“ალიანს ჯგუფს” ვაშინგტონში საქართველოს საუკეთესო დეველოპერის ჯილდო გადაეცა | Property Georgia

“ალიანს ჯგუფს” ვაშინგტონში საქართველოს საუკეთესო დეველოპერის ჯილდო გადაეცა

www.propertygeorgia.ge 

აშშ-ის კაპიტოლიუმში და სამრეწველო-სავაჭრო პალატაში 11-12 აპრილს გამართულ საქართველოს პარლამენტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე, სტუმრის სტატუსით მიწვეული “ალიანს ჯგუფი” საქართველოს საუკეთესო სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიად აღიარეს და საპატიო ჯილდო გადასცეს. ქართული დეველოპერული კომპანიის წარმომადგენლებს ასევე ხვდათ წილად პატი მთავარი ჯილდო გადაეცათ ამერიკის კონგრესმენ, ჯერი კონოლისთვის, საქართველო-ამერიკის ურთიერთობების მხარდაჭერისთვის.

აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ამერიკელი კონგრესმენები და საჯარო მოხელეები. 

“ალიანს ჯგუფისთვის” კაპიტოლიუმში მიღებული ჯილდო მნიშვნელოვანი აღიარებაა ჩვენი კომპანიის მიერ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტებისა, რომლებიც სწორედ რომ ამერიკულ კომპანიებთან ერთად, კერძოდ ლიდერ ამერიკულ სასტუმრო ბრენდებთან პარტნიორობით განხორციელდა,” აცხადებს აკაკი სონგულია, “ალიანს ჯგუფის” გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი. 

საქართველოს პარლამენტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული დაჯილდოვების ცერემონიალი ითვალისწინებდა როგორც საქართველო-ამერიკას შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობების გაძლიერებაში დიდი წვლილის შემტანი ამერიკელი კონგრესმენების დაჯილდოვებას, ასევე წამყვანი ქართული კომპანიების გამოვლენას კერძო სექტორიდან, რომლებიც აქტიურად უწყობენ ხელს ამ ორ ქვეყანას შორის არსებული ბიზნეს კავშირების გამყარებას.

ღონისძიების ფარგლებში ასვე ჩატარდა ნიუ იორკ თაიმსის პირველი ქართული ლიცენზირებული გამოცემის პრეზენტაცია.

“ალიანს ჯგუფს” 2015 წლიდან დღემდე არაერთი ამერიკული ბრენდი ჰყავს შემოყვანილი ქართულ ბაზარზე, როგორებიცაა Marriott, Courtyard by Marriott, Wyndham Garden and Ramada. კომპანია სხვადასხვა ფორმატით გამუდმებით ეწევა ქვეყნის აქტიურ პოპულარიზაციას ახალ ტურისტულ თუ საინვესტიციო პლატფორმებზე.

 

“ალიანს ჯგუფის” შესახებ

“ალიანს ჯგუფი” პირველი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა,  რომელმაც ბათუმში თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი ააშენა 2005 წელს; პირველია, ვინც სასტუმრო-აპარტამენტის კონცეფცია დანერგა 2008-ში; და პირველი, ვინც საცხოვრებელი შენობები საერთაშორისო სასტუმრო ბრენდებთან დააკავშირა 2015-ში. აჭარის რეგიონში კომპანიას $200 მილიონზე მეტი აქვს დაბანდებული მსხვილმასშტაბიან, უკვე დასრულებულ პროექტებში. დამატებით $390 მილიონის ინვესტირება ხორციელდება მიმდინარე პროექტებში, რომლებიც მულტიფუნქციურ კომპლექსთა ფრანშიზებს მოიცავს, მათი განვითარება კი, თავის მხრივ, განთქმულ საერთაშორისო სასტუმრო ქსელებთან პარტნიორობით ხდება, როგორებიცაა Marriott International-ი და Wyndham Hotel Group-ი.    

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: