ანაგი დეველოპმენტი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება | Property Georgia

ანაგი დეველოპმენტი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, „ანაგი დეველოპმენტი“ მხარს უჭერ საქართველოს მთავრობის მოწოდებას კერძო სექტორის მიმართ და სრულად იზიარებს მოქალაქეობრივ და სოციალურ პასუხისმგებლობას.

ანაგი დეველოპმენტი 30 წლიანი ისტორიის მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია ანაგის ახალი მიმართულებაა.

„ანაგი ჯგუფმა“ საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილის შესატანად 300 000 ლარი გადარიცხა საგანგებოდ შექმნილ "StopCov ფონდი"- ანგარიშზე. “ჩვენ გვჯერა, რომ ერთიანი ძალებით შევძლებთ გავუმკლავდეთ ქვეყნის წინაშე არსებულ ამ უდიდეს გამოწვევას და ერთად დავამარცხებთ COVID-19-ს“ - აცხადებენ კომპანიაში. 

"ანაგი დეველოპმენტი" მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ასევე ხელისუფლების მიერ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით, განაგრძობს ყველა ვალდებულების შესრულებას, როგორც მისი მომხმარებლების, ასევე თანამშრომლების მიმართ.

„ანაგი დეველოპმენტი“ იღებს სრულ პასუხიმგებლობას, რომ:

1. მომხმარებლების წინაშე აღებული ყველა ვალდებულება პირნათლად შესრულდება დათქმულ ვადებში;

2. კომპანიის ყველა თანამშრომი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს და  დროულად და სრულად მიიღებს კუთვნილ ანაზღაურება.

„ანაგი დეველოპმენტის“ გუნდი უწყვეტად განაგრძობს დისტანციურად  მუშაობას და ბინის შეძენით დაინტერესებულ ყველა პირს სრულ მომსახურებას სახლიდან გაუსვლელად სთავაზობს.

„ჩვენი  გუნდი უწყვეტად აგრძელებს მუშაობას თქვენთვის და მზად არის დისტანციურად მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია ჩვენი პროექტების შესახებ, თქვენ კი  დარჩით სახლში. გვჯერა რომ ძალიან მალე შევხდებით ერთმანეთს“ -  აცხადებენ კომპანიაში. 

„ანაგი დეველოპმენტთან“  დისტანციურად დაკავშირება შესაძლებელია:

საკონტაქტო ნომერი: +995322 318 318

ვებგვერდი: www.ad.ge

ელ.ფოსტა: [email protected]

whatsapp, viber : +995577 318 318; +995555 318 310

 

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: