დეველოპერული კომპანიის AS GEORGIA-DIRSI თანაპარტნიორობით, გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის კონგრესი WFTGA Convention 2019 გაიმართა | Property Georgia

დეველოპერული კომპანიის AS GEORGIA-DIRSI თანაპარტნიორობით, გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის კონგრესი WFTGA Convention 2019 გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და საქართველოს გიდების ასოციაციის ორგანიზებით თბილისში გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მე-18 საერთაშორისო კონგრესი WFTGA Convention 2019 გაიმართა.

5 დღიანი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მსოფლიოს 60-მდე ქვეყნიდან 300 ტურისტული გიდი და ტურიზმის ბიზნესის წარმომადგენელი ეწვია.

აღნიშნული კონგრესის საქართველოში ჩატარება ტურიზმის სექტორის ხელშეწყობისათვის მეტად მნიშნვნელოვანი ღონისძიებაა, ის მიზნად ისახავს საქართველოში ტურიზმის დონის ამაღლებასა და ქვეყანაში ტურისტული გიდების პროფესიის განვითარებას.

კონგრესის მონაწილეები ორი კვირის განმავლობაში საქართველოს რეგიონებს ეწვევიან და ქართულ კულტურასა თუ ტრადიციებს გაეცნობიან.

საქართველოს გიდების ასოციაციის პრეზიდენტის ქეთი მელაძის განცხადებით, მიმდინარე კონგრესი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რადგან მოწვეული 300 დელეგატი მომავალში ჩვენს ქვეყანასა და კულტურას დიდ რეკლამას გაუწევს.

აღსანიშნავია, რომ გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაცია საერთაშორისო კონგრესს ორ წელიწადში ერთხელ მართავს.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: