“ალიანს ჯგუფის” აპარტამენტები - Designed in Italy

ანდრეა ვიგანო: „ალიანს ჯგუფი“ უძრავი ქონების ბაზარს სთავაზობს ხარისხს და გაუმჯობესებულ მომსახურებას“.

Property Georgia

ლუკა მორეტი

იტალიელი არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი ანდრეა ვიგანო ამჟამად „ალიანს პალასისა“ და „ალიანს ჰაილაინის“ პროექტებზე მუშაობს. ბათუმსა და თბილისში განლაგებული ეს ორი თანამედროვე, მრავალფუნქციური კომპლექსი დაემატება ვიგანოს ფირმის, „სტუდიო D73“-ის პორტფელს, რომელსაც იტალიელი დიზაინერი თავის ბიზნეს-პარტნიორ და თანამემამულე მარკო ვისმარასთან ერთად მართავს.

- იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი, რუსეთი და საქართველო - „სტუდიო D73“ თბილისში საკუთარი ოფისითაც კი არის წარმოდგენილი. რა პერსპექტივებს ხედავთ თქვენ, როგორც მაღალი კლასის საერთაშორისო პროექტებზე მომუშავე, თანამედროვე იტალიელი დიზაინერი, ჩვენს ქვეყანაში?

- „სტუდიო D73“ უკვე რამდენიმე წელია, რაც მუშაობს საქართველოში. ჩვენ ახლოს გავეცანით ქართულ კულტურას, რამაც საშუალება მოგვცა, სწორი მიდგომა შეგვერჩია ადგილობრივი ბაზრისთვის. საქართველო სწრაფად ვითარდება ტურისტული ბიზნესის ზრდისა და მრავალწლიანი სტაბილურობიდან გამომდინარე. ჩვენ, როგორც არქიტექტორებს, უმნიშვნელოვანესი როლი გაგვაჩნია განვითარების აღნიშნულ პროცესში, რათა უზრუნველვყოთ ხარისხისა და იდეების მიწოდება, და თავიდან ავიცილოთ ქალაქების დაულაგებელი გარდაქმნა. საქართველოს გააჩნია დიდი პოტენციალი. ქვეყანა ითხოვს ევროპული სტილის, გონებაგახსნილ მიდგომას ბიზნესისადმი. ჩვენ, როგორც უცხოელ არქიტექტორებს, შეგვიძლია ამგვარი სიახლეების უზრუნველყოფა. თუმცა, ეს სიახლეები აუცილებლად უნდა შეერწყას ქართულ ფონსა და ისტორიას.

- როგორ დაიწყო თქვენი მოღვაწეობა საქართველოში?

- „სტუდიო D73“-მ თბილისში მოღვაწეობა ოთხი წლის წინ დაიწყო. ჩვენს პირველ პროექტს სასტუმრო „ამბასადორი“ წარმოადგენდა. ეს მეტად რთული პროექტი აღმოჩნდა, რომელზეც ჩვენ 3 წლის განმავლობაში ვიმუშავეთ. მისი წარმატებით დასრულება შესაძლებელი გახდა იმ კავშირების მეშვეობით, რომლებიც „სტუდიო D73“-მ ჩამოაყალიბა სხვადასხვა ქვეყანაში ადგილობრივ დეველოპერებსა და სხვა კომპანიებთან მჭიდროდ თანამშრომლობით. აღნიშნული ურთიერთობების ჩამოყალიბებამ და კომუნიკაციაზე ყურადღების გამახვილებამ ახალი ბაზრებისკენ გაგვიხსნა კარი. ჩვენი მიდგომის წარმატება ასევე განპირობებულია იმით, რომ ყველა პროექტს უშუალოდ ადგილზე ვადევნებთ თვალს და არ შემოვიფარგლებით ლამაზი დიზაინისა და ნახაზების უზრუნველყოფით.

- რატომ „ალიანს ჯგუფი?

- ალიანს ჯგუფთან“ ჩვენ დაგვაკავშირა ქალბატონმა მაია წერეთელმა და „Key Hospitality Management“-მა. თანამშრომლობა ბუნებრივად შედგა, რამეთუ ჩვენ გაგვაჩნია მსგავსი პროფესიული მიდგომა და მენტალიტეტი, რომელიც ორიენტირებულია არა მხოლოდ ფინანსურ ასპექტზე, არამედ მომსახურების ხარისხზე. როდესაც ჩვენი იდეები ბათუმის „ალიანს პალასთან“ დაკავშირებით პირველად წარვადგინეთ, მაშინვე ვიგრძენი, რომ აკაკი სონგულია იზიარებდა ჩვენს ბიზნეს-სტრატეგიას. „ალიანს ჯგუფი“ უძრავი ქონების ბაზარს სთავაზობს ხარისხს და გაუმჯობესებულ მომსახურებას. ჩვენი პარტნიორობა იდეალურია, რამეთუ ჩვენი ღირებულებები ერთმანეთს ემთხვევა. წარმატების მისაღწევად საჭიროა, რომ ბოლომდე მივყვეთ ამ მიდგომას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორივე მხარეს დიდ წარმატებას მოუტანს.

- ინტერიერის დიზაინერები ხშირად ამბობენ, რომ შთაგონების მისაღებად მათ უნდა შეიგრძნონ გარემო. რა არის თქვენი ძირითადი მოტივაცია ბათუმის „ალიანს პალასისა“ და თბილისის „ალიანს ჰაილაინის“ შემთხვევაში?

- გეთანხმებით, შეუძლებელია გამორჩეული დიზაინის შექმნა, თუ არ იცნობ ადგილობრივ გარემოს, ხალხსა და კულტურას. როდესაც მე დავიწყე ამ ორ პროექტზე მუშაობა, თავი წარმოვიდგინე კლიენტად, რომელმაც ახლახანს შეიძინა თავისი ოცნების ბინა და პირველად შედგა მასში ფეხი. როგორ მინდა, რომ ვგრძნობდე ამ დროს თავს? „ალიანს პალასის“ აპარტამენტები ძირითადად წარმოადგენენ დასასვენებელ ადგილს. შესაბამისად, მე შევარჩიე ისეთი დიზაინი, რომელიც განტვირთვის გრძნობას შემიქმნის ზღვაზე გატარებული მზიანი დღის ბოლოს. შევდივარ ბინაში და მხნედ ვგრძნობ თავს ღია და მყუდრო ფერების დანახვისას, შევიგრძნობ ბუნებრივ ხის იატაკს, და მინდება სასიამოვნო საღამოს გატარება მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად. აუცილებელია ყურადღება მიაქციო განათების ეფექტებს. რაც შეეხება „ალიანს ჰაილაინს“, აქ შენ ცხოვრობ ქვეყნის დედაქალაქში. ამ შემთხვევაში, მე წარმოვიდგინე დინამიური ცხოვრებისა და სამუშაო გრაფიკის მქონე ადამიანი, რომელიც დაკავშირებულია მსოფლიოსთან. აქ გამოყენებულია უფრო მუქი ფერები და მეტი კონტრასტი, ამავდროულად კი - შეიგრძნობა ბალანსი, რომელიც მანიჭებს ენერგიასა და დინამიკას. აქაც მნიშვნელოვანია განათება, ისევე როგორც გრაფიკა.

- რით გამოირჩევა "ალიანს პალასი“ და "ალიანს ჰაილაინი“?

- უძრავი ქონების მომსახურების მაღალი ქართული ხარისხის, ასევე საუკეთესო იტალიური დიზაინისა და ავეჯის შერწყმით.

- D73-ის პროექტებიდან ჩანს, რომ თქვენ ლურჯ ფერს ანიჭებთ უპირატესობას - მაგალითად, ხშირად იყენებთ ლურჯი განათების ვარიაციებს. რა მნიშვნელობას წარმოადგენს თქვენთვის ლურჯი ფერი?

- სწორი ბრძანდებით, მე მომწონს ლურჯი ფერის ტონებისა და ვარიაციების გამოყენება, რამეთუ ეს ფერი უკეთესად ასახავს იმ განწყობას, რომლის შექმნასაც მე ვცდილობ. განათების მხრივ, მას გააჩნია გარემოსთან კონტრასტის გაზრდის შესაძლებლობა. ეს არის ინტენსიური, ამავდროულად კი - ელეგანტური და დახვეწილი ფერი. თუმცა, უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ლურჯი ფერის გამოყენება ჩემთვის არ წარმოადგენს აუცილებლობას. ყველაფერი დამოკიდებულია პროექტზე, და მე მომწონს პერიოდულად ცვლილებების შეტანა.

- არის თუ არა შესაძლებელი გარკვეული ფერების კომბინაციის მეშვეობით ბინაში მეტი სივრცის ეფექტის შექმნა?

- რა საკვირველია, არსებობს ფერები, რომლებიც სივრცისა და ტევადობის სხვადასხვა შეგრძნებას წარმოქმნიან. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია არსებული სივრცეების ორგანიზება, ასევე მათი შერწყმა და დაბალანსება განათებასა და ფერებთან.

- ფერების გარდა, რა წარმოადგენს ინტერიერის დიზაინის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს?

- დარწმუნებით ვიტყვი, რომ ეს არის განათება. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ განათების პროექტს, რომელიც სრულად ინტეგრირებულია ინტერიერის პროექტში. განათებას შეუძლია გარემოს შეგრძნების რადიკალურად შეცვლა.

- აპირებთ თუ არა „ალიანს ჯგუფთან“ სხვა პროექტებზეც თანამშრომლობას?

- ჩვენი პარტნიორობა ამჟამად მოქმედებს „ალიანს პალასსა“ და „ალიანს ჰაილაინზე“ მუშაობის სახით. იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა იმდენად ეფექტური იქნება, რომ ჩვენ ბათუმში “ალიანს ფრივილიჯის” მულტიფუნქციური კომპლექსზეც ერთად ვიმუშავებთ, რომელიც „მარიოტის” 5-ვარსკვლავიან სასტუმროს მოიცავს. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ „ალიანს ჯგუფს“ ამ პროცესში.

- ალიანს ჯგუფთან“ ერთად თქვენ მუშაობთ ორ საერთაშორისოდ აღიარებულ პროექტზე. რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია „ალიანს პალასსა“ და „ალიანს ჰაილაინს“ თქვენს კარიერაში?

-ალიანს ჯგუფთან“ თანამშრომლობა წარმოადგენს მეტად მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩვენი საერთაშორისო გამოცდილების გამყარების კუთხით. „ალიანს პალასი“ და „ალიანს ჰაილაინი“ მათი მასშტაბის, ლოჯისტიკისა და მომსახურების მხრივ რთული პროექტებია. ისინი ხელს შეუწყობენ ჩვენს პროფესიულ განვითარებას. თუმცა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ვთანამშრომლობთ მსგავსი ხედვის მქონე კომპანიასთან. ეს არის ჩვენთვის საუკეთესო სტიმული.

Subscribe
Subscribe to Our Newsletter to get
important News, Amazing Offers & Inside Scoops: