ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა 10 წლისაა | Property Georgia

ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა 10 წლისაა

Source: www.cbw.ge

დღეს, 17:00 საათზე, Property Georgia -ს პარტნიორი კომპანია, ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა (BGCC) რეგუსში (ლეონიძის ბიზნეს ცენტრი) 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. სპეციალურად საიუბილეო ღონისძიებისთვის თბილისში ჩამოვიდა პალატის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პარტნიორი ლორდ კრომველი. ღონისძიებას დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წევრები. 

Image removed.

ბრიტანელი სტუმარი, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტის წევრია, საქართველოში შეხვედრებს გამართავს მთავრობის მაღალ ოფიციალურ პირებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ბრიტანელი პარლამენტარის თბილისში ჩამოსვლის თარიღი ემთხვევა საქართველო-ბრიტანეთის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 25 წლის თავს.

ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატას პირველი ოფისი, რომელიც 2007 წელს  ლორდ კრომველის და მაკო აბაშიძის ხელმძღვანელობით გაიხსნა, ასევე რეგუსში იყო განთავსებული, მხოლოდ ლონდონში. დღეს კი პალატა მუშაობას უკვე თბილისის რეგუსში განაგრძობს.

მედია კონტაქტი

მაკო აბაშიძე: 555 433 433

რუსკა ჩაკვეტაძე: 577 222 744

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: