Colliers International Georgia ლოპოტას სასტუმრო კომპლექსის განვითარების პროექტში ჩაერთო | Property Georgia

Colliers International Georgia ლოპოტას სასტუმრო კომპლექსის განვითარების პროექტში ჩაერთო

ლოპოტას ტბაზე არსებული სასტუმროს განვითარების პროექტს კომპანია „ლოპოტა ინვესტმენტი“ და საპარტნიორო ფონდი ერთობლივად ახორციელებენ.

Colliers International Georgia პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სამშენებლო სამუშაოებს გაუწევს ზედამხედველობას.  უკვე გაფორმდა  თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც Colliers International Georgia-ს წარმომადგელების მიერ სამშენებლოს პროცესის და სტატუსის მუდმივ ზედამხედველობას ითვალისწინებს.  ასევე, მოხდება კომპანიის მხრიდან პროექტის ანგარიშის წარმოებაც.

ლოპოტას კომპლექსის გაფართოება მოიცავს დამატებითი 85 სასტუმრო ნომერს, ადმინისტრაციულ შენობას, 300 ადგილიან საკონფერეციო დარბაზს, შატოს, რესტორანს, კაფე-ბარს, ფიტნეს კლუბს, დახურულ და ღია საცურაო აუზებს.

Colliers International Georgia პარტნიორებს მშენებლობასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან სერვისებს რეგულარულად სთავაზობს. მათ შორის არის: სამშენებლო პროექტების მართვა, მონიტორინგი/ზედამხედველობა, ანგარიშების, კვლევებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ასევე გეო-ინფორმაციული სერვისები. ამ მიმართულებით კომპანიამ ბოლო წლებში 500 000 000-მდე ლარის ღირებულების, 300 000 კვ.მ.-მდე ჯამური მოცულობის, 8 მსხვილი სამშენებლო პროექტის მართვა და ზედამხედველობა განახორციელა.

Colliers International Georgia უძრავი ქონების სერვისების გლობალური კომპანიიაა, რომელიც სრულ მომსახურებას სთავაზობს ინვესტორებს, მოიჯარეებს, მესაკუთრეებსა და დეველოპერებს. მსოფლიოს მასშტაბით კომპანია 68 ქვეყანაში არის წარმოდგენილი და  15 000  პროფესიონალს აერთიანებს.

ლოპოტას პროექტის სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია.  განახლებული სასტუმრო კომპლექსი 2018 წლის გაზაფხულისთვის  გაიხსნება.

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: