“არქი” 2019 წელს რეკორდულად წარმატებულად აფასებს | Property Georgia

“არქი” 2019 წელს რეკორდულად წარმატებულად აფასებს

“არქი” 2019 წელს რეკორდულად წარმატებულად აფასებს

უძრავი ქონების დეველოპერულ კომპანია “არქის” წარმატებული და მოვლენებით დატვირთული წელი ქონდა . როგორც "არქიში” აცხადებენ, მოგეხსენებათ,  ამ ეტაპზე კომპანიაში 22 დასრულებული (410 000 კვ.მ.) და 19 მიმდინარე პროექტია (325 000 კვ.მ), 15 000-ზე მეტი “არქელის” რიცხვი კი დღითი-დღე იზრდება.

კომპანია “არიმ” 2019 წელს დაასრულა არაერთი საცხოვრებელი კომპლექსი ვაზისუბანში, გლდანში და საბურთალოზე.  ახალი პროექტები დაწყებულია ასევე სხვადასხვა უბანში: ნუცუბიძეზე, საბურთალოზე, ისანში, დიდ დიღომში, გლდანსა და ვაზისუბანში.

2019 წელს გაიხსნა” არქის” ოფისი და გალერია ფილარმონიის პირველ სართულზე, ქალაქის ცენტრალურ ადგილზე, იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაუმარტივდეთ მომხმარებლებს კომპანიაში სტუმრობა.

გასული წლის ერთ-ერთი მთავარი სიახლე კომპანიისთვის ახალი თანამფლობელია: ცნობილი ქართველი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია, რომელიც მრავალი წელი მონაწილეობდა “არქის” მარკეტინგულ აქტივობებში კომპანიის თანამფლობელი გახდა.

კომპანიის მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე Property Georgia-ს კითხვებს “არქის” გენერალური დირექტორი, შიო ხეცურიანი პახუხობს.

- როგორც შეაფასებდით 2019 წელს?

- არაერთი მიმართულებით რეკორდული წელი გვქონდა 2019. ძალიან ბევრი განსაკუთრებული შეთავაზება გვქონდა ჩვენი მომხმარებლებისთვის. 2019 წლის მანძილზე 1700-ზე მეტი ბინა გაიყიდა სხვადასხვა პროექტში, კომპანიას რეკორდული რაოდენობის 1700არქელი” ოჯახი შეემატა, რაც დაახლოებით 5000-ზე მეტ გახარებულ ადამიანს ნიშნავს. კომპანიის ჯამურმა გაყიდვებმა 2019 წელს 230 მილიონ ლარს გადააჭარბა.

 “არქის” განსაკუთრებულად მომხმარებელზე მორგებული გადახდის პირობები აქვს. გარდა ამისა, წლის მანძილზე არაერთ აქციას ვგეგმავთ, იმისთვის, რომ მაქსიმალურად ყველა მსურველმა შეძლოს “არქიში” ბინის შეძენა. მათ შორის, ჩვენი ტრადიციული წინასწარი გაყიდვების ღინისძიებებია ახალ პროექტებზე, როდესაც 1 დღის განმავლობაში გვაქვს განსაკუთრებულად დაბალი ფასი კონკრეტული საცხოვრებელი სახლის ბინებზე. წელს რეკორდული რაოდენობის ბინა გაიყიდა ერთერთ ასეთ ღონისძიებაზე. 1 დღეში 84 ახალი “არქელი” ოჯახი შემოუერთდა ჩვენს დიდ ოჯახს. ეს ნათლად გვაჩვენებს იმ ნდობას, რომელსაც ეს ადამიანები გვიცხადებენ, რაც ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა და დიდი მადლობა მათ ამისთვის.

გასული წლის ბოლოს ჩატარდა ტრადიციული სამომხმარებლო კვლევა, რომელმაც ცხადყო,  რომ “არქი” ყველაზე ცნობადი კომპანიაა. ციფრებს თუ შევხედავთ, გამოკითხულთა 40% პირველ რიგში ასახელებს “არქის”, როდესაც სამშენებლო/დეველოპერულ კომპანიას ეკითხებიან, მეორე ადგილზე გასული კომპანია კი 28%ით ჩამორჩება. როდესაც საქმე ყველაზე სასრუველ კომპანიას შეეხება, აქაც აშკარაა კვლევის მიხედვით, რომ “არქი” ყველაზე სასურველი კომპანიაა მომხმარებლებისთვის. 39% სწორედ “არქიში” ისურვებდა ბინის შეძენას, მეორე ადგილზე გასულ კომპანიაში კი 25%.

- ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლებზე, არქელებზე ზრუნვაა. ამ მიმართულებიან 2019 წელს ძალიან ბევრი აქტივობა განვახორციელეთ. გვქონდა არაერთი ღონისძიება და ტრადიციულად ყველა მნიშვნელოვანი დღესასწაული ჩვენს “არქელებთან” ერთად სხვადასხვა ღონისძიებით აღვნიშნეთ. განსაკუთრებით გამორჩეული იყო სუხიშვილების კონცერტი, რომელიც სპეციალურად “არქელებისთვის” გაიმართა ოქტომბერში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და ყველა მსურველ “არქელს” ჰქონდა საშუალება სრულიად უსასყიდლოდ დასწრებოდა ამ კონცერტს.  მსგავსი ღონისძიებები, ბუნებრივია, წელსაც ბევრი გვექნება.

- “არქი” ცნობილი დეველოპერული კომპანიაა არა მხოლოდ მისი პროექტებით, არამედ სოციალური პასუხისმგებლობის აქტოვებიბითაც. როგორ შეაფასებდით ამ კუთხით გასულ წელს და ზოგადად რას ნიშნავს თქვენთვის პასუხისმგებლიანი ბიზნესი?

- 2018 წელს “არქიმ” მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოგების 5% სოციალურ პასუხისმგებლობას მოხმარდება. ამ მხრივ რამოდენიმე პრიორიტეტული მიმართულება გვაქვს, როგორებიცაა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდაჭერა, გარემოზე ზრუნვა და ზრუნვა გარშემომყოფებზე. განვაგრძობთ საქველმოქემედო ფონდებთან თანამშრომლობას, მათ შორის ბერი ანდრიას ფონდთან და ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ბედნიერი სახლის მშენებლობაში.

გასულ წელს კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტში მივიღეთ მონაწილეობა. გავარემონტეთ ისრაელში ქალაქ ლუდში არსებული ქართული საკვირაო სკოლა, რომელშიც ჩვენი ქართველი ემიგრანტების შვილები დადიან და სწავლობენ ქართულ ენას, ისტორიას, კულტურას, რომ შეინარჩუნონ კავშირი სამშობლოსთან. ეს თავისთავად ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი საქმეა და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილის შეტანა მოვახერხეთ.

 გარემოს დაცვის კუთხით, გვქონდა ბევრი გამწვანების ღონისძიება თბილისის სხვადახვა უბანში. დავრგეთ ჯამში 2000-ზე მეტი ხე და ბუჩქოვანი მცენარე. ეს უკვე ჩვენი ტრადიციაა ჩვენს “არქელებთან” ერთად ვრგავთ ხეებს და ვამწვანებთ გარემოს. ძალიან აქტიურად იღებენ მონაწილეობას ჩვენი მაცხოვრებლები და მოხარულები ვართ, რომ ერთად ვზრუნავთ გარემოზე.

სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდაჭერის მიმართულებით “არქი” გახდა “სამტრედიის” საფერხბურთო კლუბის გენერალური სპონსორი და ახლახანს აღვნიშნეთ “სამტრედიის” გადასვლა უმაღლეს ლიგაში და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილიც შევიტანეთ ამ წარმატებაში.

- “არქელებს” შორის ცნობილი ქართველი სპორტსმენბიც არიან.

- წელს ჩვენს არქელების დიდ ოჯახს შეემატა არაერთი სასახელო ქართველი სპორტსმენი. მსოფლიო ჩემპიონებს გენო პეტრიაშვილს, ნუგზარ წურწუმიას, ბექა ლომთაძეს, ლაშა გობაძეს, ლუხუმ ჩხვიმიანსა და ლევან საგინაშვილს (ჰალკს) ბინები გადავეცით “არქის” საცხოვრებელ სახლებში. მადლობა კიდევ ერთხელ ბიჭებს, რომ საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე არაერთხელ ასახელეს. ჩვენ კი, ჩვენის მხრივ გვერდით ვუდგავართ ქართველ სპორტსმენებს და ვცდილობთ ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ მათ დაფასებასა და მოტივაციაში.

 

- 2020 წლის გეგმები.

- წელს კიდევ უფრო მეტ საინტერესო კამპანიასა და აქტივობას ვგეგმავთ. დავიწყებთ არაერთ ახალ პროექტს მომხმარებლების მოთხოვნის გათვალისწინებით.  მათ შორის ერთერთ ჩვენთვის ახალ უბანში ნაძალადევში. ასევე ბათუმში დავიწყებთ ახალ საცხოვრებელ პროექტს. დავასრულებთ მიმდინარე პროექტებს. გეგმაში გვაქვს რამდენიმე ბრენდული სასტუმროს მშენებლობის დაწყება თბილისსა და ბაკურიანში. ასევე, მომხმარებლებს შევთავაზებთ ახალ პროექტებს ზღვისპირეთში.გაზაფხულზე სრულდება “არქისა” და ჩვენი გერმანელი პარტნიორების ერთობლივი პროექტის, გერმანული ენერგოეფექტური ბლოკის - იტონგის ქარხნის მშენებლობა. პროექტის ჯამური ღირებულება 15 მლნ ევროა; ძალიან მასშტაბური პროექტია და უკვე გაზაფხულზე იქნება პირველი წარმოება. ჩვენ აქამდე ამ ბლოკის იმპორტს ვახორციელებდით საქართველოში, თუმცა ერთ წელიწადში უკვე ადგილობრივად შეგვეძლება მისი წარმოება ახალ ქარხანაში.

“არქი” გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებით. შესაბამისად, ბევრ ახალ პროექტსა და მომსახურებას შევთავაზებთ ჩვენს “არქელებს.”

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: