დღეიდან საქართველო დასვენების გაზიარების მსოფლიო რუკაზეა | Property Georgia

დღეიდან საქართველო დასვენების გაზიარების მსოფლიო რუკაზეა

Property Georgia

ალიანს ჯგუფმადასვენების გაზიარების საერთაშორისო გიგანტ  RCI-ისთან გაფორმებული ხელშეკრულებით საქართველოში ახალი ინოვაციური სტანდარტები დააწესა. დღეიდან წამყვანი ქართველი სამშენებლო-დეველოპერის აპარტამენტების მესაკუთრეებს მსოფლიოს საუკეთესო 4000-ზე მეტ რეზორტზე შეუძლიათ დასვენების გაზიარება 100-ზე მეტ ქვეყანაში. “ალიანს ჯგუფისმიერ გავნითარებული ქონებაოქროს გვირგვინისსტატუსით სარგებლობს, რაც დამატებით 200 უმაღლესი კლასის ელიტარული დასასვენებელ ლოკაციას ნიშნავს. კომპანია აპარტამენტების მფლობელებს ახლადდაარსებულიალიანსის დასვენების კლუბისპრივილეგირებულ  ბარათებს გადასცემს, რაც მათ მსოფლიოში სამოგზაუროდ გზას გაუხსნის.

აპარტამენტების მესაკუთრეებს არჩევანის თავისუფლება აქვთ, მათ შეუძლიათ იცხოვრონ თავიანთ საკუთრებაში არსებულ აპარტამენტში, თავად გააქირავონ /გადასცენ საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანიას გასაქირავებლად ან წელიწადში გარკვეული დროით, მაგალითად, ერთი კვირით დაუთმონ ის RCI-ის, თვითონ კი სანაცვლოდ აირჩიონ ჩვენი პარტნიორის გლობალური ქსელიდან ნებისმიერი ლოკაცია,” აკაკი სონგულია, “ალიანს ჯგუფისდირექტორი და თანადამფუძნებელი დამფუძნებელი/“ალიანსის დასვენების კლუბისთანადამფუძნებელი, აცხადებს Property Georgia-სთან საუბარში. მეორეს მხრივ, მისი სიტყვებით, ეს  RCI-ის დასვენების გაზიარების მსოფლიო ქსელში ჩართულ ოთხ მილიონზე მეტ წევრ ოჯახს მოიზიდავს საქართველოში: “ეს დაახლოებით 10 მილიონი პოტენციური საერთაშორისო ვიზიტორია,” ამბობს ის. უპრეცედენტო და ინოვაციური სიახლის შესახებალიანს ჯგუფისდა  RCI-ის წარმომადგენლებმა ოფიციალურად 28 თებრვალს სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადეს.

ალიანს პალასი

“RCI-ის დასვენების გაზიარება მსოფლიოში 40 წელზე მეტია უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუმცა, საკუთრებასთან ერთად ამ პროდუქტის გადაცემა მფობელისთვისალიანს ჯგუფისმიერ დანერგილი კიდევ ერთი ინოვაციაა ექსკლუზიურად ჩვენი მომხმარებლებისთვის. ჩვენ გამუდმებით ვფიქრობთ რა სიახლე შეიძლება შევთავაზოთ ჩვენს მიერ განვითარებული ქონების მყიდველებს. ადამიანები, როდესაც ინვესტიციას აკეთებენ მათ გარკვეული მოლოდინები აქვთ და ჩვენი მიზანია რაც შეიძლება სარგებლიანი ბენეფიტებით გადავუხადოთ მათ მადლობა იმისთვის, რომ აირჩიესალიანს ჯგუფი”, ამბობს სონგულია. მისი თქმით, ამ ეტაპზე RCI-ის ქსელში ჩართულია მულტიფუნქციური კომპლექსიალიანს პალასი” 1000-ზე მეტი აპარარტამენტით ბათუმში და მშენებლობის დასრულების შემდეგ ამას დაემატება ასევე მულტიფუნქციური კომპლექსისალიანს ჰაილაინის” 700-ზე მეტი აპარტამენტი თბილისში.

როდესაცალიანს ჯგუფისდირექტორს პირველად შევხვდი, მან მითხრა, რომ უნდოდა აეშენებია ისეთი რამ, რაც პირველ რიგში მყიდველის ინტერესში იქნებოდა. მისი მთავარი გზავნილი იყო, რომალიანს ჯგუფისსაქმიანობის ცენტრი მომხმარებელია. ბიზნესის კეთებისას ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორი. RCI-ის დაალიანს ჯგუფისხედვა დაემთხვა, ჩვენ ვიპოვეთ ერთმანეთი,” აღნიშნავს დიმიტრის მანიკისი, RCI-ის ბიზნესის განვითარების  ვიცე-პრეზიდენტი ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. როგორც მანიკისი აღნიშნავს, საქართველოს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე დიდი პოტენციალი აქვს: “თქვენ გაქვთ უძველესი ისტორია, ულამაზესი ბუნება, ზღვა, მთა, არაჩვეულებრივი კლიმატი, რა თქმა უნდა სამზარეულო და ღვინო და რაც მთავარია სტუმართმოყვარე ხალხი,” ამბობს ის და პირად მაგალითზე განმარტავს თუ რას მოუტანს საქართველოს RCI-ის ქსელში ჩართვა. “12 წლის წინ შევიძინე დროებითი მფლობელობა საბერძნეთში. გამომდინარე იქიდან, რომ ერთხელ  უკვე გადახდილი მაქვს ქვეყანაში გაჩერების თანხა, მთელი ჩემი ბიუჯეტი მრჩება იმისთვის, რომ დავხარჯო ადგილობრივ რესტორნებში და სხვადასხვა ტიპის გართობაში. RCI-ის ქსელით ჩამოსული ვიზიტორი არის ვიზიტორი, რომელიც ბრუნდება და რომელიც ხარჯავს მეტს,” აღნიშნავს მანიკისი. 

ალიანს ჰაილაინი

ალიანს ჯგუფიმსოფლიოს უმსხვილეს სასტუმროების ქსელებთან ერთად ოთხ მიმდინარე სამშენებლო პროექტზე მუშაობს: “ალიანს პალასიბათუმში, სადაც სასტუმროქორთიარდ მარიოტიიქნება წარმოდგენილი, “ალიანს ფრივილიჯიბათუმში, სადაც სასტუმრომარიოტიგანთავსდება, “ალიანს რეზორტიგოდერძის უღელტეხილზე, რომელიც სასტუმრორამადასწარმოგვიდგენს დაალიანს ჰაილაინითბილისშივინდემ გარდენ ჰოტელთანერთად. სწორედ მსოფლიოს ლიდერი სასტუმროების ქსელის  ვინდემ ვორლვაიდისნაწილია მსოფლიოს ასევე ლიდერი დასვენების გაზიარების ქსელი RCI.

ბოლო 12 წლის მანძილზე, “ალიანს ჯგუფსპრემიუმ კლასის მშენებლობებში $200-მილიონიანი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, მიმდინარე ოთხ ინოვაციურ პროექტებში კი კომპანია ჯამში $210 მილიონს აბანდებს.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: