Colliers International Georgia-მ ერთ წელში King David-ის დატვირთულობის 75%-იან მაჩვენებელს მიაღწია | Property Georgia

Colliers International Georgia-მ ერთ წელში King David-ის დატვირთულობის 75%-იან მაჩვენებელს მიაღწია

პირველი A კლასის ბიზნეს ცენტრი - King David, ბაზარზე 2014 წლის ივლისში გამოჩნდა. მისმა მენეჯმენტმა ბიზნეს ცენტრის გახსნამდე 6 თვით ადრე, ექსკლუზიური ხელშეკრულების პირობებში Colliers-თან დაიწყო თანამშრომლობა. პროექტის დეტალური შესწავლის შემდეგ შეიქმნა ბაზარზე გასატანი პროდუქტის საბოლოო სახე.

საწყისი მიზანი ქინგ დევიდის სეგმენტის განსაზღვრა იყო. ბაზარზე არსებული სიტუაციის სიღრმისეულმა ცოდნამ და მიმდინარე საიჯარო ხელშეკრულებების შესახებ დეტალურმა ინფორმაციამ ძიების პროცესი საგრძნობლად გაამარტივა. ანალიზის შედეგად შეირჩა 90 კომპანია, რომლებსაც ბიზნეს ცენტრებში 35,000კვ.მ. ფართობი ეკავათ.

შემდეგი ეტაპი შერჩეულ კომპანიებთან პროაქტიურ მოლაპარაკებებს დაეთმო, რის შედეგადაც კოლიერსმა ბიზნეს-ცენტრის გახსნამდე 4 თვით ადრე 2 საერთაშორისო კონტრაქტი მოიპოვა (PwC, Samsung) და  თავად გახდა ბიზნეს-ცენტრის მესამე ტენანტი.

გახსნიდან ერთი წლის განმავლობაში ბიზნეს-ცენტრის დატვირთულობამ 75%-იან მაჩვენებელს მიაღწია. ჯამურმა გაქირავებულმა ფართობმა 7,586 კვ.მ შეადგინა, რამაც ქინგ დევიდი 15 კომპანიის 900-მდე ადამიანის სამუშაო ადგილად აქცია.

იქიდან გამომდინარე, რომ King David პირველი A კლასის ბიზნეს ცენტრი იყო, მისი ბაზარზე დამკვიდრების პროცესში მონაწილე ორივე კომპანიამ უმნიშვნელოვანესი გამოცდილება მიიღო და უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ პროცესს საკმაოდ წარმატებულად გაართვა თავი.

Colliers International Georgia

12 მ.ალექსიძის ქუჩა

King David Business Center (მე-11სართული),

თბილისი 0193, საქართველო

ტელ: +995 32 222 4477

[email protected]

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: