ამ ეტაპზე კომპანია "ბინადარის" გაყიდვები ჩვეული რიტმით მიმდინარეობს | Property Georgia

ამ ეტაპზე კომპანია "ბინადარის" გაყიდვები ჩვეული რიტმით მიმდინარეობს

ფოტოს ავტორი: ანა-ბოკო ლორთქიფანიძე Forbes Woman Georgia

 

მსოფლიო ბიზნესისა და ეკონომიკისთვის კორონა ვირუსი, იგივე CORID-19 ახალი გამოწვევაა. ეპიდემიის გავრცელებამ საერთაშორისო ეკონომიკაზე და ბიზნესის სხვადასხვა დარგებზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, ნეგატიური ეფექტი შესაძლოა გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდეს.

საქართველოში ვირუსის შემთხვევა რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა. საინტერესოა, რა მოლოდინები და პროგნოზები აქვთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უძრავი ქონების სფეროს წარმომადგენლებს.

გთავაზობთ სამშენებლო კომპანიის ბინადარისკომერციული დირექტორის, თეო გოგიბერიშვილის კომენტარს:

ვინაიდან ჩვენი სამომხმარებლო ბაზრის თითქმის მთელი წილი მოდის ადგილობრივ სეგმენტზე, ამ ეტაპზე კომპანიის გაყიდვები ჩვეული რიტმით მიმდინარეობს. თუმცა თუ საქართველოშიც მოხდება აღნიშნული ვირუსის როგორც ეპიდემიის გავრცელება, მაშინ ეს ფაქტი ნებისმიერ ბიზნესზე უარყოფითად აისახება მთელი ქვეყნის მასშტაბითვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია არ გართულდება და ადგილი ექნება მხოლოდ ერთეულ შემთხვევებს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაველოდებით ბიზნეს სექტორის სხვა წარმომადგენლების მსგავსად მდგომარეობის გაუმჯობესებას.“

propetygeorgia.ge

დეველოპერული კომპანია „ბინადარი“ როგორც ბრენდი, სამშენებლო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. მათი პროექტები პრემიუმ კლასით გამოირჩევა, რაც უმაღლესი ხარისხის მასალას გულისხმობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ორი პროექტის - „ბინადარი ვაკეში“ და „ბინადარი ლისზე“ მშენებლობა.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: