Colliers International Cityscape Global 2018-ის სპონსორია | Property Georgia

Colliers International Cityscape Global 2018-ის სპონსორია

2 ოქტომბერს ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური გამოფენა - Cityscape Global 2018 დაიწყო. Cityscape ბიზნეს-ჰაბია, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებს, დეველოპერებს და უძრავი ქონების სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს მთელი მსოფლიოდან. გამოფენა Dubai World Trade Centre-ში ტარდება და 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება. გამოფენა 300-მდე მონაწილეს მასპინძლობს.

Cityscape Global 2018 კონფერენციით გაიხსნა და მისი ერთი-ერთი სპონსორი სწორედ Colliers International იყო, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 69 ქვეყნის უძრავი ქონების ინდუსტრიის ლიდერ კომპანიებს მოიცავს.

Cityscape Global 2018-ში წელს სპეციალური მოწვევით Colliers International Georgia- მონაწილეობას იღებს. კომპანია გამოფენის ფარგლებში დამსწრეებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს, შესაძლებლობებს და პროექტებს გააცნობს. წარმოდგენილი პროექტები უმეტესად საცხოვრებელ და სასტუმრო მიმართულებებს მოიცავს.

გამოფენაზე ცხადად დაფიქსირდა საქართველოში ინვესტირების მიმართ მზარდი ინტერესი. Colliers International Georgia აცხადებს, რომ აქტიურად იწყებს მუშაობას ახალი პლატფორმის შექმნაზე, რომლის მიზანია საშუალება მისცეს დეველოპერებს პროექტები წარადგინონ მომავალი წლის გამოფენაზე და Cityscape Global-ის მრავალრიცხოვანი აუდიტორიისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადონ მათი პროდუქტი.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: