AREA.GE -უძრავი ქონების შეფასება | Property Georgia

AREA.GE -უძრავი ქონების შეფასება

AREA.GE უძრავი ქონების პლატფორმაა, რომელიც ინდუსტრიის ყველა მოთამაშეზე არის გათვლილი. უძრავი ქონების და საკუთრების მოთხოვნის ზრდამ ბაზარზე სხვადასხვა სერვისების აუცილებლობა შექმნა. ჩვენი მომხმარებლებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქონების რეალური საბაზრო ღირებულებების ცოდნა. უძრავი ქონების შეფასება, მფლობელსა და მაძიებელს შორის სამართლიანი გარიგების მთავარი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ პლატფორმაზე დავამატეთ კიდევ ერთი, ახალი სერვისიშეფასება, რაც გვაძლევს შესაძლებლობას შევთავაზოთ მათ დეტალურ კვლევაზე დაფუძნებული, უძრავი ქონების შეფასება სხვადასხვა ტიპის ქონებისთვის.

ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაცია Cushman & Wakefield-თან, რომელიც მსოფლიო უძრავი ქონების სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. ორგანიზაციის ისტორია 100 წელზე მეტს ითვლის. გუნდი რომელიც ჩართული იქნება შეფასების პროცესში აკმაყოფილებს პროფესიულ კრიტერიუმებს, მათ შორის: პროფესიული შეფასების პრაქტიკის უნიფიცირებულ  (USPAP) და საერთაშორისო შეფასების სტანდარტებს (IVS)

propertygeorgia.ge

AREA.GE აღმასრულებელი დირექტორი, ანა გაგუა


პლატფორმაზე მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგის ტიპის შეფასების სერვისებით:

1.საორიენტაციო შეფასება მომხმარებელებს აქვთ შესაძლებლობა, სრულიად უფასოდ მიიღონ ინფორმაცია გასაყიდი, ან შესაძენი ქონების სავარაუდო ღირებულებაზე, ამისთვის აჭიროა პლატფორმაზე შეავსონ შესაბამისი კრიტერიუმები და ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტი, დაითვლის უძრავი ქონების მიახლოებით ღირებულებას, უკვე განთავსებული მსგავსი განცხადებების მიხედვით.

2.სარეკომენდაციო შეფასება, რომელიც მომხარებლებს მისცემთ შესაძლებლობას გაიგონ  გასაყიდი, ან შერჩეული ქონების რეალური საბაზრო ღირებულება. განაცხადის გაკეთებიდან 4 საათში, ელ.ფოსტის მისამართზე მიიღებენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის დასკვნას, ჩვენი პარტნიორისგან Cushman & Wakefield, რომლის წარმომადგენელიც აღნიშნული სტანდარტების გათვალისწინებით (მინ. სამი შესადრისი) შეაფასებს ქონებას. სერვისის ღირებულება 19 ლარია.

3.პროფესიონალური შეფასება  გულისხმობს  ქონების რეალური ღირებულების დამადასტურებელი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს, რომელიც მომზადდება, ჩვენი პარტნიორი Cushman & Wakefield-ის პროფესიონალი შემფასებლის მიერ, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით (მინ. სამი შესადრისი) ადგილზე ვიზიტის შემდგომ და მომხმარებელს განაცხადის გაკეთებიდან 1 სამუშაო დღეში, ელ.ფოსტის მისამართზე გადაეგზავნება. აღნიშნული სერვისით სარგებლობის ღირებულება 49 ლარია და მისი გამოყენება ესაძლებელია ნებისმისერი დანიშნულებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიყოთ გზამკვლევები უძრავი ქონების მაძიებლებსა და განმთავსებლებს შორის.  ვუპასუხოთ მომხმარებლის ნებისმიერ მოთხოვნას, რაც დაეხმარებათ მათ აღმოაჩინონ მათთვის სასურველი უძრავი ქონება, საქართველოს მასშტაბით.

 

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: