COLLIERS Georgia გაზაფხულიდან უძრავი ქონების სექტორის გამოცოცხლებას პროგნოზირებს  | Property Georgia

COLLIERS Georgia გაზაფხულიდან უძრავი ქონების სექტორის გამოცოცხლებას პროგნოზირებს 

ქეთი ტაბატაძე

Colliers International Georgia საქართველოს უძრავი ქონების სექტორის განვითარების ტენდენციებს აფასებს. უძრავი ქონების სერვისების გლობალური კომპანიის ადგილობრივი წარმომადგენლობის მმართველი დირექტორი გასულ წელს წარმატებულად მიიჩნევს. ირაკლი კილაურიძე Property Georgia-სთან ინტერვიუში მიმდინარე წლის გამოწვევებზე და მოლოდინებზე საუბრობს.

  • რამდენად წარმატებული იყო 2016 წელი Colliers Georgia-სთვის?

2016 წელი Colliers Georgia-სთვის მნიშვნელოვანი იყო. ჯამში ჩვენი შემოსავლები აშშ დოლარში 43%-ით გაიზარდა, რაც ლარში დაახლოებით 85%-ით განისაზღვრა. გასულ წელს ჩვენი შემფასებლების გუნდმა 2500-ზე მეტი უძრავი ქონება შეაფასა, რაც ჯამში 600 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივია. Colliers Georgia-ს დეველოპმენტის ჯგუფმა კი 26 საინვესტიციო პროექტის ბიზნეს გეგმა მოამზადა ჯამური ღირებულებით 1.33 მილიარდი აშშ დოლარი. კომპანიის სამშენებლო გუნდმა 300 000 კვ.მ-ის ზედამხედველობა განახორციელა, რაც 8 მსხვილ პროექტს მოიცავს და რომლის მხოლოდ სამშენებლო ღირებულება ნახევარ მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. რაც შეეხება საბროკერო მიმართულებას,  Colliers Georgia-მ 10 000-ზე მეტი ფართი გააქირავა, რაც ქართული უძრავი ქონების ბაზრისთვის ძალიან მნიშველოვანია.

  • მიმდინარე პროექტებიდან რომლებს გამოყოფდით და რა სიახლეებს გეგმავთ სამომავლოდ?

Colliers Georgia-ს მიმდინარე პროექტების პორტფელიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ორი მსხვილი პროექტი. პირველი ეს არის არაყიშვილი რეზიდენსი, რომელსაც საქართველოს  ბანკთან ერთად ვახორციელებთ, საკმაოდ წარმატებულად ვითარდება მარკეტინგულად და გაყიდვების მხრივ. მეორე კი King David-ის A კლასის ბიზნეს ცენტრია საოფისე ნაწილში. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში შენობა შევა ექსპლატაციაში. გვაქვს საკმაოდ გრძელი სია კომპანიების, რომელთაც სურთ წარმოდგენილნი იყონ ამ ბიზნეს ცენტრში, როგორც საოფისე ფართების დამქირავებლები. რამდენიმე ახალ პროექტზე უკვე მიმდინარეობს განხილვები, ამ ეტაპზე კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრეთ.

  • უძრავი ქონება საქართველოს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი წარმმართველი სექტორია. როგორია Colliers Georgia-, უძრავი ქონების სერვისების საერთაშორისო კომპანიის, ხედვა ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვანი სფეროს განვითარებაზე? უფრო კონკრეტულად, თქვენი კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ადგილობრივი ბაზრის ბოლო კვლევის მიხედვითსასტუმროების სექტორში განვითარების პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება, შთამბეჭდავი ზრდა გვაქვს ტურიზმში, მნიშვნელოვნად გაზრდილია მიწოდება კომერციული უძრავი ქონების სექტორში, მცირე გაუმჯობესებაა საოფისე მიმართულებით და რა თქმა უნდა, უამრავი მიმდინარე პროექტი ხორციელდება საცხოვრებელი ფართების კუთხით. გაგრძელდა თუ არა ეს ტენდენციები 2016 წელს და როგორია მიმდინარე წლის მოლოდინი?

ყველაზე წარმატებულად ტურიზმის სფერო და სასტუმროების სექტორი ვითარდება. 2015 წელს გავაკეთეთ თამამი პროგნოზი, რომ მომდევნო წელს საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა საქართველოში 6 მილიონს მიაღწევდა და ჩვენი ვარაუდი გამართლდა, ოფიციალური სტატისტიკით აღნიშნული რიცხვი 5.9 მილიონია. შესაბამისად, წარმატებულად ვითარედება სასტუმროების ბიზნესიც. ძალიან ბევრი მსხვილი და ამბიციური პროექტია ფაიფლაინში, რომლებიც  2-3 წელიწადში გამოვა ბაზარზე. რა თქმა უნდა, ეს იქონიებს ბაზარის მონაცემებზე გავლენას, თუმცა, მოთხოვნა იმდენად სწრაფად იზრდება, რომ მიწოდება მაინც ვერ შეძლებს დაწევას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისევ დარჩება შესაძლებლობები დეველოპერებისთვის და ინვესტორებისთვის რომ განავითარონ ახალი პროექტები, განსაკუთრებით ეს ეხება სამვარსკვლავიანი სასტუმროების სეგმენტს.

რაც შეეხება კომერციულ უძრავ ქონებას, ჩვენი საოფისე ბაზრისთვის საკმაოდ აქტიური წელი იყო. ამ მიმართულებით აღსანიშავია King David-ის ბიზნეს ცენტრი, რომლის გაქირავებაც წარმატებით მიმდინარეობს, ძალიან დიდი მოთხოვნაა და სულ მალე ეს პროექტი შემდგარი იქნება მაღალი დონის საერთაშორისო კომპანიებით.

2016 წელს დადებითი ტენდენციები გამოიხატა საცხოვრებელი უძრავი ქონების კუთხითაც, წინა წელთან შედარებით გაზრდილია ტრანზაქციების რაოდენობა და ამ მხრივ განსაკუთრებით ხაზგასასმელია ბათუმი.

ვფიქრობთ, რომ 2017 წელი ასევე წარმატებული იქნება. ზრდის ისეთი ტემპები, როგორიც გასულ წელს იყო, შესაძლოა არ აღნიშნოს, რადგან 2016 წლის ბოლოს ეროვნული ვალუტის დევალვაციამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა უძრავი ქონების ბაზარზე და ჯერჯერობით ისევ ამმ ეფექტის ხანაში ვართ. უძრავი ქონების სექტორის გამოცოცხლებას გაზაფხულიდან ველოდებით, როგორც ფასების კუთხით, ასევე ტრანზაქციების რაოდენობით.

  • გასულ წელს უძრავი ქონების არაერთ საერთასორისო გამოფენაში მიიღეთ მონაწილეობა. როგორია წელს Colliers Georgia- გეგმები ამ მიმართულებით?

Colliers International ყოველ წელს ესწრება ორ მსხვილ გამოფენას, რომლებიც ტარდება ჩვენს რეგიონში. ესენია  MIPIM კანში (მარტში) და RealExpo  მიუნხენში (ოქტომბერში).   ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ორივე გამოფენაზე ყოველთვის იყოს წარმოდგენილი საქართველო თავისი საინვესტიციო პროექტებით. ჩვენი მიზანია ინვესტორები პირველ ეტაპზე დავაინეტრესოთ საქართველოთი და შემდეგ უკვე კონკრეტული პროექტები. დაგეგმილი 20-30 შეხვედრიდან, 2-3 წარმატებულად სრულდება, რაც ერთი შეხედვით შეიძლება სახარბიელო არ ჩანდეს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, კარგი მაჩვენებელია.

ზოგადად, უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში საინვესტიცოდ ძალიან საინტერესოა, განსაკუთრებით სასტუმროების მიმართულებით, სადაც განვითარების დიდ პოტენციალს ვხედავთ სამვარსკვლავიან სეგმენტში. ასევე, არანაკლებ დიდი შესაძლებლობებია საოფისე სექტორში, ბაზარზს ჯერჯერობით ისევ აკლია ხარისხიანი A და B კლასის ბიზნეს ცენტრები.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: