Colliers International Georgia თბილისში არსებული საერთო სამუშაო სივრცეების მიმოხილვას აქვეყნებს | Property Georgia

Colliers International Georgia თბილისში არსებული საერთო სამუშაო სივრცეების მიმოხილვას აქვეყნებს

უძრავი ქონების სერვისების კომპანიის კვლევისა და შეფასების გუნდმა მოამზადა ბაზრის მიმოხილვა,  რომელიც თბილისის მასშტაბით საერთო სამუშაო სივრცეებს მოიცავს.  როგორც ჩატარებულმა სამუშაომ აჩვენა,  ბოლო დროს დედაქალაქში ასეთი ფორმატის სივრცეებზე მოთხოვნა იზრდება.

თბილისში საერთო სამუშაო სივრცეების (co-working space) ფართობი 1,567 კვადრატული მეტრია და ჯამურად 244 ადამიანის მომსახურება შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისი საკმაოდ მიმზიდველი ქალაქია სტარტაპებისა და ფრილანსერებისთვის, ამ დროისათვის საერთო სამუშაო სივრცეთა ბაზარი თანამედროვე ბიზნეს ცენტრების ბაზრის 3%-ზე ნაკლებს შეადგენს. დღეს, თბილისში ხუთი ძირითადი საერთო სამუშაო სივრცეა, რომლებიც მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის სერვისებს, სამუშაო გარემოსა და კონტაქტების დამყარების საშუალებას სთავაზობს.  

დაკვირვების შედეგად, ჩანს რომ ქალაქში საერთო სამუშაო სივრცეების მზარდი ტენდენციაა, თუმცა არის ასათვისებელი უბნებიც. მაგალითად, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ უბანში, საბურთალოზე, ასეთი ადგილების ნაკლებობაა.

Colliers International Georgia-ს მიერ მომზადებულ მიმოხილვა 5 სამუშაო სივრცის ანალიზს მოიცავს.

იხილეთ მიმოხილვა სრულად შემდეგ ბმულზე.

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: