუფი” თბილისში პრემიუმ კომპლექსს აშენებს

აკაკი სონგულია, “ალიანს ჯგუფის” გენერალური დირექტორი/დამფუძნებელი: “ილია ჭავჭავაძის გამზირი 49ბ-მას შემდეგ რაც პრემიუმ კომპლექსი დასრულდება, ეს მისამართი თბილისის ახალი სავიზიტო ბარათი გახდება.”

Property Georgia

 “ალიანს ჯგუფი”, წამყვანი ქართული სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომლის სახელი ქვეყანაში არაერთი ინოვაციური ბიზნეს-მოდელების შემოტანას უკავშირდება, თბილისში პრემიუმ კომპლექსს აშენებს. დეველოპერისთვის ეს დედაქალაქში განხორციელებული პირველი პროექტი იქნება. “ილია ჭავჭავაძის გამზირი 49ბ-მას შემდეგ რაც პრემიუმ კომპლექსი დასრულდება, ეს მისამართი თბილისის ახალი სავიზიტო ბარათი გახდება,”- აკაკი სონგულია, “ალიანს ჯგუფის” გენერალური დირექტორი/დამფუძნებელი Property Georgia-სთან საუბარში აცხადებს.” მისი თქმით, პრემიუმ კომპლექსი პირველ რიგში თავისი მასშტატებით და  ექსკლუზიური არქიტექტურით ახდენს შთაბეჭდილებას. პროექტი სამ თაუერს მოიცავს, მათგან ყველაზე მაღალში-40 სართულიან შენობაში პრემიუმ კლასის საცხოვრებელი განთავსდება, დანარჩენ ორში კი კომბინირებული იქნება მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ოპერატორის Wyhdnam Hotel Group-ის მაღალი კლასის ბრენდის Wyndham Garden-ის სასტუმრო და აპარტამენტები.“აპარტამენტების გაყიდვა ძირითადად არარეზიდენტებზეა დაგეგმილი, Wyndham Garden-ის ინტეგრირება პრემიუმ კომპლექსში კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პროექტი მაღალი საერთაშორისო სტანდარტებით შენდება. საერთაშორისო სასტუმროს ბრენდის შემოსვლა მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვისაც, ის ვაკეს თბილისის ახალ ტურისტულ ცენტრად აქცევს,” ამბობს სონგულია. სასტუმროების  საერთაშორისო ოპერატორებთან მომუშავე დეველოპერული კომპანიის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში ტურიზმის შთამბეჭდავი განვითარება ადგილობრივი სასტუმრო ინდუსტრიით დაინტერესებული უცხოელი ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი არგუმენტია. სონგულიას თქმით, პრემიუმ კომპლექსის პრემიუმ კლასის ინფარსტრუქტირა მოიცავს:

3 სართულიან ავტოსადგომს მიწისქვეშ, საცურაო აუზს, სპას, ფიტნესს, კონსიერჟის მომსახურებას.

სონგულია აღნიშნავს, რომ პროექტში, როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე კომპლექსის შიდა ფუნქციონალურ ნაწილში, მაქსიმალურად არის გათვალისიწნებული თანამედროვე ტექნოლოგიები, მაგალითისთვის, როგორიცაა  ალტერნატიული ენერგიის წყარო, ტექნიკური ოთახი ყოველ სართულზე, გასაღები-ბარათები და სხვა. პრემიუმ კომპლექსის ბინათმფოლობელებს  “ალიანსი” ფინანსურადაც  ახალისებს, მათთვის ლობით სხვა საერთო სივრცეებით და ლიფტით სარგებლობა უფასო იქნება.

რემიუმ კომპლექსის მშენებლობა, რომლის ჯამური ღირებულებაც $75 მილიონს აჭარბებს, 2019 წელს დასრულდება. სონგულია უახლოეს წლებში თბილისში უძრავ ქონებაზე მოთხოვნის კიდევ უფრო მეტ ზრდას ელოდება. “განსაკუთრებით დიდია მოლოდინი აპარტამენტების სეგმენტში. სამშენებლო დეველოპმენტში მდიდარი გამოცდილება გვაქვს და მჯერა, რომ 11 წლის წინ “ალიანს ჯგუფის” ბათუმში დაწყებულ  წარმატების ისტორიას თბილისის მსხვილი პროექტების ახალი თავი დაემატება, პრემიუმ კომპლექსი კი ამის პირველი მაგალითი იქნება,” ამბობს ის.   

თბილისში მშენებარე პრემიუმ კომპლექსის გარდა, ალიანს ჯგუფი ორ მსხვილ პროექტს ახორციელებს, ასევე სასტუმროების წამყვან საერთაშორისო  ბრენდებთან პარტნირობით: “ალაინს პალასში” ბათუმში  პირველ ექვს სართულს Courtyard by Marriott-ი დაიკავებს, კურორტ გოდერძიზე დაწყებულ 100-ნომრიან სასტუროში კი Ramada Resort იქნება წარმოდგენილი.

2005 წელს დაარსებულ “ალიანს ჯგუფს”, რომელმაც პირველმა ააშენა თანამედროვე საცხოვრებელი სახლი აჭარაში, დანერგა საქართველოში აპარტოტელის ბიზნეს-მოდელი და მოახდინა მულტიფუნქციურ კომპლექსში საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის ინტეგრირება, ბოლო 11 წლის განმავლობაში ჯამში $200 მილიონზე მეტი აქვს ინვესტირებული ადგილობრივი უძრავი ქონების ბაზარზე.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: