#CEOOUTLOOK | ნოდარ ადეიშვილი | Property Georgia

#CEOOUTLOOK | ნოდარ ადეიშვილი

რამდენად მიმზიდველია საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ინვესტირება? 

დღეისათვის საქართველოს უძრავ ქონებაში ძალიან საინტერესოა ინვესტიციის განხორციელება, ვინაიდან პირველ რიგში ბაზარი არის სტაბილური, მზარდი და საიჯარო კუთხით საინტერესო. შეიძლება ითქვას,რომ უძრავი ქონება დღეს  კონკურენციას უწევს საბანკო ანაბრებს,  უფრო მიმზიდველი, შესაძლო სამომავლო ამონაგების გამო.   


რით არის გამორჩეული კომპანია "ლისი დეველოპმენტი"? 

“ლისი დეველოპმენტი”ერთადერთი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მაღალ ხარისხიან და თანამედროვე სახლებთან ერთად განსაკუთრებულ მწვანე გარემოს. ამ განსაკუთრებულ მწვანე გარემოს პირველ რიგში უზრუნველყოფს კომპანიის კონცეფცია რასაც 80/20 ჰქვია. რაც გულისხმობს, რომ კომპანიის პროექტების ფარგლებში მხოლოდ 20%ი ეთმობა შენობებს ხოლო დანარჩენი 80% ეთმობა მწვანე საფარს და დამხმარე ინფრასტრუქტურას.  


რა რჩევას მისცემდით უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს და უცხოელებს საქართველოში საცხოვრებელი თუ კომერციული უძრავი ქონების შეძენისას? 

უძრავი ქონების შეძენისას არ შეაფასონ მხოლოდ თვითონ შესაძენი ობიექტი, უნდა მოხდეს აუცილებლად შეფასება და გაანალიზება გარემოსი და იმ უბნის შესაძლო განივთარების პერსპექტივის,სადაც ხორცილედება ბინის თუ კომერციული ფართის შეძენა. გარემო და უბნის სწორი განვითარება არის გარანტორი იმისა, რომ შეძენილი უძრავი ქონების ღირებულება მოიმატებს თუ დაიკლებს მომავალში. გარდა ფინანსური ნაწილისა აღნიშნული ფაქტორები  პირდაპირ კავშირშია კომფორტთან და ეკოლოგიურად სუფთა გარემოსთან. 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: