#CEOOUTLOOK | ნინო ყიფიანი | Property Georgia

#CEOOUTLOOK | ნინო ყიფიანი

რამდენად მიმზიდველია საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ინვესტირება?

გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურებითა და საგადასახადო კოდექსით, შემცირებული საგადასახადო განაკვეთებით, არაპროგრესირებადი გადასახადებით, ასევე, ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებთან მთავრობისა და სხვადასხვა საინვესტიციო ინსტიტუტების პოზიტიური მიდგომით საქართველო  არის ერთ - ერთი მიმზიდველი ქვეყანა ბიზნესის კეთებისა და კაპიტალის დასაბანდებლად. სწორედ  ეს არის მიზეზი იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა არაერთი ინვესტიცია საქართველოს სამშენებლო სექტორში. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციები, მათ შორის ბათუმის “ჰილტონი”, თბილისის “მილენიუმი”, სავაჭრო ცენტრი “ისტ ფოინთი”, სასტუმროები “ჰაიატი” და “ინტერკონტინენტალი”, “აქსის თაუერსი”, “ქინგ დევიდი”, სასტუმრო “რიქსოსი” ლიკანში,  სხვა დანარჩენ  პროექტებთან ერთად დიდ კვალს დატოვებენ საქართველოს უძრავი ქონების სექტორში.

რა თქმა უნდა, არის გარკვეული ფაქტორები, რომლებიც პერიოდულად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ განსხვავებით დასავლური ბაზრებისგან ქართული ბაზარი ჯერ კიდევ არ არის გაჯერებული და შესაბამისად, მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს ინვესტორებს.

რით არის გამორჩეული  თქვენი კომპანია?

დაახლოებით ოთხი წლის წინ, როდესაც Cushman & Wakefield | Veritas Brown ოპერირება დაიწყო საქართველოს ბაზარზე, თავი მოვუყარეთ საუკეთესო სპეციალისტებს, რომელთა მრავალწლიანი გამოცდილება და პროფესიონალიზმი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის ჩვენი მომსახურების მაღალი ხარისხის გარანტი.

კომპანია უზრუნველყოფს დამკვეთის მრავალფეროვან მოთხოვნებთან მისადაგებულ სრულფასოვან მომსახურებას უძრავი ქონების სფეროში - ყიდვა/გაყიდვა/გაქირავება, კომერციული უძრავი ქონების მართვა, კაპიტალ დაბანდება, შეფასება და კვლევა/რეკომენდაცია. კომპანიის დაფუძნება განაპირობა  ცენტრალური აზიისა და კავკასიის უძრავი ქონების ბაზარზე ექსპეტრებსა და კვალიფიციურ კონსულტაციაზე  მზარდმა  მოთხოვნამ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოში უძრავი ქონების ბაზრის განვითარება და აქტიურად ვთანამშრომლობთ  ამ სფეროს მსხვილ მოთამაშეებთან - ფინანსური ინსტიტუტებთან, დეველოპერულ კომპანიებსა და სასტუმროს ოპერატორატორებთან, უშუალოდ კომერციული უძრავი ქონების მფლობელებთან, რომელთაც სურთ მათი ქონების შემოსავლიანობის გაზრდა,  პროფესიონალური მენეჯმენტი, გაყიდვა, შეფასება ან გაქირავება. ჩვენ ვფლობთ ადგილობრივი თუ უცხოელი კომპანიების/ ინვესტორების საკმაოდ ვრცელ ბაზას, და აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით ხდება გაფილტრვა ცალკეულ პროექტსა თუ ინვესტორის მოთხოვნებზე მორგებით. კლიენტი, რომელიც ჩვენ მოგვმართავს ღებულობს პროფესიონალურ რჩევასა და მაღალი ხარისხის მომსახურებას. ჩვენთვის უპირატესია თითოეული მათგანის  წარმატება. ჩვენი კლიენტების პორტფოლიოს მიეკუთვნებიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიც არიან - “სილქ როუდ გრუპი”, “თიბისი” ბანკი, “რაკიინ დეველოპმენტი”, “ჰუალინგ გრუპი”, “კაპიტოლ ჰოლდინგი”, “ვისოლ გრუპი” და მრავალი მსხვილი დეველოპერული კომპანია. 

რა რჩევას მისცემდით კერძო თუ ინსტიტუციონალურ ინვესტორებს  უძრავ ქონებაში ინვესტირებისას?

საქართველოში ბოლო წლების მანძილზე მზარდი ტენდენციით ტურიზმის სექტორი აღინიშნებოდა, შესაბამისად იყო ძირითადი სამიზნე ინვესტორთათვის. ამ ეტაპზე არსებული და სამომავლო ძირითადი პროექტებიც სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება და ბაზარზე არაერთი საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორი შემოდის. აღსანიშნავია, რომ ნიშა დაბალ ბიუჯეტიანი და ეკონომ კლასის სასტუმროებისთვის შედარებით თავისუფალია და ამ ეტაპზე დიდ ინტერესს წარმოადგენს ინვესტორთათვის. აგრეთვე, ხაზგასასმელია,  აგრო-ტურიზმის, კერძოდ კი, ღვინის ტურიზმის პოტენციალი და ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის განვითარება. საქართველოში კიდევ მრავალი განსავითარებელი და ასათვისებელი მხარეა, რომელსაც დიდი მომავალი აქვს.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: