Colliers International Georgia პროექტების ფინანსირების მოსაზიდად MIPIM-ის ფარგლებში ფონდებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან და დეველოპერებთან შეხვედრებს გამართავს | Property Georgia

Colliers International Georgia პროექტების ფინანსირების მოსაზიდად MIPIM-ის ფარგლებში ფონდებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან და დეველოპერებთან შეხვედრებს გამართავს

საერთაშორისო უძრავი ქონების ყველაზე მსხვილი და წონიანი  გამოფენა MIPIM-ი წელს 14-17 მარტს ტრადიციულად საფრანგეთში, კანში იგეგმება. ექსპო ინდუსტრიის ყველაზე გავლენიან მოთამაშეებს,  დეველოპერებს, ექსპერტებს და ინვესტორებს მთელი მსოფლიოდან მოუყრის თავს. მათ შორის იქნება Colliers-ის ქართული წარმომადგენლობის მმართველი გუნდიც, რომელიც გამოფენაზე უკვე მესამედ წარსდგება. 2015 წელს კომპანიის ქართველი ექსპერტები  MIPIM- ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების დელეგაციის თანხლებით ესწრებოდნენ.

წელს საგამოფენო დარბაზში Colliers International Georgia-ს წარმომადგენლობა დაგეგმილი ოთხი დღის მანძილზე სამუშაო შეხვედრებს გეგმავს პოტენციურ ინვესტორებთან და დეველოპერებთან, რომელთაც მსხვილ საინვესტიციო პროექტებს გააცნობს.

აღსანიშნავია, რომ Colliers-ს, როგორც უძრავი ქონების სერვისების ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას, გააჩნია წვდომა საერთაშირისო საინვესტიციო ფონდებთან. მათთან კავშირსა  და ფინანსირების მოზიდვის უზრუნველყოფას კი,  ის საკუთარ კლიენტ კომპანიებს სთავზობს.

მსგავსი ტიპის მასშტაბურ ბიზნეს ფორუმებში ჩართულობა მნიშვნელოვანია როგორც კომპანიისთვის, ახალი მნიშვნელოვანი კონტაქტების შეძენის და ინვესტორებისათვის საინტერესო პროექტებისა თუ სერვისების  შეთავაზების მიზნით,  ასევე, ზოგადად, ქვეყანაში არსებული პროექტების პოპულარიზაციის კუთხითაც.

გამოფენა MIPIM-ის  მთავარი მიზანია -  ერთმანეთს გააცნოს და დააკავშიროს სექტორის წარმომადგენლები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. კომპანია Colliers-ი, გლობალურად საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, მჭიდროდ თანამშრომლობს მსგავსი ტიპის ორგანიზაციებთან და ტრადიციულად იღებს მონაწილეობას მსხვილ უძრავი ქონების გამოფენებზე, ფორუმებზე და კონფერენციებზე. Colliers  MIPIM-ს  წელს 21 ქვეყნიდან  160 დელეგატით ეწვევა.  კომპანიის ქართული ოფისიც, ბუნებრივია, აქტიურად იქნება ჩართული ღონისძიების მსვლელობაში. 

14-17 მარტს გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია კონფერენციებიც, რომლებზეც სპიკერები სტუმრებს იმ ტენდენციებს, სიახლეებს და შესაძლებლობებს გააცნობენ, რომლებიც დღეს უძრავი ქონების, ინვესტირების და, ზოგადად, ბიზნეს სივრცეში არსებობს.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: