DIRSI - მყარი შენობები დასრულებული ბინებით | Property Georgia

DIRSI - მყარი შენობები დასრულებული ბინებით

20 კორპუსი, 39 ბლოკი და 4898 ბინა დასრულებული რემონტით - ეს Dirsi - ს  „მინი ქალაქია“!  ამ გრანდიოზულ საცხოვრებელ კომპლექსს აზერბაიჯანული AS Group Investment-ის შვილობილი კომპანია AS Georgia აშენებს.  ინვესტორი არსებულით არ კმაყოფილდება და ბაზარზე ახალ პროექტებს აანონსებს. Property Georgia კომპანიის გენერალურ დირექტორს, მურად ისფანდიაროვს და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნინო კუპრაშვილს ესაუბრა.

By PG Editorial Director Kate Tabatadze

- საქართველოში მსხვილ სამშენებლო-დეველოპერულ პროექტს ახორციელებთ. რით მოგხიბლათ ადგილობრივმა ბაზარმა და რამ განაპირობა თქვენი გადაწყვეტილება ქართულ ბაზარზე საქმიანობა “მინი ქალაქით” დაგეწყოთ?

- მურად ისფანდიაროვი: AS Group Investment, რომელსაც სამთავრობო და კერძო პროექტებზე მუშაობის 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს, რეგიონის ერთერთი წამყვანი დეველოპერია. 5 წლის წინ კომპანიამ თბილისში უმსხვილესი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო - Dirsi-ის მინი ქალაქი ჯგუფისთვის ყველაზე მასშტაბური და ამბიციური პროექტია. გადაწყვეტილება ამ გრანდიოზული წამოწყების შესახებ ქართული ბაზრის დეტალური ანალიზის შემდეგ მივიღეთ. საქართველოს ეკონომიკა სწრაფი ტემპებით იზრდება, ამ ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატია, რაც ბიზნესის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ჩვენი მენეჯმენტი მუშაობს ზუსტი გათვლებით, ვიყენებთ უახლეს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ინოვაციური საცხოვრებელი კომპლექსის შეთავაზებით ბაზარზე ხარისხის ახალ სტანდარტებს ვნერგავთ. დღეს, როდესაც პირველიე ეტაპი უკვე დასრულებულია, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენი იმედები გამართლდა, Dirsi-ის “ქალაქი ქალაქში” მობინადრეებს ღირსეულად უმასპინძლებს.

- 5 წელი ქართულ ბაზარზე ადგილობრივი საინვესტიციო კლიმატის შესახებ შეხედულების ჩამოსაყალიბებლად  საკმარისი დროა. როგორია თქვენი შეფასება?

- მურად ისფანდიაროვი - ეკონომიკური ზრდა, ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა - ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რაც, ჩვენი 5-წლიანი დაკვირვებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციიების შემოდინების ზრდას განაპირობებს.

- რა იქნება AS Group Investment-ის შემდეგი ინვესტიცია საქართველოში?

- მურად ისფანდიაროვი: ამ ეტაპზე, ყველა ინვესტიცია, რასაც კომპანია საქართველოსკენ მომართავს, Dirsi-ის საცხოვრებელი კომპლექსის შემდგომ განვითარებაზე გათვლილი. უახლოეს მომავალში დავიწყებთ მასშტაბური სავაჭრო ცენტრის მშენებლობას. ასევე, ვგეგმავთ ინვესტირებას სასტუმროების ბიზნესში და ინფრასტრუქტურაში, ვემზადებით საცხოვრებელი ფართების დეველოპმენტის მეორე ეტაპის აქტივაციისთვისაც - ვაკეთებთ ყველაფერს ჩვენი მოსახლეობის მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად.

- ყველაზე მყარი შენობები დასრულებული ბინებით თბილისში - ეს Dirsi-ის კომპლექსში ბინების შეძენის ერთერთ მთავარ მიზეზად სახელდება. რა არის განსაკუთრებული თქვენი მინი - ქალაქის  მშენებლობის სტანდარტებში?

- ნინო კუპრაშვილი:  Dirsi-ის მშენებლობის დროს გამოყენებული იქნა მონოლითური რკინაბეტონის კარკასის ტექნოლოგია. აღნიშნული ტექნოლოგია გამოირჩევა მდგრადობით - საცხოვრებელი კომპლექსის სახლები გათვლილია 9 ბალიან მიწისძვრაზე. ასევე,  სახლებს გააჩნიათ შემდეგი უპირატესობები: ნაკერების და შოვების არარსებობა არსებითად აუმჯობესებს სითბოს შენახვას და ბგერით იზოლაზიას, ამცირებს შენობის საერთო წონას და გამორიცხავს ბზარების წარმოქმნას. კორპუსების გარე ფასადები, შეფუთულია 7 სმ სისქის თანამედროვე მრავალფენიანი თბო და ჰიდრო საიზოლაციო მასალებით, რაც ენერგიის დანახარჯს 25 % -მდე ამცირებს. სართულებს შორის გამოყენებულია მაღალეფექტური ხმაურის საიზოლაციო და ჰიდროსაიზოლაციო მასალა. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი კორპუსის ფუნდამენტი კლდეზეა დაშენებული, რაც კიდევ უფრო მდგრადს ხდის კომპლექსს.

ევროპაში, მაგალითად, საფრანგეთში, პრაქტიკულად ყველა მიკრორაიონი დიდ და მცირე ქალაქებში, მსგავსი ტექნოლოგიითაა აშენებული. რუსეთში წარმოდგენილი სამშენებლო კომპანიები რაიონების მშენებლობას სწორედ ამ ტექნოლოგიის გამოყენებით აფართოებენ.

- გამწვანების ზონა სამჯერ აღემატება მოთხოვნილ ნორმას - რაზე გააკეთა კომპანიამ გათვლა ამ შემთხვევაში, არის ეს გარემოზე ზრუნვა თუ ამავდროულად კომერციულადაც გამართლებული სვლა?

- ნინო კუპრაშვილი: მე-20 საუკუნის დასაწყისში სამშენებლო კომპლექს Dirsi-ის  ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონა იყო. შემდეგ, იგი განადგურდა და ადგილი სამშენებლო მასალების ნარჩენების თავმოყრის წერტილად იქცა. მშენებლობის დაწყებამდე ჩატარდა დეტალური ეკოლოგიური ანალიზი, მიწის ის ნაწილი, რომელსაც გარემოს დაბინძურების მინიმალური რისკი მაინც გააჩნდა მთლიანად მოშორებულ იქნა; მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომპლექსის მშენებლობასთან ერთად ქალაქისთვის დაგვებრუნებინა ის გამწვანება რაც ისტორიულად იყო ამ ტერიტორიაზე.

კომპანიის აზრით, გარემოს ეკოლოგიურ მდგრადობაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის მომავალზე ზრუნვაა. ამ მიზეზით, ჩვენ არა მხოლოდ ტერიტორიის გამწვანებაზე ვზრუნავთ,  AS Georgia-სა და კომპანია Treepex –ის ერთობლივი კამპანიის თანახმად, თითოეული ბინის მყიდველის სახელზე საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ერთი ხე დაირგვება.

- სასურველი ბინის შერჩევის შემდეგ დგება მთავარი საკითხი -გადახდისუნარიანობა. ვინ არის თქვენი მიზნობრივი სეგმენტი - Dirsi-ის მინი ქალაქის პოტენციური მობინადრეებისთვის რა შეთავაზებები გაქვთ?

- ნინო კუპრაშვილი: Dirsi-ის სპეციალური აქციის მიხედვით, სრულიად ახალი ბინების ფასი იწყება $ 24 000-დან, იპოთეკური სესხი კი 4.1%-დან. ასევე, გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე-9%-იანი იპოთეკური სესხი ლარში, რომელიც “თიბისის” “იპო ცენტრთან” ერთად შევიმუშავეთ.

Dirsi -ის კომპლექსში ბინის შეძენისგან მიღებული სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება მის ფასს. კონსიერჟის მომსახურება თითოეულ სადარბაზოში, 24- საათიანი დაცვის სამსახური, კეთილმოწყობილი სადარბაზოები, საბავშვო მოედნები, სპორტული ინფრასტრუქტურა, დენისა და წყლის სარეზერვო წყაროები, რაც ენერგიის უწყვეტ მოწოდებას უზრუნველყოფს - ეს ყველაფერი კი მხოლოდ დასაწყისია იმ მომსახურებისა, რომელსაც თითოეული ჩვენი მოსახლე ბინის შეძენისთანავე იღებს.  ამავდროულად, ჩვენი კომპლექსის ხედვის მიხედვით, კომფორტული საცხოვრებელი გარემო მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. დღესღეობით ჩვენი მოსახლეების დაახლოვებით 30 % უცხოელია.  ჩვენი აზრით დირსის საცხოვრებელი კომპლექსის კონცეფცია მიმზიდველი უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც სურს, რომ ეკოლოგიურად სუფთა, მყუდრო გარემოში მაქსიმალური კომფორტით იცხოვროს. კომპანიის მიზნობრივ სეგმენტს ახალგაზრდა ოჯახები, ემიგრანტები და უცხოელები წარმოადგენენ.  ბინების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, კომპანიის ერთ-ერთი მამოძრავებელი პრინციპია. ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუდმივი მუშაობა ადგილობრივ ბანკებთად ერთად, იმისთვის, რომ მაქსიმალურად მომხმარებელზე ორიენტირებული იპოთეკის პროდუქტები შევთავაზოთ ჩვენს კლიენტებს. 

მცირე ფართობის მქონე ბინებზე მაღალმა მოთხოვნამ გამოიწვია ახალი პროდუქტის გაჩენის აუცილებლობა, რაც  $ 24 000 ღირებულების ბინების შეთავაზებით გამოიხატა.

- დღევანდელი მონაცემებით, როდესაც მშენებლობა უკვე სრულდება, როგორია Dirsi გაყიდვების სტატისტიკა?

- ნინო კუპრაშვილი: დირსის გაყიდვების სტატისტიკა მნიშვნელოვნად მზარდია წინა წლებთან შედარებით. ამ ეტაპზე აღინიშნება ტენდენცია, რომ მომხმარებელი მეტ ყურადღებას აქცევს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიც არის მშენებლობის ხარისხი, გარემო და ინფრასტრუქტურა სახლის ირგვლივ და ყიდვის შემდგომი მომსახურება. დირსის ამ მიმართულებებით დიდი უპირატესობა გააჩნია. ასევე, სამშენებლო კომპლექსი პოტენციურ მომხმარებლებს სთავაზობს ბინებს, რომლებიც უკვე ექსპლუატაციაშია გადაცემული და მზად არის საცხოვრებლად, რაც ასევე დადებითად მოქმედებს გაყიდვების მოცულობაზე. თუმცა, ჩემი აზრით, გაყიდვების დინამიკის ზრდის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს კმაყოფილი მაცხოვრებლები წარმოადგენენ. შესაბამისად, კომპანიის მთავარ ამოცანას მაცხოვრებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა წარმოადგენს.

- როგორია თქვენი სამოქმედო გეგმა Dirsi-ის კომპლექსის ინფრასტრუქტურის  განვითარებასთან დაკავშირებით?

- ნინო კუპრაშვილი: 2017 წელს დაიწყება სავაჭრო ცენტრის მშენებლობა, კვლავაც გავაგრძელებთ გამწვანებას. ამჟამად კი აქტიურად მიმდინარეობს კომერციული ობიექტების განვითარების პროცესი. ვცდილობთ მოსახლეობას მაქსიმალური კომფორტი შევთავაზოთ და Dirsi-ის კომპლექსში მოვაქციოთ ყველაფერი, რომლებიც მობინეადრებს შეიძლება დაჭირდეთ, იქნება ეს სილამაზის სალონი, აფთიაქი თუ სხვა ტიპის კომერციული დანიშნულების ობიექტი.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: