“ალიანს ცენტროპოლისში” რეგიონში პირველი “მსოფლიო სავაჭრო ცენტრი” განთავსდება | Property Georgia

“ალიანს ცენტროპოლისში” რეგიონში პირველი “მსოფლიო სავაჭრო ცენტრი” განთავსდება

ალიანს ჯგუფი”, წამყვანი ქართული სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, “მსოფლიო სავაჭრო ცენტრების ასოციაციასთან” თანამშრომლობით, საქართველოში პირველ “მსოფლიო სავაჭრო ცენტრს” ააშენებს. ახალი პროექტი - „ალიანს ცენტროპოლისი“ მოიცავს:  ა-კლასის სავაჭრო ცენტრს, ა-კლასის  ბიზნეს ცენტრს, „მსოფლიო სავაჭრო ცენტრის“ საგამოფენო სივრცეებს, ასევე საერთაშორისო ბრენდის 5 ვარსკვლავიან სასტუმროსა და კაზინოს. “ალიანს ცენტროპოლისი“ იქნება “საქმიანი ტურიზმის” პირველი პრემიუმ-კლასის პროექტი საქართველოში და ზოგადად, რეგიონში,” განაცხადა აკაკი სონგულიამ, “ალიანს ჯგუფის” თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა,  Property Georgia-სთან საუბარში.

“ალიანს ცენტროპოლისი" 20,000 კვ.მ-ზე (420, 000 სამშენებლო ფართი) ზღვისპირას აშენდება, ბულვარის შუაგულში, ყველაზე ხალხმრავალ ადგილას. “ალიანს ჯგუფი” ახალ, ენერგოეფექტურ სავაჭრო და ბიზნეს ცენტრს ძველი, მიტოვებული, დაუსრულებელი 13-სართულიანი ნაგებობის ნაცვლად ააშენებს. “ალიანს ცენტროპოლისი“ საქართველოში “მაის ტურიზმის ჰაბი” იქნება. “ალიანს ჯგუფი” პროექტში $380 მილიონის ინვესტირებას ახდენს.

“ალიანს ცენტროპოლისი“ საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიას ახალ, უფრო მაღალ ეტაპზე გადაიყვანს. ჩვენი ქვეყნისთვის ეს ნიშნავს მაღალშემოსავლიან ვიზიტორებს. საქმიანი მოგზაურები რეგულარულ ტურისტებთან შედარებით მეტად მხარჯველები არიან,” აღნიშნა აკაკიმ. 

“ალიანს ჯგუფი” პირველი საშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც 2005 წელს ბათუმში პირველი თანამედროვე სტილის საცხოვრებელი სახლი ააშენა. ინოვატორმა კომპანიამ 2008 წელს სასტუმროს ტიპის აპარტამენტების კონცეფცია დანერგა საქართველოში. 2015 წელს “ალიანს ჯგუფმა” საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები მულტიფუნქციურ კომპლექსებში შემოიყვანა. კომპანიას დასრულებულ პროექტებში $200 მილიონი აქვს დახარჯული, მიმდინარე პროექტებში კი, რომლებსაც სასტუმროების საერთაშორისო ქსელებთან პარტნიორობით ავითარებს, როგორებიცაა მათ შორის Marriott International- და Wyndham Hotel Group- $645 მილიონის ინვესტირებას გეგმავს.

“ალიანს ჯგუფის” მიმდინარე და ახლად დაანონსებული პროექტებია: “ალიანს ცენტროპოლისი“ (საერთაშიროსო სასტუმრო ბრენდთან მოლაპარაკების ეტაპზე), “ალიანს პალასი” (Courtyard by Marriott hotel), “ალიანს ფრივილიჯი” (5-ვარსკვლავიანი Marriott-ის სასტუმრო), გამაჯანსაღებელი კომპლექსი ქობულეთში (საერთაშორისო სასტუმრო ბრენდთან მოლაპარაკების ეტაპზე) და “ალიანს ჰაილაინი” თბილისში (Wyndham Garden hotel).

“ალიანს ჯგუფის” ჯამური ინვესტიცია დასრულებულ და მიმდინარე პროექტებში $845 მილიონს შეადგენს.

“ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი ხედვა, ვაშენებთ მდგრადი და მედეგი განვითარების პროექტებს, ჩვენ ვქმნით გარემოს და არა მხოლოდ შენობებს და ინფრასტურქტურას. ბოლო 15 წლის განმავლობაში ავაშენეთ პირველი თანამედროვე საცხოვრებელი სახლი ბათუმში, ქვეყანაში დავნერგეთ აპარტ-ოტელების ბიზნეს-მოდელი, პირველებმა გავიტანეთ ჩვენი პროდუქტი საქართველოს საზღვრებს გარეთ, შემოვიყვანეთ საერთაშორისო სასტუმრო ბრენდები ჩვენს მულტიფუნქციურ კომპლექსებში, გამაჯანსაღებელ ტურიზმში გადავდგით პირველი ნაბიჯები და დავაანონსეთ ქობულეთის პროექტი. ასევე, რაც მნიშვნელოვანია “ალიანს ჯგუფის პროექტები ჩართულია დასვენების გაცვლის ლიდერ საერთშორისო ქსელში. ბოლო და არანაკლებ მნიშვნელოვანი, ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი საქართველოში, კერძოდ ბათუმში, “მაის ტურიზმის” რეგიონალური ცენტრის განვითარების შესახებ, რაც დამატებით ღირებულებას შექმნის როგორც ტურიზმის სექტორისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის,” განაცხადა სონგულიამ.

“მაის ტურიზმთან” ერთად, “ალიანს ჯგუფის” გენერალური დირექტორის თქმით, “ალიანს ცენტროპოლისი“ მნიშვნელოვანი პროექტია მდგრადი ტურიზმის კონცეფციის კუთხითაც. “ტურისტულად აქტიურ ქალაქებში, როგორიცაა ბათუმი, მნიშვნელოვანია ეკოლოგიურად ჯანსაღი პროექტების განვითარება. “ალიანს ჯგუფში”, ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე,” განმარტა აკაკი სონგულიამ და აღნიშნა, რომ  “ალიანს ცენტროპოლისის“ პროექტის ფარგლებში შეიქმნება რეკრეაციული ინფრასტრუქტურა, ენერგო მოხმარება მინიმუმამდე შემცირდება, რაც თავის მხრივ CO2-ის ნაკლებ ემისიაში აისახება. უფრო კონკრეტულად, 6,500 ტონით ნაკლები ნახშირორჟანგის გაფრქვევა მოხდება, რასაც 32,000 ხე დაჭირდებოდა.

როგორც “მსოფლიო სავაჭრო ცენტრების ასოციაციაში” აცხადებენ, ბათუმს აქვს შესაძლებლობა მოიზიდოს ახალი ბიზნეს და სავაჭრო პარტნიორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც საერთო ხედვას იზიარებენ. ბათუმი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საპორტო ქალაქია, და იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის, “მსოფლიო სავაჭრო ცენტრის” გახსნა ამ ქალაქში სასარგებლო დამატება იქნება მსოფლიო სავაჭრო ცენტრების გლობალურ ქსელში.

ნიუ-იორკი, ბუენოს აირესი, ლონდონი, ბრიუსელი, ბერლინი, პარიზი, მადრიდი, მილანი, სტამბოლი, პეკინი, სეული, სინგაპური, ტოკიო, დუბაი, შანხაი, ბერლინი, პარიზი, სიდნეი, სინგაპური, სეული და კიდევ მრავალი წამყვანი ასამდე საქმიანი ქალაქი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელთა სიაშიც უკვე ბათუმიცაა.

“ბათუმს აქვს ახალი პოტენციალი. ის შეხვედრების ინდუსტრიის საერთაშორისო ჰაბი ხდება,” განაცხადა “ალიანს ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა.

“ალიანს ჯგუფი” ახალ ინოვაციურ, ენერგოეფექტურ პროექტს, ალიანს ცენტროპოლისს“, რომელიც “მაის ტურიზმის” პირველი საერთაშორისო ცენტრი ხდება საქართველოში და რეგიონში, 2024 წელს დაასრულებს. 

 

ალიანს ცენტროპოლისი

propertygeorgia.ge

 

ალიანს ფრივილიჯი

propertygeorgia.ge

 

ალიანს პალასი

propertygeorgia.ge

 

ალიანს ქობულეთი

propertygeorgia.ge

 

ალიანს ჰაილაინი

propertygeorgia.ge

 

 

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: